„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე

მიღების თარიღი 05.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №325-IVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016649
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2021
matsne.gov.ge 598 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე   თბილისი, 5 მარტი 2021 წ. N325-IVმს-Xმპ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 05.03.2021 უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 14.11.2025 „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 84% 05.03.2021 საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ წერილების გაცვლა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 29.05.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 23.04.2015

დოკუმენტის ტექსტი

„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველო შეუერთდეს „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციას.  2. „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან საქართველოს შეერთებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დათქმები: 1. საქართველო აცხადებს, რომ მოსამართლე უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით. 2. საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის მე-16 მუხლით დადგენილი შეღავათის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ ის წარდგენილია სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. 3. კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 4. საქართველო აცხადებს, რომ დოკუმენტები, რომელთა ჩაბარებაც უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ან მათ უნდა ახლდეს დავალების გამომგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. 5. კონვენციის მე-7 მუხლის მიზნებისთვის დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. 6. საქართველო აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგია, სასამართლო დოკუმენტების ჩაბარება მის ტერიტორიაზე განახორციელონ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ან საკონსულო დაწესებულებებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი, რომელსაც დოკუმენტები უნდა ჩაჰბარდეს, იმ ქვეყნის მოქალაქეა, სადაც ეს დოკუმენტები შედგა. 7. საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად გადასაცემი დოკუმენტები მხარეთათვის ჩაბარების მიზნით გადაეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. 8. საქართველო უარს აცხადებს, დოკუმენტების ჩაბარების მიზნით  გამოიყენოს მათი გადაგზავნის ის საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-10 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. 9. კონვენციის: ა) მე-2 მუხლის მიზნებისთვის საქართველოს ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ბ) მე-6 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოები არიან საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოები; გ) მე-9 მუხლის შესაბამისად, საკონსულო არხების მეშვეობით გადაგზავნილი დოკუმენტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 3. „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან საქართველოს შეერთებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დეკლარაცია: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები; ბ) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები).    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის №1633 რეზოლუციით აღიარა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) და აფხაზეთის (საქართველო) დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც საერთაშორისო სამართლისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპების დარღვევას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს მის მიერ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) და აფხაზეთის (საქართველო) დამოუკიდებლობის აღიარება და სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც ქვეყნის საზღვრების ურღვევობას. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ (გენერალური ასამბლეის №11785 რეზოლუცია) ასევე აღიარა იძულებით გადაადგილებულ პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების უფლება, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოიყენება და განხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, მას შემდეგ, რაც შეიქმნება შესაბამისი გარემოებები და საქართველო აღადგენს მათზე ეფექტურ კონტროლს.        დოკუმენტები ან დავალებები, რომლებიც შედგენილია ან გაცემულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის არაუფლებამოსილი ორგანოების ან ამ ორგანოების მოხელეების ან რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მოქმედი აფხაზეთისა (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) უკანონო ორგანოების მიერ, იმთავითვე იურიდიული ძალის არმქონეა და არ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგებს, მიუხედავად იმისა, ისინი წარდგენილია პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რუსეთის ფედერაციის ორგანოების გავლით. კონვენციის ის დებულებები, რომლებიც შეეხება პირდაპირ კომუნიკაციას ან ურთიერთობას, არ გამოიყენება რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფი აფხაზეთისა (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო) უკანონო ორგანოების მიმართ. შესაბამისი კომუნიკაციის პროცედურას განსაზღვრავს ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს ცენტრალური ორგანო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე თბილისი, 5 მარტი 2021 წ. N325-IVმს-Xმპ