„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.017449
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №44

2021 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, 30.12.2009, №159, სარეგისტრაციო კოდი:  190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და IX თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი და 211 - 212  მუხლები:

„თავი IX1

სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საბიუჯეტო

ორგანიზაციის მიერ თანხის გადარიცხვისას დაშვებული შეცდომის გასწორება

მუხლი 211

სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე თანხის შეცდომით გადარიცხვის (რაც დასტურდება დოკუმენტურად) შემთხვევაში, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის ასახვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე (გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საინკასო დავალებით თანხის ჩამოწერის გზით), სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია, აღნიშნული თანხა დაუბრუნოს თანხის ჩამრიცხავ პირს.

 

მუხლი 212

ამ ინსტრუქციის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევით მიმართული თანხის გასწორების და შესაბამისი სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი