“სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 27 მარტის №1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-3/422
სარეგისტრაციო კოდი
020.012.004.328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 06/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.004.328

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

 ბრძანება №1-3/422

2000 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 27 მარტის №1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში” ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 და 2000 წლის 17 თებერვლის №51 ბრძანებულებების შესაბამისად ვბრძანებ:

1. ცნობად იქნეს მიღებული სამინისტროს საწარმოთა ლიკვიდაციისა და აქტივების პრივატიზების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი.

2. შეტანილი იქნეს ცვლილება სამინისტროს 2000 წლის 27 მარტის №1-3/198 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში “სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ”, კერძოდ:

– დებულების მუხლები და პუნქტები მოყვანილ იქნეს საქართველოს კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ” 32 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. კერძოდ: მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მეორე აბზაცები ჩაითვალოს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტად. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მეორე აბზაცები ჩაითვალოს შესაბამისად „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტად.

– დებულების მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სამი ქვეპუნქტი:

“ა) ამ დებულებით გათვალისწინებული ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დროებით სარგებლობაში გადაცემა ან საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერა შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან (უწყება).

ბ) გადაწყვეტილებას კონკურსის ან აუქციონის ორგანიზების თაობაზე იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით კონკურსის ან აუქციონის ორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ.

გ) სახელმწიფო მუნიციპალური ქონების მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული “ძირითადი საშუალებების” გასხვისების, დროებით სარგებლობაში გადაცემის ან ჩამოწერის (მათ შორის ვადამდე) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ამ დებულებაში დადგენილი წესების შესაბამისად.”.

3. დაევალოს სამინისტროს საწარმოთა ლიკვიდაციისა და აქტივების პრივატიზების დეპარტამენტს იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად სამინისტროს ბრძანების იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით რეგისტრაცია.

4. დაევალოს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და საინფორმაციო დეპარტამენტს ბრძანების რეგისტრაციის შემდეგ მისი გამოქვეყნება გაზეთ “მესაკუთრეში” და “საკანონმდებლო მაცნეში.”

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ დ. გელაშვილს.

მ. უკლება