“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახდო შემოსავლების მინისტრის მიერ 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრცაიო კოდი 090.012.004.337
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანებ ა№124
2000 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ 2000 წლის15 ივნისის№103 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „არაუგვიანეს ერთი თვისა” შეიცვალოს სიტყვებით „არაუგვიანეს ორი კვირისა”.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტესტური გამოცდის შემდეგ, ტესტურ გამოცდაზე გამსვლელ ქულას ადგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, არსებული ვაკანტური ადგილებისა და დაგროვილ ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით”.
3. მე-13 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „3 ასტრონომიული საათი” შეიცვალოს სიტყვებით „2 საათი და 30 წუთი”
4. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკვალიფიკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი ტარდება საგადასახადო ორგანოების მხოლოდ იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ დამტკიცებული „საგადასახადო ორგანოების სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მ. მაჭავარიანი