თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2021
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №321
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.157.016425
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,866 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.08.2020 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ 94% 03.08.2022 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.12.2017 ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.12.2017 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ 93% 17.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №321 2021 წლის 26 თებერვალი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის; ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი; მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისა და  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი №1 თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისა და  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება 1. ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ამ ინსტრუქციის შესაბამისად განსაზღვრული პირობებით, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი წარმოადგენს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობისათვის აუცილებელ გადასახდელს. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს. 4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი წარმოადგენს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სანებართვო პირობების შესრულების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების  მიერ დაჩქარებული   მომსახურების გაწევისათვის  დაწესებულ  გადასახდელს. 5. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების  მინიჭებამდე, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ. 6. წინამდებარე ინსტრუქციით  შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თავი II მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი მუხლი 2🔗. მშენებლობის ნებართვა 1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს. 2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში და პირობებით  სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას. მუხლი 3🔗. ნებართვის გაცემის ობიექტი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) მშენებლობაზე; ბ) რეკონსტრუქციაზე; გ) დემონტაჟზე; დ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟ\განთავსებაზე. მუხლი 4🔗. მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი და მოსაკრებლის გადამხდელი 1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობა. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ან/და მშენებლობის განმახორციელებელი ფიზიკური/იურიდიული პირი. მუხლი 5🔗. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს: ა) ქალაქ თეთრიწყაროს  და დაბა მანგლისის  ტერიტორიაზე: ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის – 3 ლარი; ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის - დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი. ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე: ბ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის – 2 ლარი; ბ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის - დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლი სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი; გ) ხაზობრივ ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის – 0,50 ლარი; 2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) II კლასის ობიექტისათვის – 50 ლარი; ბ) III კლასის ობიექტისათვის – 200 ლარი; გ) IV კლასის ობიექტისათვის – 400 ლარი; 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საკურორტო ზონაში  სამრეწველო  ობიექტის მშენებლობისათვის მშენებლობის მოსაკრებელი განისაზღვროს - 5,0  ლარი. მუხლი 6🔗. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება და შეღავათები 1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 2. მოსაკრებელი არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის (კვადრატული მეტრებში) მოსაკრებლის განაკვეთზე გადამრავლებით. 2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადაიხდევინება წინასწარ. მუხლი 8🔗. მშენებლობის ნებართვის გამცემი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას ამზადებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის   სამსახური.  ხოლო ნებართვა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი III მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მუხლი 9🔗. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას. 2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. მუხლი 10🔗. მოსაკრებლის განაკვეთი 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1 (ერთი) ლარის ოდენობით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის (გარდა სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიებისა) განისაზღვროს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით. 3. სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიების მოსაკრებელი განისაზღვროს სამუშაო ფართის (სავაჭრო დარბაზი) ყოველ 1 კვ/მ-ზე 0,50 ლარის  ოდენობით. მუხლი 11🔗. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები)  და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, აგრეთვე  ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც არ ხდება ცენტრალიზებული დაგვა-დასუფთავება. 2. არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართზე ან მათ ნაწილზე, ღია ტერიტორიების ფართზე ან მათ ნაწილზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და შესაბამისად არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 3. მოსაკრებლისგან სრულად თავისუფლდებიან  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები. მუხლი 12🔗. ბიუჯეტიდან დაფინანსება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 13🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი 1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა წარმოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ, გადამხდელისათვის გამოწერილი ქვითრის მიწოდების ან/და ელექტრონული ფორმით გადასახდელი თანხის შესახებ შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. 2. დასუფთავების მოსაკრებლი გადაიხდევინება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ, რომლის საკუთრებაშიც/სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 3. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრი ერთობლივი განცხადებით მიმართავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებთან, საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და ინდივიდუალურ მეწარმეებთან, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებაზე გააფორმოს ხელშეკრულება. 6. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 7. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილებების გაუთვალისწინებლად. მუხლი 14🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები. 1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის ბოლოს კვირაში. 2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 15🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის დასრულებასთან ერთად. 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს. გადასახდელი თანხის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. 5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 6. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. 7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ერთ თვეზე მეტი ვადით დატოვების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის დატოვების და დაბრუნების ვადები. ამ ვადების ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 16🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) ზედამხედველობის სამსახურს (შემდგომში – სამსახური). მუხლი 17🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი IV მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი მუხლი 18🔗. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურება  (ექსპლუატაციაში მიღება) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურება (ექსპუატაციაში მიღება) გულისხმობს  დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას და აღნიშნულზე (შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; მუხლი 19🔗. ექსპუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას დაქვემდებარებული ობიექტები  1. I კლასის შენობა-ნაგებობა არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას; 2.  II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესები განისაზღვრება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით 3. კანონით დადგენილი წესით,   გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ მიიღება: ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 15 სამუშაო დღის ვადაში; ბ) III კლასის  შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 15- 20 სამუშაო დღის ვადაში; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში  – 30 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 20🔗. მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი და მოსაკრებლის გადამხდელი 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელით დაბეგვრის ობიექტია ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტები. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. მუხლი 21🔗. მშენებლობის  სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი  მოსაკრებელი 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს კლასისა და დაჩქარების ვადების შესაბამისად ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 5 სამუშაო დღის ვადაში  – 100 ლარი ; ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 7 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი; გ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში  – 10 სამუშაო დღის ვადაში – 700 ლარი. 2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელის მიერ; თავი V სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებელი და ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი მუხლი 22🔗. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთი, აგრეთვე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებისა და დაუმთავრებელ მშენებლობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 23🔗. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი 1. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო  კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან. 3. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში უბრუნდება  გადამხდელს.