„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა უნარებს განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული საწარმოთა მიერ უნარების მოთხოვნის კვლევის შედეგად გამოვლენილი ინფორმაციის საფუძველზე. სააგენტოს მიერ შერჩეული კრიტერიუმები და მათთვის მინიჭებული კოეფიციენტები შრომის ბაზარზე ინტეგრაციისთვის სამუშაოს მაძიებლის შეფასების საშუალებას უნდა იძლეოდეს.“.
2. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ კანონის მიზნების ეფექტიანად განხორციელების მიზნით იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 3 წარმომადგენელი, რომელთაგან 1 არის ამ კომისიის თავმჯდომარე, 1 − პროფესიული კავშირების წარმომადგენელი, ხოლო 1 − დამსაქმებელთა ასოციაციების წარმომადგენელი.“.
3. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს უწყობს განათლების ყველა საფეხურზე პროფესიულ კონსულტირებასა და კარიერის დაგეგმვას.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმის შექმნით ზრუნავს პროფესიის შერჩევისა და კარიერის სწორად დაგეგმვის უნარების განვითარებაზე და მოსწავლეებს სთავაზობს როგორც პროფესიული კონსულტირების, ისე კარიერის დაგეგმვის მომსახურებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 16 მარტი 2021 წ. N362-IVმს-Xმპ |