⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2025)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2021
ძალის დაკარგვა 01.04.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016335
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,002 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2021 მიღება
01.04.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 2021 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისკანონის 34​1 მუხლის შესაბამისად,  აფაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ქონების განკარგვისადა საწარმოთა მართვისსააგენტო. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ. 3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა დასაწარმოთა მართვისსააგენტოს თანდართული დებულება. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა დასაწარმოთა მართვისსააგენტოზე საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისკანონით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. 4. სააგენტოს აქვს ბეჭედი, შტამპი, ბლანკები საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5.  სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და  ანგარიში ხაზინაში. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, თამარაშვილის 15ა. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები,  ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების  სარგებლობაში გადაცემა; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში (შემდგომში – საწარმოები)  პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება. 2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის, ფორმით პრივატიზება და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებების გატარება; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის ინიციირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის ინიციირება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; დ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისსაკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველადიგადაცემა; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, სასყიდლით, აუქციონის ფორმით; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან და ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება; თ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო უძრავი ქონების ნუსხის სისტემატურად განახლება; ი) კონფლიქტის შემდგომ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ (პრივატიზება, იჯარა და ა.შ.) ინფორმაციის მოპოვება შესაძლებლობის ფარგლებში; კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, აუქციონის ფორმით პრივატიზება და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებების გატარება; ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისსაკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მათ შორის, აქციებისა და წილების, პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის ინიციირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ქონების ბაზაზე სააქციო საზოგადოებების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება; ნ) წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა აუქციონის ფორმით; ო) წილებისა და აქციების პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემის საკითხის ინიციირება და შესაბამის ღონისძიებების გატარება; პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილებისა და აქციების აღრიცხვა და მართვა; ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღება საწარმოს კაპიტალში ცვლილების განხორციელების, საწარმოების ბიზნეს-გეგმების დამტკიცების, საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, ხოლო სამინისტროსთან შეთანხმებით – საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, საწარმოების მიერ სასესხო ვალდებულებების და კრედიტების აღების თაობაზე; რ) სამინისტროსთან შეთანხმებით საწარმოს დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება; ს) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება. მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით. 2. თავმჯდომარესს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი. მუხლი 4🔗. სააგენტოს თავმჯდომარე სააგენტოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს  სააგენტოს საქმიანობას  და წყვეტს სააგენტოს  გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერმათი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოში დასაქმებულ მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ე) დებს შრომით ხელშეკრულებებს; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს; ზ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივს აქტს – ბრძანებას; ი) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა დოკუმენტებს; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; ლ) წარმოადგენს სააგენტოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; მ) ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლის უფლებამოსილებას სააგენტოს სხვა თანამშრომელს; ნ) უფლებამოსილია, განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭება მის მოადგილესა და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე; ო) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; პ) სამინისტროსთან ათანხმებს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს; ჟ) ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ბრძანებით დაკისრებულ სხვადასხვა ამოცანებს. 2. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს მოადგილე. მუხლი 5🔗.  სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ქონების განკარგვის დეპარტამენტი; გ) საწარმოთა მართვის დეპარტამენტი. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმისწარმოება და არქივის წარმოება; ბ) ადამიანური რესურსების მართვა; გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება, შეფასება, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევა; დ) სააგენტოში კონკურსისა და რეორგანიზაციის პროცესების წარმართვა; ე) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ფინანსების მართვა; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ზ) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება; მ) სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი; ნ) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სათანადო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება; ო) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; პ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა; მუხლი 7🔗. ქონების განკარგვის დეპარტამენტი ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების  აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა; ბ) საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებისა) შესახებ გასავრცელებელი ინფორმაციის მომზადება; გ) კანონით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და მოძრავი ქონების (თუკი მისი პრივატიზება ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) პირდაპირი მიყიდვისა ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის ინიციირება და პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა; დ) კანონით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და მოძრავი ქონების (თუკი მისი სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) აუქციონის გარეშე, პირდაპირი ფორმით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის საკითხის ინიციირება და პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით (მათ შორის, მოძრავ ქონებასთან ერთად, თუკი მისი პრივატიზება/სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ნივთთან ერთად) წინადადებების მომზადება/საკითხის ინიციირება და პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ გადმოცემული უძრავი ნივთის მიღება და მასზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო უძრავი ქონების ნუსხის სისტემატურად განახლება; თ) კონფლიქტის შემდგომ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ (პრივატიზება, იჯარა და ა.შ.) ინფორმაციის მოპოვება შესაძლებლობის ფარგლებში; მუხლი 8🔗.  საწარმოთა მართვის დეპარტამენტი საწარმოთა მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულიწილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და პროცესის ორგანიზების სამუშაოების უზრუნველყოფა; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საწარმოების ქონების უფლებრივად დატვირთვის, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოს აქციებისა და წილების შესყიდვის, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის, საჭიროების შემთხვევაში საწარმოების კაპიტალის ცვლილების, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების  შესახებ საკითხის განხილვა და წინადადებების წარდგენა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებათა მომზადება შესაბამისი საწარმოს წესდებით საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის: ე.ა) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაცია; ე.ბ) საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა; ე.გ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა,ჩამოწერა, გაყიდვა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებით დატვირთვა; ვ) სააქციო საზოგადოებების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ზ) სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის მართვის უფლებით გადაცემული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების კაპიტალის ცვლილების საკითხის განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში, კაპიტალის ცვლილების განხორციელების პროცესის ორგანიზება; თ) საწარმოებიდან ინფორმაციისა და ანგარიშის მიღება გაწეული საქმიანობის შესახებ, მათი განხილვა და საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ხელმძღვანელობასთან საწარმოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება; ი) სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზება აუდიტორულ დასკვნებთან ერთად, ამ საწარმოთა მიმართ კონკრეტულ წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება; კ) საწარმოების ბიზნეს-გეგმის პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; ლ) ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე საწარმოებიდან შემოსული წინადადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში მათში კორექტივების შეტანა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა. მ) საწარმოს მიერ დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი, საწარმოების ფინანსური ანგარიშების მიღება, მათი ანალიზი და ამის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში საწარმოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 9🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო 1. სააგენტოს ქონება შედგება: ა)დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან; 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) გრანტებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; გ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების შესრულებას. მუხლი 10🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას. 2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები. 3. სააგენტომ სამინისტროს  თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. 5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით.სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებანი  დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.