📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2021
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №76-9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.101.016831
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 583 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2021 მიღება
01.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №76-9 2021 წლის 5 მარტი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №76-9
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ახვლედიანი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №76-9 2021 წლის 5 მარტი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილების, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №71-134 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის“ მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების: შპს „თბილ ლაინ“-ის (ს/ნ 404392260), შპს „კაპიტალ გრუპ“-ის (ს/ნ 202353194), შპს „თბილ ქარ“-ის (ს/ნ 404393241) და შპს „ფაბლიქ ქარ“-ის (ს/ნ 404392411) (შემდგომში – ნებართვების მფლობელები) მიერ, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №71-134 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის“  მე-13 და მე-14 მუხლების ქვეპროგრამის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება (კოდი: 06 02 11)“ ღონისძიებებით (M2 კატეგორიის იმ ავტობუსებით (გარდა სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებისა), სადაც შეღავათიანი მგზავრობის დადგენილი ტარიფის  გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით) გათვალისწინებული შეღავათიანი მგზავრობის დადგენილი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით, ხოლო ფაქტობრივად გადაყვანილ მოქალაქეთა მგზავრობის დადგენილი ტარიფი  ანაზღაურდება შემდეგნაირად: ა) ნებართვების მფლობელებმა, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარუდგინონ ინფორმაცია შეღავათიანი მგზავრობის დადგენილი ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ნებართვების მფლობელებისათვის შეღავათიანი მგზავრობის დადგენილი ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის დადგენილი ტარიფის სრული ოდენობის შესავსებად, 50%-ის ოდენობით თანხის ანაზღაურება (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 0,65-ლარიანი მგზავრობის ფასის შემთხვევაში შეღავათიანი მგზავრობის ფასით/დადგენილი ტარიფით  მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება) 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ქვეპროგრამიდან „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება“ (კოდი: 06 02 11). მუხლი 2🔗 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №71-134 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის“ მე-13 მუხლის ქვეპროგრამის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას  უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება“ (კოდი: 06 02 11) ღონისძიებებით (M2 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის დადგენილი ტარიფის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით) გათვალისწინებულ შეღავათიანი მგზავრობის დადგენილი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, მოეხსნათ შეღავათიანი მგზავრობის უფლება. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-22 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ახვლედიანი