საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.03.2021
გამომცემი ორგანო საჯარიმო ქვითრის შემდგენელი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი № 000000
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| 1 | 2 |
| 7 | 8 |
| 13 | 14 |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
| № | გაცემის თარიღი |
| სახელი | გვარი |
| საჯარიმო ქვითრის მიმღები | საჯარიმო ქვითრის შემდგენელი |
| დაბრუნებული (გაუქმებული) საჯარიმო ქვითარი | შენიშვნა |
| დაბრუნების თარიღი | საჯარიმო ქვითრის ნომერი |
| საჯარიმო ქვითრის № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2021 წლის 5 მარტი
ქ. ზუგდიდი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 2401 მუხლის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს შპს „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტს“ (ს/კ 220413844).
მუხლი 2🔗
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესი“. (დანართი №1)
2. დამტკიცდეს თანდართული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა. (დანართი №2)
3. დამტკიცდეს თანდართული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა. (დანართი №3)
4. დამტკიცდეს თანდართული ახსნა-განმარტების ფორმა. (დანართი №4)
5. დამტკიცდეს თანდართული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი. (დანართი №5)
6. დამტკიცდეს თანდართული გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა. (დანართი №6)
7. დამტკიცდეს თანდართული სააღსრულებო ფურცლის ფორმა. (დანართი №7)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია
დანართი №1
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების საგანი
ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლები
1. საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ბურთულიანი კალმით ან ელექტრონული ფორმით შედგენაზე უფლებამოსილნი არიან შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ (ს/კ 220413844) (შემდგომში – სამართალსუბიექტი) თანამშრომლები (შემდგომში – თანამშრომელი).
2. სამართალსუბიექტი ამ მუხლის პირველი პუნქტით უფლებამოსილ თანამშრომელთა ნუსხას განსაზღვრავს ბრძანებით.
მუხლი 3🔗.
საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
1. მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით (შემდგომში – ავტობუსი) მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.
2. მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვ(ებ)ის წაყვანისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ბავშვ(ებ)ს სათითაოდ შეუძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაუხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთ(ებ)ი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთ(ებ)ი ან ელექტრონული გადახდის საშუალება/საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბავშვ(ებ)ის უბილეთოდ წამყვანად მიიჩნევა და თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მის მიმართ ცალკე უნდა შედგეს საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი).
3. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს მგზავრს.
5. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდის განხორციელება და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა და როდესაც თანამშრომელი თვლის, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე, შეუდგინოს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.
6. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, თანამშრომელმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.
7. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.
8. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
9. საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება თანამშრომელთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
10. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.
11. საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) ოქმის:
ა) I ნაწილს, გარდა მე-10 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;
ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ: ავტობუსის მარშრუტის N, ავტობუსის სახელმწიფო N, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.;
ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება ჯარიმის ოდენობა: 20 (ოცი) ლარი;
ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ბ.ი) მე-9 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.
12. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:
„საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. N12). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს – შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“-ს (ს/კ 220413844, მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №79).
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
14. საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
15. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სურს საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №4).
17. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი), რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
18. II ნაწილი საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.
19. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში, ხოლო ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლის ჩაუბარებლობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის მე-18 გრაფაში.
20. სამართალსუბიექტი, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 4🔗.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსება
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.
3. მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.
4. მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვ(ებ)ის წაყვანისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ბავშვ(ებ)ს სათითაოდ შეუძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაუხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთ(ებ)ი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთ(ებ)ი ან ელექტრონული გადახდის საშუალება/საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბავშვ(ებ)ის უბილეთოდ წამყვანად მიიჩნევა და თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მის მიმართ ცალკე უნდა შედგეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
5. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
6. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს მგზავრს.
7. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდის განხორციელება და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა და როდესაც თანამშრომელი თვლის, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე, შეუდგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.
8. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, თანამშრომელმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.
9. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. საჯარიმო ქვითრის შევსებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
10. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.
11. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (დანართი №3) შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;
ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, რეგისტრაციის მისამართი და სხვა;
დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, ავტობუსის მარშრუტის №, ავტობუსის სახელმწიფო №, არსი: რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა/ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა;
ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით;
ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი;
ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;
ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;
კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა;
ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.
12. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:
„ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს – შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“-ს (ს/კ 220413844, მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №79).
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმე ან სხვა მონაწილე, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
14. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
15. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სურს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №4).
16. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.
17. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შედგენილი საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
18. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 5🔗.
საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი
სამართალსუბიექტი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების (გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 6🔗.
საჯარიმო ქვითრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმებისა და შენახვისადმი
1. საჯარიმო ქვითრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში - ჟურნალი) (დანართი 5).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით.
5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად - შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, სახელი და გვარი).
7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7🔗.
საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა
საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 6) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში.
3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სამართალსუბიექტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
ჯარიმის გადახდა
სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
საურავის დარიცხვა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
1. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესაბამისი შპს-დან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალსუბიექტი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სახდელისა და საურავის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №7), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 11🔗.
საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა
1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ან სამართალსუბიექტთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, სამართალსუბიექტთან გასაჩივრების შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება ზემდგომ ორგანოს (თანამდებობის პირს) შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“-ს (ს/კ 220413844).
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2883 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.
მუხლი 12🔗.
ვადების ათვლა
ამ წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები.
მუხლი 13🔗.
დასკვნითი დებულება
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი № 2
ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000 ბ.ა.
1. ________________________________ 2. _____________________________________
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი
3. ________________________________________________________________________________
შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი
4. ________________________________________________________________________________
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები
__________________________________________________________________________________
(პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა)
5. ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ: ავტობუსის მარშრუტის N _____________
ავტობუსის სახელმწიფო N _______, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი: __________________________,
დრო: _______, არსი: _________________________________________________________________
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით.
7. ჯარიმის ოდენობა: 20 (ოცი) ლარი
__________________
8. _______________________________________________________________________________
მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები
_________________________________________________________________________________
(პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა)
9. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: _____________________________________
ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი
__________________________________________________________________________________
რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება
10. მიმღები მოლარე: ____________________ 30082325
ხელმოწერა ____________________
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი
ოქმის შემდგენელი: ______________________ მოწმე ან სხვა მონაწილე: _________________________
ხელმოწერა ხელმოწერა და სტატუსი
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი: _____________________________________________________
ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა
__________________________________________________________________________________________________________
ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა
№ 000000
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.
1. --------------------------
გადამხდელის სახელი და გვარი
2.---------------------------გადამხდელის მისამართი
3. 20 (ოცი) ლარი
--------------------------- ჯარიმის ოდენობა
4. ასკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
5. ---------------------------- სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი
6. 300823255
----------------------
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი
7. მიმღები მოლარე: ------------------------
ხელმოწერა
8. შემომტანი:--------------------------
ხელმოწერა
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს – შპს „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტს“ (ს/კ 220413844. მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №79).
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №3
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი
№ 000000
1. შედგენის თარიღი
2. შემდგენლის თანამდებობა
სახელი და გვარი
3. სამართალდამრღვევის პირადი №
სახელი და გვარი
რეგისტრაციის მისამართი
და სხვა
4. სამართალდარღვევის ჩადენის
ადგილი:
დრო:
ავტობუსის მარშრუტის №
ავტობუსის სახელმწიფო №
არსი: რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა/ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
6. ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი
7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300823255
8. მოწმე ან სხვა მონაწილე
სტატუსი/ხელმოწერა
9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა/
უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე
10. შემდგენლის ხელმოწერა
11. შენიშვნა
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს – შპს „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტს“ ((ს/კ 220413844 მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ.№79).
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №4
ახსნა-განმარტება
1. დამრღვევის:
ა) სახელი და გვარი_________________________________________________________
ბ) პირადი №________________________________________________________________
გ) მისამართი _______________________________________________________________
დ) დაბადების თარიღი ______________________________________________________
ე) სამუშაო ადგილი _________________________________________________________
ვ) ადმ. სამართალდარღვევის ოქმის ნომერი ___________________________________
ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
თ) სასკ-ის -----------------------------------------------------------------------------------
2. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი: _______________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
დამრღვევის ხელმოწერა: _____________________ თარიღი: _____________________
რიცხვი, თვე, წელი
თარჯიმანი (თუ არის): _____________________________________________________
ხელმოწერა, სახელი, გვარი
დანართი №5
საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების) აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
საჯარიმო ქვითრის ნომერი
საჯარიმო ქვითრის გამცემი
სახელი
გვარი
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
საჯარიმო ქვითრის მიმღები
საჯარიმო ქვითრის შემდგენელი
სახელი
გვარი
ხელმოწერა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
7
8
9
10
11
12
დაბრუნებული (გაუქმებული) საჯარიმო ქვითარი
შენიშვნა
დაბრუნების თარიღი
საჯარიმო ქვითრის ნომერი
სახელი
გვარი
ხელმოწერა
13
14
15
16
17
18
დანართი №6
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის
აქტი №
ქ. ზუგდიდი __ ________ 21 წელი
საჯარიმო ქვითრის №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის
საფუძვლები
შენიშვნა
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
საჯარიმო ქვითრის შემვსები პირი ------------------------
საჯარიმო ქვითრის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი ---------------------------
სამართალსუბიექტის
ხელმძღვანელი (წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირი(პირები) ------------------------
დანართი №7
საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა
და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: /---------------/
საქმე №_____
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
„ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დადგენილების გამოტანის თარიღი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი---------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:-------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:-----------------------------------------------------------
შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორი ---------------------------------