ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2021
ძალაში შესვლა 01.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017446
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 629 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2021 მიღება
01.03.2021 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ოპერატორი
„ლატარიების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობი
მუხლი 2
მოთამაშე
პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით
მუხლი 2
სათამაშო ანგარიში
სათამაშო პლატფორმაზე შექმნილი ანგარიში, სადაც ხდება თანხების განთავსება, ფსონების დადება და თანხების გამოტანა მოთამაშის მიერ.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 26.06.2024 სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 09.01.2017 ახალციხის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობით უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 06.03.2026 გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 82% 17.08.2015 თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 06.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №41 2021 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესი“ თანდართული რედაქციით.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შემთხვევაში სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანის და ანგარიშიდან თანხის გატანის წესს. 2. წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და ანგარიშიდან თანხის გატანა სავალდებულოა ლატარიის ორგანიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის, რომლებიც საქმიანობას სისტემურ-ელექტრონული ფორმით ახორციელებენ. 3. ლატარიის ორგანიზატორი და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი ვალდებულია, სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და ანგარიშიდან თანხის გატანა განახორციელოს მხოლოდ ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ამ წესის დარღვევა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას, ხოლო ლატარიის ორგანიზატორის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ოპერატორი – „ლატარიების, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობი; ბ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით; გ) სათამაშო ანგარიში – სათამაშო პლატფორმაზე შექმნილი ანგარიში, სადაც ხდება თანხების განთავსება, ფსონების დადება და თანხების გამოტანა მოთამაშის მიერ. მუხლი 3🔗. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებით: ა) ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი და მის მიერ გამოშვებული პროდუქტი; ბ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო და ლატარიის სერვისცენტრში არსებული სალარო; გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე განთავსებული სალარო; დ) მომსახურების გადახდის აპარატი;  ე) ელექტრონული საფულე (24 საათის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარისა). ამასთან, 24 საათის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ან/და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, გაერთიანებულ სამეფოში ან/და ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების ელექტრონულ საფულეებზე. მუხლი 4🔗. ოპერატორის ვალდებულებები ოპერატორი ვალდებულია:  ა) სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა შესაძლებელი გახადოს, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ შესაბამისად ვერიფიცირებული მოთამაშეებისთვის; ბ) ვერიფიკაციის დასრულებამდე არ მიიღოს ან/და არ გასცეს თანხა მოთამაშის ანგარიშიდან; გ) არ დაუშვას მოთამაშეებს შორის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის გვერდის ავლით; დ) უზრუნველყოს მოთამაშეების მიერ სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის ოპერაციების მის სისტემაში სრულად აღრიცხვა, სისტემატიზება და შენახვა იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათ შესახებ ინფორმაციის გონივრულ ვადაში მოძიება და ამოღება; ე) სრულფასოვანი შემოწმების მიზნით, მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით, უზრუნველყოს სანებართვო პირობების შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის წვდომა მის შიდა სისტემაზე; ვ) ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით ანგარიშიდან თანხის გატანის შემთხვევაში, მხოლოდ სათამაშო ანგარიშის მფლობელ მოთამაშეზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე (რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) უზრუნველყოს თანხის გაცემა. ამ მიზნით, მოსთხოვოს მოთამაშეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოთამაშის ფოტოსურათს ან გადაამოწმოს მოთამაშე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და შეინახოს დოკუმენტის ასლი/ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით; ზ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიმუშაოს საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის პროპორციულ რისკზე დაფუძნებული მიდგომა და უზრუნველყოს თითოეულ ასეთ შემთხვევაში მოთამაშის ვერიფიკაცია.