1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
2. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულებას ზედამხედველობს დეპარტამენტი.
3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შეუსრულებლობისთვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქმიანობის განმახორციელებელი პირის შეცვლის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ვალდებულება გადადის საქმიანობის განმახორციელებელ ახალ პირზ