,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2021 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ელ მუხლში განხორციელდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება
1. თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი;
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ახალშობილ(ებ)ის ერთ-ერთი მშობლის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე.“
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განხორციელდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში;“
გ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს მე-6¹ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6¹. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სასმენი აპარატებით დახმარება
1. სასმენ აპარატებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და საჭიროებენ სასმენ აპარატებს.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს ესაჭიროება სასმენი აპარატი“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლში განხორციელდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ამ წესის 1-ლი, მე-3, მე-4 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცეს აგრეთვე იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დახმარების მიმღებნი გახდნენ 2020 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და რომლებსაც არ უსარგებლიათ 2020 წლის ანალოგიური პროგრამით“.
|