საზღვაო წყლებში აკვაკულტურის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-1004
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016683
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.07.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე აკვაკულტურის შესახებ „სასმელი, სამკურნალო მინერალური, სამრეწველო, ტექნიკური და თბოენერგეტიკული მიწისქვეშა წყლების მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციის და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ სამრეწველო ემისიების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საზღვაო წყლებში აკვაკულტურის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-1004
2021 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საზღვაო წყლებში აკვაკულტურის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო წყლებში აკვაკულტურის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საზღვაო წყლებში აკვაკულტურის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და გათვალისწინებულია საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონისათვის.
2. პროგრამა ითვალისწინებს მონაცემების შეგროვების სისტემისა და მათი ანალიზის პროცედურებს, აგრეთვე აკვაკულტურის ნებართვის გამცემისა და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს.
3. პროგრამა აგრეთვე მოიცავს ნიმუშების (სინჯების) აღების პროცესსა და გარემოს ხარისხის განსაზღვრისთვის საჭირო საქმიანობას, აგრეთვე სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.
4. პროგრამა, როგორც აკვაკულტურის სფეროში უფლებამოსილი ორგანოებისა და აკვაკულტურის სუბიექტების მიერ აკვაკულტურის მართვის მექანიზმი, უზრუნველყოფს პერიოდული გარემოსდაცვითი შეფასებისა და მონიტორინგის განსახორციელებლად ინფორმაციის (მონაცემების) შეგროვებასა და შენახვას.
5. პროგრამის ეფექტიანობა საჭიროებს პერიოდულ შეფასებასა და, საჭიროებისამებრ, გამოვლენილი გარემოსდაცვითი ამოცანებისადმი მისადაგებას/შეცვლას, აკვაკულტურის საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზნები და პრინციპები
1. პროგრამის მიზანია აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოს დაცვა და საზღვაო ეკოსისტემაზე აკვაკულტურის მეურნეობის შესაძლო შეუქცევადი ზემოქმედების თავიდან აცილება.
2. პროგრამამ უნდა უზრუნველყოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვით ამოცანებთან თავსებადობა, აკვაკულტურის მდგრადი განვითარება, ეკოსისტემების, ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვა, აკვაკულტურის საზღვაო მეურნეობის გავლენის ფარგლებში არსებული წყლის ხარისხის დაცვა.
3. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მონიტორინგი, რომლის შედეგები გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის:
ა) გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე აკვაკულტურის ნეგატიური ზეგავლენის მასშტაბის განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ნეგატიური ზეგავლენის შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით;
ბ) ეკოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა და ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნება;
გ) აკვაკულტურის საქმიანობის სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და აკვაკულტურის საზღვაო მეურნეობების გრძელვადიანი მდგრადი განვითარება;
დ) აკვაკულტურის სუბიექტებისათვის დახმარების აღმოჩენა იმ აქტივობის გამოსავლენად, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საზღვაო მეურნეობის მართვის პრაქტიკა;
ე) გარემოს დაცვის მიზნით მიღებული ზომების შედეგების შეფასება;
ვ) აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობისა და პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. ანგარიშგება და მონიტორინგი
1. აკვაკულტურის საზღვაო მეურნეობებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს გამოყენებულმა სამკურნალო ან სხვა ქიმიურმა საშუალებებმა, ორგანულმა ნივთიერებებმა და საკვების ნარჩენებმა, ასევე, სამკურნალო ან სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენებამ, თევზის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გაღწევამ და დაავადებების გავრცელებამ.
2. პროგრამის მიზნების განსახორციელებლად, საქმიანობის დაწყებამდე, უნდა განისაზღვროს პროგრამით გათვალისწინებული ინდიკატორები.
3. გარემოსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია რეგისტრირებული უნდა იყოს პროგრამის შესაბამისად აკვაკულტურის სუბიექტის/სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ წარმოებულ ჩანაწერების ჟურნალში, რომელიც წარმოადგენს მონიტორინგს დაქვემდებარებული ადგილებიდან, მათ შორის, იმ ადგილებიდან, რომლებიც მდებარეობს საზღვაო მეურნეობის უშუალო სიახლოვეს (ზეგავლენის დასაშვები ზონა), შეგროვებული ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ინფორმაციის/მონაცემების ერთობლიობას.
4. ჩანაწერების ჟურნალი მოიცავს ინფორმაციას ნიმუშების აღების სიხშირის, ბიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლებისა და სხვა კომპონენტების, ასევე შესაბამისი აკვაკულტურის საზღვაო მეურნეობის არეალში ნიმუშების აღების სადგურების რაოდენობისა და მდებარეობის შესახებ.
5. ჩანაწერების ჟურნალში აგრეთვე აღირიცხება შემდეგი ინფორმაცია:
ა) აკვაკულტურის საზღვაო მეურნეობის რუკა და მონიტორინგის სადგურები;
ბ) წყლის სიღრმე (მინიმუმი, მაქსიმუმი და საშუალო);
გ) საზღვაო დინების საშუალო სიჩქარე;
დ) ფსკერული დანალექების ფრაქციული შემადგენლობა;
ე) ინფორმაცია ზღვის ფსკერული თანასაზოგადოების შესახებ;
ვ) ინფორმაცია ეკოსისტემ(ებ)ის მდგომარეობის, სენსიტიური ჰაბიტატებისა და სახეობების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) აკვაკულტურის საზღვაო მეურნეობის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ზ.ა) მოშენების სისტემა და მახასიათებლები;
ზ.ბ) მოსაშენებელი სახეობები და ციკლები;
ზ.გ) წარმოების წლიური მოცულობა;
ზ.დ) მოშენებული ბიომასის პოტენციური მაქსიმუმი;
ზ.ე) საკვების მოცულობა, რომელიც გამოიყენება წლის განმავლობაში.
მუხლი 4🔗. ნიმუშების აღების სადგურები და ნიმუშების აღების წესი
1. ნიმუშების აღების სადგურები შერჩეული უნდა იყოს ისე, რომ მოხდეს აკვაკულტურის მეურნეობის გარემოზე სრული გავლენის შეფასება. შეფასებას ექვემდებარება:
ა) წყლის ხარისხობრივი პარამეტრები „საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №425 დადგენილების შესაბამისად;
ბ) ევტროფიკაციის დონე;
გ) ფსკერული დანალექები, მათ შორის, pH, აზოტის საერთო ოდენობა (mg/g), ფოსფორის საერთო ოდენობა (mg/g);
დ) ნარჩენების მონიტორინგის მიზნით საზღვაო მეურნეობის სიახლოვეს ფსკერის მდგომარეობა (დგინდება ვიზუალური დათვალიერებით);
ე) საზღვაო ტერიტორიის ეკოსისტემა, ჰაბიტატები და სახეობები, მათ შორის, ფსკერული ჰაბიტატის (მაკრობენთოსური) თანასაზოგადოება.
2. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია, სინჯების აღებამდე ერთი თვით ადრე მიმართოს სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხარისხობრივი მაჩვენებლების პარამეტრების შეთანხმების მიზნით. სინჯების გამოკვლევის შედეგები დაუყოვნებლივ წარედგინება სააგენტოს შეფასებისათვის. ამ შემთხვევაში, სინჯების გამოკლევა ტარდება აკვაკულტურის სუბიექტის ხარჯით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების შეგროვება ხდება ყოველწლიურად.
4. აკვაკულტურის სუბიექტი აგრეთვე ვალდებულია, აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) აკვაკულტურის მეურნეობიდან გაქცევის ინციდენტები (სახეობა, ზომა, ოდენობა);
ბ) დაავადებების ინციდენტები (დაავადების ტიპი, რისკის ქვეშ არსებული სახეობები, შემთხვევების რაოდენობა; გამოყენებული სამკურნალო საშუალებები);
გ) სტიქიური მოვლენები და ამინდთან დაკავშირებული შემთხვევები (შტორმი, დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა და სხვა).
5. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოვლენის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს.
მუხლი 5🔗. პროგრამის განხორციელების მონიტორინგი
1. აკვაკულტურის საზღვაო მეურნეობის ფარგლებში აკვაკულტურის სუბიექტის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და მონაცემთა მონიტორინგს, შეფასებასა და ანალიზს ახორციელებს სააგენტო.
2. მონიტორინგის მონაცემები და შედეგები საჯაროა.