თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№04
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.163.016532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2021 წლის 26 თებერვალი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 09/03/2020, 010250050.35.163.016500).

1. თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის  მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. გაზიფიცირების გარეშე არსებულ დასახლებებში (თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეული სრულად და სოფელი ლეჩური) მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამა ითვალისწინებს გაზიფიცირების გარეშე არსებულ დასახლებებში, კერძოდ, თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში (თეთრიწყლები, კობაძე, სეროდანი, პანტიანი, ნადიკვარი) და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარებას. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად ტალონების სახით. თითოეულ ოჯახს ყოველთვე გადაეცემა თითო ტალონი, რომლის მეშვეობით მიმწოდებელი კომპანიისგან ერთჯერადად მიიღებს 8 კგ. ოდენობით თხევად აირს. ტალონების გადაცემას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უზრუნველყოფენ მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) განცხადება ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ)  მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

 

მუხლი 2
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების“, „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების“ და „ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების“ ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 90 კალენდარულ დღეს.

მუხლი 3
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამიდან ამოღებულ იქნეს  მე-6 მუხლის  მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

 

მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2021.
როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.02.2021. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №04. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.163.016532.
რამდენი მუხლისგან შედგება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №04, 26.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016532 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5111157/