⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.02.2022)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2021
ძალის დაკარგვა 25.02.2022
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016603
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 989 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2021 მიღება
25.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,57 0,7
ქ. ხაშურის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული  ინდექსი ITL
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2021 წლის 26 თებერვალი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქ. ხაშურის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 13/02/2013, 370020000.35.143.016143). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი დანართი №1 ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ქ. ხაშურში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ხაშურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn = IMG x ITL x C x K, სადაც: ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. ხაშურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,57-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 30-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ხაშურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K Cn (ლარი) ცენტრალური ზონა 0,57 1,3 0,24 30 5.34 შუალედური ზონა 0,57 1 0,24 30 4.11 პერიფერიული ზონა 0,57 0,7 0,24 30 2.88 3. დაბა სურამში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.11 ლარს. 4. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.06 ლარს. 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.24 ლარს. 6. ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,47 ლარს.  ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი. ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; დანართი №2 ქ. ხაშურის ტერიტორიის ზონირება ქ. ხაშურის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული  ინდექსი ITL ცენტრალური ზონა შ.რუსთაველის ქუჩა 26 მაისის ქუჩამდე, პ.მელიქიშვილის ქუჩის ნაწილი, გ. სააკაძის ქუჩა დ. აღმაშენებლის ქუჩამდე, ალ. ყაზბეგის ქუჩა 26 მაისის ქუჩამდე, გ. ტაბიძის ქუჩა ლ. ასათიანის ქუჩამდე, დ. მჭედლიშვილის ქუჩა, ბესიკის ქუჩა, 1 მაისის ქუჩა, ტელიაფუსის ქუჩა, დ. ძნელაძის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, კოსტავას ქუჩა ლესელიძის ქუჩის ასახვევამდე, ლესელიძის ქუჩა, გ.სირბილაძის ქუჩა, შ. მარკოზაშვილის ქუჩა, ნ. მაყაშვილის ქუჩა, დ. აღმაშენებლის ქუჩა, წყაროს ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა. ნ.მაყაშვილის ქუჩის ასახვევამდე, ზ.ფალიაშვილის ქუჩა გორკის ქუჩის ასახვევამდე, გორკის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა მ. გორკის ქუჩის ასახვევამდე, ვახუშტის ქუჩა, კიევის ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, ზანიერის ქუჩა, ბორჯომის ქუჩა საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრი ორივე მხარეს, იმერეთის ქუჩა საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრი ორივე მხარეს. 1,3 შუალედური ზონა ჭალის ძველი სასაფლაოს ტერიტორია, კ.მარჯანიშვილის ქუჩა, ალ.სუმბათაშვილ-იუჟინის ქუჩა, ა.ანტონოვსკაიას ქუჩა, პაპუაშვილის ქუჩა, ი.ევდოშვილის ქუჩა ალ.სუმბათაშვილ-იუჟინის ქუჩამდე, კ.გამსახურდიას ქუჩა, დემეტრე II თავდადებულის ქუჩა ალ.სუმბათაშვილ-იუჟინის ქუჩის შესახვევამდე, შოლის ქუჩა, ცხვირაშვილის ქუჩა, ფარნავაზის ქუჩა, დ.გურამიშვილის ქუჩა, გ.ლეონიძის ქუჩა, ე.თაყაიშვილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ნ.ბარათაშვილის ქუჩა, პ.ინგოროყვას ქუჩა, პ.ჩაიკოვსკის ქუჩა, დ.აღმაშენებლის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, გ.ჭანტურიას ქუჩა, ზ.ფალიაშვილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, კ.ტაბატაძის ქუჩა, ი.ჯავახიშვილის ქუჩა, ნ.ნიკოლაძის ქუჩა, დ. ყიფიანის ქუჩა, მ.თუმანიშვილის ქუჩა, ნ.ლომოურის ქუჩა, ხერხეულიძის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ლ.ასათიანის ქუჩა, პ.მელიქიშვილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, გ.ტაბიძის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ნ.გოგოლის ქუჩა, წმ. ილარიონ ქართველის ქუჩა ნ.გოგოლის ქუჩამდე, რ.ერისთავის ქუჩა, გ.წერეთლის ქუჩა, კ.ხეთაგუროვის ქუჩა, ი.ჭავჭავაძის ქუჩა ი.ბარბაქაძის ქუჩასა და წმ. ილარიონ ქართველის ქუჩას შორის, ალ.კილაბერიძის ქუჩა, წმ. ილარიონ ქართველის ქუჩის ასახვევამდე, ე.გაბაშვილის ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა ე.გაბაშვილის ქუჩის ასახვევამდე, სანაპიროს ქუჩა, მ.სულაბერიძის ქუჩა, კ.ხეთაგუროვის ქუჩის ასახვევამდე, ოქტომბრის ქუჩის ნაწილი, ი.გოგებაშვილის ქუჩა, ფოთის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, ც.დადიანის ქუჩა, კ.სვანიძის ქუჩა, ახალციხის ქუჩა, ა.წერეთლის ქუჩა, გიორგობის ქუჩა, მ.გელოვანის ქუჩა, ს.დოდაშვილის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, საიათნოვას ქუჩა, თბილისის ქუჩა, გორის ქუჩა, თევდორე მღვდლის ქუჩა ოქტომბრის ქუჩამდე და გრიბოედოვის ქუჩამდე, ალ.გრიბოედოვის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, ალ.ომიაძის ქუჩა, არსენას ქუჩა, ს.მგალობლიშვილის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, ოსიაურის ქუჩა, კოსტავას ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, 9 აპრილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ჯაფარიძის ქუჩა, კიკვიძის ქუჩა, ე.ნინოშვილის ქუჩა. 1 პერიფერიული ზონა პერიფერიულ ზონას მიეკუთვნოს ქალაქში არსებული ყველა დანარჩენი ქუჩა ცენტრალურ და შუალედურ ზონებს მიკუთვნებული ქუჩების გარდა. 0,7 დანართი №3 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების  საწყისი საპრივატიზებო ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.