პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- პატიმრობის კოდექსი 09.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 114-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.
5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.“.
2. 1151 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 16 მარტი 2021 წ. N371-IVმს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.03.2021.
- როდის იქნა მიღებული „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 16.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №371-IVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 100030010.05.001.020252.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №371-IVმს-Xმპ, 16.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.020252 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5118340/