წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2021
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016353
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 516 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 17.03.2021 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.02.2021 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 18.02.2021 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 07.04.2021 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 08.06.2021

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2021 წლის 26 თებერვალი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290​4 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი №1 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ, მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. მუხლი 2🔗 1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული), ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290​4​​​ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე. 3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით. მუხლი 3🔗 1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდზე: „www.tsalka.gov.ge“, (შემდგომ, ვებ გვერდზე) შესაბამის ველში. 2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. 3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით, საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. მუხლი 4🔗 1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად. 2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს. 3. ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა. მუხლი 5🔗 საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების თაობაზე, ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. მუხლი 6🔗 1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. 2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.