ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2021
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.09.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2021 წლის 26 თებერვალი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №23 დადგენილება (ვებგვერდი www.matsne.gov.ge 08/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016142).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს დებულება ადგენს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის (შემდგომში - ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა)
ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3.
ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.keda.gov.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1.
ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
2.
ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ)
ინფორმაციის განთავსებას;
დ)
ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერისათვის;
ე)
ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2.
ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4.
ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ)
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე)
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ)
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5.
ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა)
მუდმივად განახლებადი;
ბ)
ყოველკვირეული;
გ)
ყოველთვიური.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1.
მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურისთვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
3.
ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა)
მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.
ბ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.
გ)
ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა)
მთავარი;
ბ)
ქედის შესახებ;
გ)
საკრებულო;
დ)
მერია;
ე)
გენდერული თანასწორობის საბჭო;
ვ)
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
ზ)
მონაწილეობითი ბიუჯეტი;
თ)
საჯარო ინფორმაცია;
ი)
პროგრამები/პროექტები;
კ)
აუქციონები/ტენდერები;
ლ)
მემორანდუმები;
მ)
სოფლის განვითარება;
ნ)
კონტაქტი.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1.
ქედის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
გეოგრაფია და ბუნება;
ბ)
სიმბოლიკა;
გ)
ტერიტორიული დაყოფა;
დ)
საპატიო ქედელები.
2.
საკრებულოს შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
თავმჯდომარე;
ბ)
თავმჯდომარის მოადგილე;
გ)
საკრებულოს წევრები;
დ)
ფრაქციები;
ე)
კომისიები;
ვ)
აპარატი;
ზ)
სამართლებრივი აქტები.
3.
მერიის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
მერი;
ბ)
მერის მოადგილეები;
გ)
სამსახურები;
დ)
მერის წარმომადგენლები;
ე)
მუნიციპალური ორგანიზაციები;
ვ)
მერიის სტრუქტურა.
4.
გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
საბჭოს შემადგენლობა;
ბ)
სამართლებრივი აქტები;
გ)
სიახლეები;
დ)
ანგარიშები;
ე)
სხდომის ოქმები.
5.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
საბჭოს შემადგენლობა;
ბ)
დებულება;
გ)
სიახლეები.
6.
მონაწილეობითი ბიუჯეტის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
პროექტის შესახებ;
ბ)
სიახლეები;
გ)
საბჭოს შემადგენლობა;
დ)
საბჭოს დებულება.
7.
საჯარო ინფორმაციის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ)
კანონმდებლობა;
გ)
ანგარიში;
დ)
ბიუჯეტი.
8.
პროგრამებისა და პროექტების შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
პროგრამები;
ბ)
პროექტები.
9.
აუქციონებისა და ტენდერების შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
აუქციონები;
ბ)
ტენდერები.
10.
მემორანდუმების შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
საერთაშორისო;
ბ)
ურთიერთთანამშრომლობის.
11.
სოფლის განვითარების შესახებ განყოფილება.
12.
კონტაქტის შესახებ განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
საკრებულო;
ბ)
მერია.
13.
ტურისტულ გზამკლევში განთავსებულია შემდეგი ინფორმაცია: რა უნდა იცოდეთ (გეოგრაფია და ბუნება, ტურიზმი და მოგზაურობა, საინფორმაციო ცენტრი), სანახაობა (თაღოვანი ხიდები, ციხე-კოშკები, ღირსშესანიშნავი ადგილები), განთავსება (საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები) კვების ობიექტები (რესტორნები,კაფეები, სხვა), სპორტი და განათლება(სპორტი, განათლება), მედიცინა და ბანკები (სამედიცინო მომსახურება, ბანკები).
14.
გვერდით სივრცეებში თავსდება ზოგადი ინფორმაცია, ფოტო გალერეა, ვიდეო გალერეა, განცხადებები, ელექტრონული პეტიცია, ამინდი, აღმოაჩინე აჭარა, სასარგებლო ბმულები და სხვა.
15.
კონტაქტში თავსდება მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები.
16.
ძირი მენიუში განთავსებულია შემდეგი ინფორმაცია: სატელეფონო ცნობარი,ტურისტული ინფო ცენტრი, ადგილობრივი პოლიცია, სახანძრო დეპარტამენტი, სასწრაფო დახმარება, მიმართე მერიას, მიმართე საკრებულოს, საიტის რუკა.