„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№386-IVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
450090050.05.001.020294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 450090050.05.001.017494) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი), ხოლო საქმეს განიხილავს სასამართლო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N386-IVმს-Xმპ