⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.02.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2021
ძალის დაკარგვა 28.02.2022
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016559
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,801 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2021 მიღება
28.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2021 წლის 25 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილება (matsne.gov.ge:26/08/2020წელი, 010260020.35.153.016478). მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების  დახმარების  ღონისძიებების განხორციელების პირობებს. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია მოსარგებლეებისათვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა, სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებზე, ასევე საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვის  საფუძველზე. მუხლი 3🔗. პროგრამის მოქმედების სფერო და მისი მოსარგებლეები 1. სამედიცინო და სოციალური  პროგრამების  დასახელება: ა) სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება; ბ) აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა ფინანსური დახმარება; გ) თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება; დ) ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება; ე) ცელიაკიით დაავადებული პირების ფინანსური დახმარება ვ) ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ზ) მეოთხე და მეტ შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება; თ) დღისცენტრით მოსარგებლე შშმ  პირების ფინანსური დახმარება; ი) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება; კ) თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა; ლ)  სამშობლოს დაცვისას და ომის შემდეგ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; 2. პროგრამით გათვალისწინებული  დახმარების  მოსარგებლე  პირები   არიან: ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ). ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა და რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრები. 3. პროგრამით მოსარგებლე პრიორიტეტულ ჯგუფებს  განეკუთვნებიან: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; ბ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირები და მათი ოჯახის წევრები; გ) ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ; დ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი; ე) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი); ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი და მისი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი; ზ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირები და მათი არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილები. 4. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მცხეთის მუნიციპალიტეტში განცხადებით მიმართვამდე 3 თვით ადრე მაინც. 5. მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ, ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კი განმეორებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ. წლის განმავლობაში ორჯერ დაფინანსების შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე გაცემული თანხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3000 (სამი ათასი) ლარს. მუხლი 4🔗. მომსახურების მისაღებად  წარმოსადგენი  დოკუმენტაცია: 1. პირმა, ოჯახის წევრმა და/ან მისმა წარმომადგენელმა სამედიცინო ან სხვა სოციალური საჭიროებისათვის ფინანსური დახმარების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში  – მერია), რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კომისია, უფლებამოსილია მოითხოვოს კალკულაცია); გ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); დ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამების ან/და დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ პროგრამულად ვერ დგინდება პირის რეგისტრაციის მისამართი); ვ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ზ) თუ პირი მიეკუთვნება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პრიორიტეტულ ჯგუფს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ან ცნობა; თ) საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს  ცნობა ან / და ხელშეკრულება მომსახურების გამცემი სამედიცინო დაწესებულების  წინაშე დავალიანების არსებობის შესახებ. მუხლი 5🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი 1. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსებას: ა) რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით; ბ) რომელიც არ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით; 2. დაფინანსების ზედა ზღვარი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს, აქედან: ა) 501 ლარამდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია (გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ბ) იმ შემთხვევაში თუ თანადაფინანსების ოდენობა მეტია 60%-ზე, მაგრამ არ აღემატება 500 ლარს, 100%-მდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. გ) 501 ლარიდან 2000 ლარამდე დაფინანსებაზე თანხმობის მისაღებად,  კომისიის და/ან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისია მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და 9-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია). 3. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამებით,  იფარება შემდეგი  ოდენობით: ა) 151 ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა); ბ) 151-დან ზემოთ შემოსული კალკულაციები - დარჩენილი თანხის არაუმეტეს 60-80%-ისა (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა); გ) 0-დან ზემოთ შემოსული კალკულაციები - დარჩენილი თანხის 100%-მდე, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე. 4. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება არც სახელმწიფო და არც კერძო სადაზღვევო პაკეტით დაფინანსდეს არაუმეტეს დარჩენილი თანხის  50%-ისა. 151 ლარამდე შემოსული კალკულაციები, გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებილი  პირებისა, არ ფინანსდება. 5. სამედიცინო მომსახურების 100%-მდე- (501ლარიდან - 2000ლარამდე) დაფინანსება, შესაძლებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებზე გამონაკლისის სახით, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია. 6. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სამედიცინო მომსახურების 100%-მდე- (2000 ლარამდე) დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  კომისია. 7. თანადაფინანსების შემთხვევაში, დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება სახელმწიფო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილის საფუძველზე, მასში მითითებული მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობით. 8. განცხადება არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება დაფინანსებაზე უარი, თუ: ა) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს; ბ) განცხადების შესწავლისას დოკუმენტაციის (მათ შორის, ფორმა №IV-100/ან სხვა დოკუმენტები) მიხედვით დადგინდა, რომ პირს განცხადების წარმოდგენამდე უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება და გაწერილია შესაბამისი დაწესებულებიდან - გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა; გ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც კომისიის მიერ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება; დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია; ე) თუ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება; ვ) დაინტერესებული პირი ითხოვს: ვ.ა)  სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას; ვ.ბ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება და ორგანოების ფუნქციური ცვლილებების წარმოშობის რისკი; ვ.გ) სტომატოლოგიური მომსახურების და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას (გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით); ვ.დ)  შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას; ვ.ე) სამედიცინო აღჭურვილობას (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები, სათვალე, ლინზები) გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით; ვ.ვ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ის მკურნალობაზე. ვ.ზ) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურების - გამოკვლევის დაფინანსებას (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებილი პირებისა); ვ.თ) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურება-ინტრავიტრიალური (ი/ვ) ინიექციის დაფინანსებას; ვ.ი) მშობიარობა (მათ შორის საკეისრო კვეთა), გარდა თანმდევი სხვა სამედიცინო მომსახურებისა; ვ.კ) მედიკამენტის დაფინანსებას; ვ.ლ) ტრანსპლანტაციის  ხარჯები; ვ.მ) ფიზიოთერაპია-რეაბილიტაცია (გარდა დღის ცენტრის ბენეფიციარების და ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტებისა – წელიწადში არაუმეტეს 2000 ( ორი ათასი) ლარისა); ვ.ნ) საექსპერტო მომსახურების დაფინანსება. მუხლი 6🔗. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისია 1. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად  და შესაბამისი დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისია“ (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის წევრთა შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერის  ბრძანებით. 3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის და ამ პროგრამის  შესაბამისად. 4. კომისიის სხდომას ესწრება და განხილვაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე. მაჟორიტარი დეპუტატის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეპუტატის წერილობითი რეკომენდაციის გათვალისწინებით, ხოლო, ასეთის არარსებობის პირობებში, კომისიას უფლება  აქვს,  მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. 5. საკრებულოს წევრების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში)  ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თაობაზე წერილობით დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს, რომელიც  წარედგინება  მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 7🔗. საგარანტიო წერილის გაცემის წესი და მოქმედების ვადა 1.  საგარანტიო წერილის მოქმედების ვადები: ა) სამედიცინო მომსახურების და/ან ყველა სხვასაჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილი ძალაშია გამოცემის თარიღიდან  3 (სამი) თვის განმავლობაში. 2. საგარანტიო წერილში ცვლილებები კომისიის მიერ ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედნის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია: ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში; ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება; გ) ამავე პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის ოქმის საფუძველზე გაიცემა ახალი საგარანტიო წერილები, რომლის ვადა აითვალება ახალი საგარანტიო წერილის გამოცემის თარიღიდან. მუხლი 8🔗. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების წესი 1.  შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეაბამისად. 2. ანგარიშგებისას  მიმწოდებლის  მიერ  წარდგენილი  უნდა  იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა); გ) გაცემული დაფინანსების დოკუმენტის (საგარანტიოწერილი) ქსეროასლი; დ) ფორმა №IV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში. 3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილიშესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მხრიდან მოხდება გამოყოფილი თანხის გადახდა, აღნიშნული თანხა აღარ ექვემდებარება ანაზღაურებას/დაფინანსებას. მუხლი 9🔗. აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლეები არიან აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების  მქონე  არასრულწლოვანი  პირები. 2. დახმარება გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (კონკრეტული ფსიქოთერაპია – ქცევითი თერაპიის კურსი, მედიკამენტი). 3. მოქალაქემ დახმარების  მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)   წერილობითი განცხადება; ბ)   განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)   პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ასლი; დ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა ); ე) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია); ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. დახმარება გაიცემა წელიწადში  ერთხელ, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. მუხლი 10🔗. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება 1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომელნიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას . 2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. 3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია : ა) წერილობითი განცხადება ; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება; დ)  საბანკო ანგარიშის  ნომერი; ე) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით . 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის  საფუძველია  ქრონიკული  დიალიზის  გაგრძელების  არარსებობის  დადასტურება. მუხლი 11🔗. ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე  პირების დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლე არის  პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ფორმა N100/ა) საფუძველზე საჭიროებს ოქსიგენო თერაპიას. 2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია : ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა ); დ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე პირს საკრებულოს თანხმობით, დროებით სარგებლობაში გადაეცემა ჟანგბადის აპარატი, კანონით დადგენილიწესით. მუხლი 12🔗. ცელიაკიით  დაავადებული  პირების  ფინანსური  დახმარება 1. დახმარება გაეწევათ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით (ფორმა №IV-100/ა) დადგენილი აქვთ ცელიაკიის დაავადება. 2. დამხარების მისაღებად მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); გ)  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან სადაც რეგისტრირებულია პროგრამით მოსარგებლე; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. 3. დახმარება გაიცემა კვარტალში ერთჯერ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მუხლი 13🔗. ერთჯერადი ფინანსური დახმარება და დაფინანსების წესი 1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა: ა)პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის  ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  მერიას. 2. ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  მერის  სახელზე; ბ) შესაბამის  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის რეკომენდაცია იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე; დ) პირადობის  მოწმობის  ქსეროასლი; ე) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ერთჯრადი ფინანსური დახმარების ოდენობა შეადგენს  100 ლარს. 4. კომისიის გადაწყვეტილება მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების  თაობაზე წარედგინება მერს. 5. მერი ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. 6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  პირად ანგარიშზე. მუხლი 14🔗. მეოთხე შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლე არის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი რომელსაც შეეძინა მეოთხე და მეტი შვილი. 2. მოსარგებლემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქორწინების მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) შვილების დაბადების მოწმობები; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3.  დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე პირს გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება  200 (ორასი) ლარის ოდენობით, ტყუპების შეძენის  შემთხვევაში დახმარება გაიცემა თითოეულ ბავშვზე  200-200 ლარის  ოდენობით. მუხლი 15🔗. დღის ცენტრით მოსარგებლე  შშმ. პირების  ფინანსური  დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლეები არიან შშმ. სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირები, რომლებიც რეგისტრირებილი არიან სპეციალიზებულ დაწესებულებებში (ე.წ. დღისცენტრი). 2. დახმარება გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპეციალიზებულ დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია : ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება; დ) ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან მომსახურების ღირებულების შესახებ; ე) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 16🔗. ხანძრის  შედეგად  დაზარალებული  ოჯახების  დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და ხანძრით გამოწვეული შედეგებით დაზარალებულ ოჯახებს (გარდა სტიქიით დაზარალებული პირებისა) ერთჯერადად 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარამდე. 2. საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურების შემთხვევაში კომისიის წარდგინებით, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა არაუმეტეს 5000 (ხუთიათასი)ლარისა. 3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  (პ/მ, ID ბარათიანპასპორტი)  ასლი; გ) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნა; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი აქტი. ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. 4. თუ განცხადების განხილვისას არ არის წარმოდგენილი  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი აქტი და არ არის დადგენილი ხანძრის წარმოშობის მიზეზი, კომისია განიხილავს განცხადებას და დაკმაყოფილების შემთხვევაში იტოვებს უფლებას მოსთხოვოს მოქალაქეს თანხის დაბრუნება თუ განხილვის შემდეგ დადგინდა რომ, ხანძარი გამოწვეული იყო ოჯახის წვერის ბრალეულობით. მუხლი 17🔗. თავშესაფრის  არმქონე  პირების  ქირით  უზრუნველყოფა 1. პროგრამით მოსარგებლე პირები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, კერძოდ: ა)  ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირები (გარდა სტიქიით დაზარალებული პირებისა); ბ) პირები, რომლებიც გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი; 2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია : ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება; დ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. მოსარგებლის ქირით უზრუნველყოფა მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მაცხოვრებელიც იყო პროგრამით მოსარგებლე. 4. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა. 5. ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარით. მუხლი 18🔗. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო მომსახურება: ა) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი. თანხას მიიღებს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი. 2.     მუნიციპალიტეტში  წარმოსადგენი  დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ცნობა დეპარტამენტიდან კოდის მინიჭებით; დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას. 3.   თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 19🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა  სარიტუალო მომსახურება 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარიტუალო მომსახურება აუნაზღაურდებათ იმ პირებს, რომლებიც გაიღებენ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებს სარიტუალო მომსახურებისათვის. 2.თანხას მიიღებს პირი, რომელიც უზრუნველყოფს გარდაცვლილის დაკრძალვას. 3. დახმარების მისაღებად პირმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობა; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო (მოწმეების დადასტურებით). 4. დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. მუხლი 20🔗. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების  დაფინანსება 1. დაფინანსებას მიიღებს 18 წლამდე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე  ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად). 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა  ან/და  მისმა უფლებამოსილმა  წარმომადგენელმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის  ასლი ; გ)  ფსიქოლოგის დასკვნა და  რეკომენდაცია  ფსიქორეაბილიტაციის საჭიროებაზე. დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან; 3.  ბენეფიციარის მიერ პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ფსიქორეაბილიტაციის საჭიროების  თაობაზე დასკვნას და/ან რეკომენდაციას გასცემს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული  ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.