„2021 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №318 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№322
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.157.016426
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №322

2021 წლის 26 თებერვალი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის საკრებულო ადგენს

მუხლი 1
შეტანილი იქნეს  შემდეგი ცვლილება  „2021 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“  დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის  №318 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  02/02/2021 წ., სარეგ. კოდი:    010250020.35.157.016422) დამტკიცებული დანართის, „2021 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა“,  პირველი მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ მოქალაქეთა სტიმულირების, მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოაყალიბების ხელშეწყობის, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და სტიმულირების მიზნით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მე-16 მუხლით, „კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი“, 05.03.01 პროგრამული კოდით გათვალისწინებულ მხარდაჭერა/წახალისებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა/ხელშეწყობის დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სტიმულირება/მხარდაჭერის სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. მხარდაჭერის გაცემის აუცილებელი პირობაა, მოქალაქე/ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება ხდება სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე