# ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს 1997 წლის 15 დეკემბრის დირექტივა 97/67/EC
ევროგაერთიანების საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ

- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5119916/0
- წყარო: https://legali.ge/law/5119916/

> ეს არის  მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. ეს დირექტივა ადგენს საერთო წესებს, რომლებიც ეხება:

_თავი 1 — მიზანი და მოქმედების სფერო_

-ევროგაერთიანებაში უნივერსალური საფოსტო მომსახურების გაწევას,

- კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრავს მომსახურებას დაჯავშნული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის და პირობებს, რომლებიც არეგულირებს დაუჯავშნავი მომსახურების მიწოდებას,

- სატარიფო პრინციპებს და ანგარიშების გამჭვირვალობას უნივერსალური მომსახურების გაწევისთვის,

- უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხარისხის სტანდარტების დადგენას და ამ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნას;

- ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაციას,

- დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შექმნა

[https://legali.ge/law/5119916/muxli-1/](https://legali.ge/law/5119916/muxli-1/)

---

## მუხლი 2. წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

_თავი 1 — მიზანი და მოქმედების სფერო_

1. საფოსტო მომსახურება: მომსახურება, რომელიც მოიცავს საფოსტო გზავნილების შეგროვებას, დახარისხებას, ტრანსპორტირებას და მიწოდებას;

2. საზოგადოებრივი საფოსტო ქსელი: ორგანიზაციული სისტემა და ყველანაირი რესურსი, რომელსაც იყენებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი(ები), კერძოდ:

- უნივერსალური მომსახურების ვალდებულებით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილების შეგროვება წვდომის წერტილიდან და მთელ ტერიტორიაზე;

- აღნიშნული გზავნილების მარშრუტიზაცია და მართვა საფოსტო ქსელის წვდომის წერტილიდან სადისტრიბუციო ცენტრამდე,

-გზავნილებზე მითითებულ მისამართებზე დისტრიბუცია;

3. წვდომის წერტილები: ფიზიკური ობიექტები, საზოგადოებრივი სარგებლობის გზატკეცილზე ან უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის შენობაში განთავსებული საფოსტო ყუთების ჩათვლით, სადაც მომხმარებელს შეუძლია საფოსტო გზავნილების ჩაბარება საერთო საფოსტო ქსელში;

4. შეგროვება: წვდომის წერტილებში განთავსებული საფოსტო გზავნილების შეგროვების ოპერაცია;

5. დისტრიბუცია: პროცესი, რომელიც მოიცავს სადისტრიბუციო ცენტრში დახარისხებას და საფოსტო გზავნილების ადრესატებისათვის მიწოდებას;

6. საფოსტო გზავნილი: გზავნილი საბოლოო სახით, რა ფორმითაც უნდა მოხდეს მისი ტრანსპორტირება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ. კორესპონდენციის გარდა, ასეთ გზავნილებში ასევე შედის, მაგალითად, წიგნები, კატალოგები, გაზეთები, პერიოდული გამოცემები და საფოსტო შეფუთვები, რომლებიც შეიცავს კომერციული ღირებულების მქონე ან არაკომერციულ საქონელს;

7. კორესპონდენცია: წერილობითი ფორმით კომუნიკაცია ნებისმიერი სახის ფიზიკურ საშუალებაზე, რომელიც უნდა გაიგზავნოს და მიეწოდოს გამგზავნის მიერ გზავნილზე ან მის შეფუთვაზე მითითებულ მისამართზე. წიგნები, კატალოგები, გაზეთები და პერიოდული გამოცემები არ განიხილება როგორც კორესპონდენცია;

8. პირდაპირი საფოსტო გზავნილი: კორესპონდენცია, რომელიც შედგება მხოლოდ სარეკლამო, მარკეტინგული ან სარეკლამო-საინფორმაციო მასალისგან და შეიცავს იდენტურ შეტყობინებას, ადრესატის სახელის, მისამართის და საიდენტიფიკაციო ნომრის გარდა , აგრეთვე სხვა სახის ცვლილებებს, რომლებიც არ ცვლის შეტყობინების ხასიათს, ეგზავნება ადრესატების მნიშვნელოვან რაოდენობას და უნდა იქნეს გადაცემული და მიტანილი გამგზავნის მიერ გზავნილზე ან მის შეფუთვაზე მითითებულ მისამართზე. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო განმარტავს ტერმინს „ადრესატების მნიშვნელოვანი რაოდენობა“ თითოეულ წევრ სახელმწიფოში და აქვეყნებს შესაბამის განმარტებას. ქვითრები, ანგარიშფაქტურები, ფინანსური ანგარიშგებები და სხვა განსხვავებული შეტყობინებები არ განიხილება როგორც პირდაპირი საფოსტო გზავნილი. კომუნიკაცია, რომელიც აერთიანებს პირდაპირ საფოსტო გზავნილს და სხვა გზავნილებს ერთსა და იმავე შეფუთვაში, არ ჩაითვლება პირდაპირ საფოსტო გზავნილად. პირდაპირი საფოსტო გზავნილი მოიცავს როგორც ტრანსსასაზღვრო, ასევე შიდა პირდაპირ საფოსტო გზავნილებს;

9. რეგისტრირებული გზავნილი: მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებული განაკვეთის გარანტიას დანაკარგის, ქურდობის ან დაზიანების რისკისგან დასაცავად და მოთხოვნის შემთხვევაში გამგზავნს აწვდის ადრესატისთვის საფოსტო გზავნილის ჩაბარების და/ან მიწოდების მტკიცებულებას;

10.  დაზღვეული გზავნილი: საფოსტო გზავნილის დაზღვევის მომსახურება გამგზავნის მიერ დეკლარირებული ღირებულების მოცულობით დაკარგვის, ქურდობის ან დაზიანების შემთხვევაში;

11. ტრანსსასაზღვრო ფოსტა; ფოსტა სხვა წევრი სახელმწიფოდან /წევრი სახელმწიფოსთვის ან მესამე ქვეყნიდან/ მესამე ქვეყნისთვის;

12. დოკუმენტების გაცვლა: მესამე მხარის მიერ საშუალებების მიწოდება, მათ შორის, დროებითი შენობების, აგრეთვე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რაც თვით-მიწოდების საშუალებას იძლევა ამ სერვისის მომხმარებლებს შორის საფოსტო გზავნილების ურთიერთგაცვლის გზით.

13. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი: საჯარო ან კერძო პირი, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას ან მის ნაწილებს წევრ სახელმწიფოში, რომლის ვინაობა ეცნობება კომისიას მე-4 მუხლის შესაბამისად;

14. ავტორიზაცია: ნიშნავს ნებისმიერ ნებართვას, რომელიც განსაზღვრავს საფოსტო სექტორის სპეციფიკურ უფლებებსა და მოვალეობებს და საშუალებას აძლევს საწარმოებს უზრუნველყონ საფოსტო მომსახურებები და, საჭიროების შემთხვევაში, შექმნან ან/და მართონ საფოსტო ქსელები ამგვარი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ქვემოთ მოცემული "ზოგადი ავტორიზაციის" ან "ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის" ფორმით:

- "ზოგადი ავტორიზაცია" ნიშნავს ნებართვას, განურჩევლად იმისა, რეგულირდება ის "კლასის ლიცენზიით" თუ ზოგადი კანონით და იმისდა მიუხედავად, საჭიროებს თუ არა ასეთი რეგულაცია რეგისტრაციის ან დეკლარაციის პროცედურების ჩატარებას; აღნიშნული ნებართვა არ მოითხოვს შესაბამისი საწარმოსგან, რომ ამ ავტორიზაციიდან გამომდინახე უფლებების განხორციელებამდე მიიღოს მკაფიო გადაწყვეტილება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსგან,

- "ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია" ნიშნავს ნებართვას, რომელიც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაიცემა და ანიჭებს საწარმოს სპეციფიკურ უფლებებს, ან უქვემდებარებს მის საქმიანობას სპეციფიკურ ვალდებულებებს, რომლებიც საჭიროებისამებრ ემატება ზოგად ავტორიზაციას, თუკი საწარმო არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს აღნიშნული უფლებები მანამ, სანამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას არ მიიღებს;

15. ტერმინალის გადასახადი: უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საზღაური შემომავალი ტრანსსასაზღვრო საფოსტო გზავნილების განაწილებისათვის, რომელიც მოიცავს საფოსტო გზავნილებს სხვა წევრი სახელმწიფოდან ან მესამე ქვეყნიდან;

16. გამგზავნი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საფოსტო გზავნილებს აგზავნის;

17. მომხმარებლები: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს უნივერსალური მომსახურების მიწოდებით როგორც გამგზავნი ან ადრესატი;

18. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო: ორგანო ან ორგანოები თითოეულ წევრ სახელმწიფოში, რომელსაც წევრი სახელმწიფო ანდობს, მათ შორის, მარეგულირებელ ფუნქციებს, მოქცეულს ამ დირექტივის მოქმედების სფეროში;

19. ძირითადი მოთხოვნები: ზოგადი არაეკონომიკური მიზეზები, რომლებმაც შეიძლება აიძულოს წევრი სახელმწიფო შექმნას პირობები საფოსტო მომსახურების მიწოდებისათვის. ეს მიზეზები მოიცავს კორესპონდენციის კონფიდენციალურობას, ქსელის უსაფრთხოებას სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს და, საჭიროებისამებრ, მონაცემთა დაცვას, გარემოს დაცვას და რეგიონალურ დაგეგმვას.

მონაცემთა დაცვა შეიძლება მოიცავდეს პერსონალური მონაცემების დაცვას, გადაცემული ან შენახული ინფორმაციის კონფიდენციალურობას და კონფიდენციალურობის დაცვას.

თავი 2

უნივერსალური მომსახურე

[https://legali.ge/law/5119916/muxli-2/](https://legali.ge/law/5119916/muxli-2/)

---

## მუხლი 3. 1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ უნივერსალური მომსახურების უფლებით, რაც გულისხმობს განსაზღვრული ხარისხის საფოსტო მომსახურების მუდმივ მიწოდებას თავიანთი ტერიტორი

_თავი 2 — უნივერსალური მომსახურება_

2. ამ მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები და უზრუნველყონ, რომ საკონტაქტო წერტილების სიმჭიდროვე და წვდომის წერტილები ითვალისწინებდეს მომხმარებელთა საჭიროებებს.

3. ისინი მიიღებენ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი(ები) უზრუნველყოფდეს ყოველ სამუშაო დღეს და არანაკლებ კვირაში ხუთი დღისა, გარდა იმ გარემოებებისა და გეოგრაფიული პირობებისა, რომლებიც გამონაკლისად არის მიჩნეული ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, როგორც მინიმუმ:

- ერთ შეგროვებას,

- ერთ მიწოდებას ფიზიკური ან იურიდიული პირის სახლში ან შენობაში, ან გამონაკლისის სახით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შეხედულებით, ერთ მიწოდებას შესაბამის დანადგარებში.

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ პუნქტის შესაბამისად მინიჭებული ნებისმიერი გამონაკლისი ან გადახრა უნდა ეცნობოს კომისიას და ყველა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს.

4. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ უნივერსალური მომსახურება მოიცავდეს შემდეგი ობიექტების მინიმუმს:

- ორ კილოგრამამდე წონის საფოსტო გზავნილების შეგროვება, დახარისხება, ტრანსპორტირება და დისტრიბუცია,

- 10 კილოგრამამდე წონის საფოსტო ამანათების შეგროვება, დახარისხება, ტრანსპორტირება და დისტრიბუცია,

- რეგისტრირებულ და დაზღვეულ გზავნილებთან დაკავშირებული მომსახურება.

5. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა შეიძლება გაზარდონ უნივერსალური მომსახურებით დაფარული საფოსტო ამანათების ზღვრული წონა არაუმეტეს 20 კილოგრამამდე და დაადგინონ სპეციალური ზომები ასეთი ამანათების კარდაკარ მიწოდებისთვის.

მოცემული წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი უნივერსალური მომსახურებით დაფარული საფოსტო ამნათების ზღვრული წონის მიუხედავად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სხვა წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული 20 კილოგრამამდე წონის საფოსტო ამანათების მიწოდება მათ ტერიტორიაზე მოხდეს.

6. განსახილველი საფოსტო გზავნილების მინიმალური და მაქსიმალური ზომა ისეთი იქნება, როგორიც ეს დადგენილია კონვენციითა და მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ მიღებული ხელშეკრულებით საფოსტო გზავნილების შესახებ.

7. ამ მუხლით განსაზღვრული უნივერსალური მომსახურება მოიცავს როგორც ეროვნულ, ასევე ტრანსსასაზღვრო მომსახურებებ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-3/](https://legali.ge/law/5119916/muxli-3/)

---

## მუხლი 4. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საყოველთაო მომსახურების გარანტირებული მიწოდება და მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია ამ ვალდებულების შესრულებისათვის გადადგმული ნაბიჯების და, კერძოდ, თავისი უნი

_თავი 2 — უნივერსალური მომსახურება_



[https://legali.ge/law/5119916/muxli-4/](https://legali.ge/law/5119916/muxli-4/)

---

## მუხლი 5. 1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსალური მომსახურების გაწევა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

_თავი 2 — უნივერსალური მომსახურება_

- ის უნდა სთავაზობდეს მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას,

- ის უნდა სთავაზობდეს მომხმარებლებს იდენტურ მომსახურებას ანალოგიურ პირობებში,

- ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის გარეშე, განსაკუთრებით პოლიტიკური, რელიგიური ან იდეოლოგიური მოსაზრებებიდან წარმოშობილი დისკრიმინაციის გარეშე,

- ის არ უნდა შეწყდეს ან შეჩერდეს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა ფორსმაჟორი,

- ის უნდა განვითარდეს ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამისად.

2. 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამორიცხავს ზომებს, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები საზოგადოებრივი ინტერესების მოთხოვნებთან დაკავშირებით იღებენ დამფუძნებელი ხელშეკრულების, კერძოდ, მისი 36-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად , მათ შორის, საზოგადოებრივ ზნეობასთან, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან, სისხლის სამართლის გამოძიების ჩათვლით, და საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირები

[https://legali.ge/law/5119916/muxli-5/](https://legali.ge/law/5119916/muxli-5/)

---

## მუხლი 6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა(ებმა) მომხმარებლებს რეგულარულად მიაწოდოს საკმარისად დეტალური და განახლებული ინფორმაცია, კერძოდ

_თავი 2 — უნივერსალური მომსახურება_

წევრმა სახელმწიფოებმა ამ დირექტივის ძალაში შესვლის დღიდან 12 თვის განმავლობაში უნდა აცნობონ კომისიას, თუ როგორ ხდება ინფორმაციის გამოქვეყნება პირველი ქვეაბზაცის შესაბამისად. ნებისმიერი მომდევნო ცვლილების შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს რაც შეიძლება მალე.

თავი 3

მომსახურებების ჰარმონიზაცია, რომლებიც შეიძლება დაიჯავშნ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-6/](https://legali.ge/law/5119916/muxli-6/)

---

## მუხლი 7. 1. რამდენადაც ეს აუცილებელია უნივერსალური მომსახურების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, მომსახურება, რომელიც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის შეიძლება დაიჯავშნოს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ,

_თავი 3 — მომსახურებების ჰარმონიზაცია, რომლებიც შეიძლება დაიჯავშნოს_

2. რამდენადაც ეს აუცილებელია უნივერსალური მომსახურების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ტრანსსასაზღვრო და პირდაპირი საფოსტო გზავნილების დაჯავშნა შეიძლება გაგრძელდეს 1-ლ პუნქტში განსაზღვრული ფასითა და წონით.

3. როგორც საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის ჩამოყალიბების დასრულების შემდგომი ნაბიჯი, ევროპარლამენტმა და საბჭომ, არა უგვიანეს 2000 წლის 1 იანვრისა და კომისიის კომპეტენციისთვის ზიანის მიუყენებლად, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საფოსტო ბაზრის შემდგომი ეტაპობრივი და კონტროლირებადი ლიბერალიზაციის შესახებ, კერძოდ, ტრანსსასაზღვრო და პირდაპირი ფოსტის ლიბერალიზაციის გათვალისწინებით, აგრეთვე ფასისა და წონის შეზღუდვების შემდგომი გადახედვის შესახებ 2003 წლის 1 იანვრიდან, იმ თარიღისთვის განვითარებული მოვლენების, განსაკუთრებით ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, და ასევე უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის(ების) ფინანსური თანასწორობის გათვალისწინებით, ამ დირექტივის მიზნების შემდგომი განხორციელების მიზნით.

ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს კომისიის წინადადებას, რომლის განხილვაც უნდა მოხდეს 1998 წლის ბოლომდე, სექტორის განხილვის შემდეგ. კომისიის თხოვნის საფუძველზე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარმოადგინონ სრული ინფორმაცია, რომელიც განხილვის დასრულებისთვის არის საჭირო.

4. დოკუმენტების გაცვლა არ შეიძლება დაიჯავშნო

[https://legali.ge/law/5119916/muxli-7/](https://legali.ge/law/5119916/muxli-7/)

---

## მუხლი 8. მე-7 მუხლის დებულებები ზიანს არ მიაყენებს წევრ სახელმწიფოთა უფლებას, თავიანთი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზება გაუკეთონ საფოსტო ყუთების დამონტაჟებას საზოგადოებრივ გზებზე, საფოს

_თავი 3 — მომსახურებების ჰარმონიზაცია, რომლებიც შეიძლება დაიჯავშნოს_

თავი 4

პირობები, რომლებიც არეგულირებს დაუჯავშნავი მომსახურების მიწოდებასა და ქსელზე წვდომა

[https://legali.ge/law/5119916/muxli-8/](https://legali.ge/law/5119916/muxli-8/)

---

## მუხლი 9. 1. მე-3 მუხლში განსაზღვრული უნივერსალური მომსახურების მოქმედების სფეროს მიღმა არსებული დაუჯავშნავი სერვისებისთვის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შემოიღონ ზოგადი ავტორიზაცია იმ მოცულობით, რაც აუცილებელია 

_თავი 4 — პირობები, რომლებიც არეგულირებს დაუჯავშნავი მომსახურების მიწოდებასა და ქსელზე წვდომას_

2. მე-3 მუხლში განსაზღვრული უნივერსალური მომსახურების მოქმედების სფეროში მოქცეული დაუჯავშნავი სერვისებისთვის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შემოიღონ ავტორიზაციის პროცედურები, ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების ჩათვლით, იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ძირითადი მოთხოვნების გარანტირებულად დაკმაყოფილებისთვის და უნივერსალური მომსახურების დაცვისთვის.

ავტორიზაციის გაცემა:

- საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებროს უნივერსალური მომსახურების ვალდებულებებს,

- საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის გასაცემად შეიძლება დაწესდეს მოთხოვნები შესაბამისი მომსახურების ხარისხთან, ხელმისაწვდომობასთან და ეფექტიანობასთან დაკავშირებით,

- დაექვემდებაროს ვალდებულებას, არ დაირღვეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის(ებისთვის) მე-7(1) და (2) მუხლის შესაბამისად დაჯავშნული საფოსტო მომსახურებისთვის მინიჭებული განსაკუთრებული ან სპეციალური უფლებები.

3. 1-ელ და მე-2 პუნქტებში აღწერილი პროცედურები გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, პროპორციული უნდა იყოს და ემყარებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ავტორიზაციაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის მიზეზები ეცნობოს განმცხადებელს და დადგენილი იყოს გასაჩივრების პროცედურა.

4. საყოველთაო მომსახურების დაცვის გარანტირებისთვის, როდესაც წევრი სახელმწიფო განსაზღვრავს, რომ ამ დირექტივით გათვალისწინებული უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები უსამართლო ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის, მას შეუძლია შექმნას საკომპენსაციო ფონდი, რომელსაც ამ მიზნით მართავს ბენეფიციარის ან ბენეფიციარებისგან დამოუკიდებელი ორგანო. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია დაუქვემდებაროს ავტორიზაციის მინიჭება ამ ფონდში სათანადო თანხის შეტანის ვალდებულებას. წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობის, დისკრიმინაციაზე უარის თქმისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვა საკომპენსაციო ფონდის შექმნისა და ფინანსური შენატანების დონის დაწესებისას. ამ გზით შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურება.

5. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ საიდენტიფიკაციო სისტემა პირდაპირი ფოსტისთვის, რაც მათ ასეთი მომსახურებების ზედამხედველობის საშუალებას მისცემს, როდესაც მათი ლიბერალიზება მოხდებ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-9/](https://legali.ge/law/5119916/muxli-9/)

---

## მუხლი 10. 1. ევროპარლამენტი და საბჭო კომისიის წინადადების და დამფუძნებელი ხელშეკრულების 57(2)-ე, 66-ე და 100ა მუხლების საფუძველზე მიიღებენ ზომებს მე-9 მუხლში მითითებული პროცედურების ჰარმონიზაციისთვის, რომლებიც 

_თავი 4 — პირობები, რომლებიც არეგულირებს დაუჯავშნავი მომსახურების მიწოდებასა და ქსელზე წვდომას_

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ჰარმონიზაციის ღონისძიებები ეხება, კერძოდ, საფოსტო ოპერატორის მიერ კრიტერიუმების და პროცედურების დაცვას, ამ კრიტერიუმებისა და პროცედურების გამოქვეყნების წესს, აგრეთვე გასაჩივრების პროცედურებ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-10/](https://legali.ge/law/5119916/muxli-10/)

---

## მუხლი 11. ევროპარლამენტი და საბჭო, კომისიის წინადადების და ხელშეკრულების 57(2)-ე, 66-ე და 100ა მუხლების საფუძველზე, მიიღებენ ჰარმონიზაციის ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა მომხმარებლებს და უნივერსალური მომსახ

_თავი 4 — პირობები, რომლებიც არეგულირებს დაუჯავშნავი მომსახურების მიწოდებასა და ქსელზე წვდომას_

თავი 5

სატარიფო პრინციპები და ანგარიშების გამჭვირვალობა

მე-12 მუხლი

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტარიფები თითოეული იმ მომსახურებისათვის, რომელიც უნივერსალური მომსახურების ნაწილს წარმოადგენს, შეესაბამებოდეს შემდეგ პრინციპებს:

- ფასები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ისეთი, რომ ყველა მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა შეთავაზებულ მომსახურებაზე.

- ფასები ხარჯებზე უნდა იყოს მორგებული; წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება ერთიანი ტარიფის გამოყენების შესახებ მთელ მათ ეროვნულ ტერიტორიაზე,

- ერთიანი ტარიფის გამოყენება არ გამორიცხავს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის(ების) უფლებას, ინდივიდუალური შეთანხმებები დადონ მომხმარებლებთან ფასების შესახებ,

- ტარიფები უნდა იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-11/](https://legali.ge/law/5119916/muxli-11/)

---

## მუხლი 13. 1. უნივერსალური მომსახურების ტრანსსასაზღვრო მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წაახალისონ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები, რომ მათ მიერ გაფორმებულ შეთანხმებებში ევროგაერთ

_თავი 5 — სატარიფო პრინციპები და ანგარიშების გამჭვირვალობა_

- ტერმინალის გადასახადი განისაზღვრება შემომავალი ტრანსსასაზღვრო ფოსტის დამუშავებისა და მიწოდების ხარჯების გათვალისწინებით,

- ანაზღაურების დონე დაკავშირებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების ხარისხთან,

- ტერმინალის გადასახადი გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული უნდა იყოს.

2. ამ პრინციპების განხორციელება შეიძლება მოიცავდეს გარდამავალ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საფოსტო ბაზრების გაუმართლებელი შეფერხებების ან ეკონომიკური ოპერატორებისთვის არახელსაყრელი შედეგების თავიდან აცილებას, იმ პირობით თუ მიმწოდებელ და მიმღებ ოპერატორებს შორის არსებობს შეთანხმება; ამასთან, ასეთი შეთანხმებები იმ მინიმუმამდე უნდა შეიზღუდოს, რაც ამ მიზნების მისაღწევად არის საჭირ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-13/](https://legali.ge/law/5119916/muxli-13/)

---

## მუხლი 14. 1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რომ ამ დირექტივის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში უზრუნველყონ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების აღრიცხვა ამ მუხლის დებულებების შესაბამი

_თავი 5 — სატარიფო პრინციპები და ანგარიშების გამჭვირვალობა_

2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა აწარმოონ ცალკე ანგარიშები თავიანთი შიდა აღრიცხვის სისტემებში, სულ მცირე, ერთი მხრივ, რეზერვირებულ სექტორში არსებული თითოეული მომსახურებისთვის და მეორეს მხრივ, დაუჯავშნავი მომსახურებისთვის. სხვადასხვა დაუჯავშნავი მომსახურების ანგარიშები მკაფიოდ უნდა განასხვავებდეს ერთმანეთისგან მომსახურებებს, რომლებიც უნივერსალური მომსახურების ნაწილია, ისეთი მომსახურებებისგან, რომლებიც არ არის აღნიშნულის ნაწილი. ასეთი შიდა აღრიცხვის სისტემები უნდა მუშაობდეს თანმიმდევრულად გამოყენებული და ობიექტურად დასაბუთებული ხარჯების აღრიცხვის პრინციპების საფუძველზე.

3. მე-2 პუნქტში მითითებული ბუღალტრული აღრიცხვის სისტემები, მე-4 პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, უნდა ანაწილებდეს ხარჯებს თითოეული დაჯავშნული და დაუჯავშნავი მომსახურებისთვის, შემდეგი ფორმით:

(ა) ხარჯები, რომლებიც პირდაპირ შეიძლება დაერიცხოს კონკრეტულ მომსახურებას, ასევე იქნება დარიცხული;

(ბ) საერთო ხარჯები, ანუ ხარჯები, რომელთა პირდაპირი დარიცხვა შეუძლებელია კონკრეტულ მომსახურებაზე, განაწილდება შემდეგნაირად:

(i) შეძლებისდაგვარად, საერთო ხარჯების დარიცხვა უნდა მოხდეს თავად ხარჯების წარმოშობის პირდაპირი ანალიზის საფუძველზე;

(ii) როდესაც პირდაპირი ანალიზი შეუძლებელია, საერთო ღირებულების კატეგორიები უნდა გამოიყოს არაპირდაპირი დაკავშირების საფუძველზე სხვა ფასების კატეგორიასთან ან ხარჯთა კატეგორიების ჯგუფთან, რომელთათვისაც შესაძლებელია პირდაპირი დარიცხვა ან განაწილება; არაპირდაპირი დაკავშირება უნდა ემყარებოდეს თანაზომიერი ხარჯების სტრუქტურებს;

(iii) როდესაც ხარჯების განაწილების არც პირდაპირი და არც ირიბი ზომები არ მოიძებნა, ხარჯების კატეგორია განაწილდება საერთო კოეფიციენტის საფუძველზე; აღნიშნული კოეფიციენტი გამოითვლება ყველა ხარჯის თანაფარდობის გამოყენებით, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით არის დარიცხული ან განაწილებული ერთი მხრივ, თითოეული დაჯავშნული მომსახურებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, სხვა მომსახურებისთვის.

4. ხარჯების აღრიცხვის სხვა სისტემები შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამება მე-2 პუნქტს და დამტკიცებულია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ. მათ გამოყენებამდე უნდა მოხდეს კომისიის ინფორმირება.

5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უზრუნველყოფენ მე-3 ან მე-4 პუნქტებში აღწერილი ხარჯების აღრიცხვის ერთ-ერთ სისტემასთან შესაბამისობას, რომელიც შემოწმებულია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისობის შესახებ განცხადების პერიოდულად გამოქვეყნება.

6. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ინფორმაცია, დეტალიზაციის სათანადო დონით, ხარჯების აღრიცხვის იმ სისტემების შესახებ, რომლებიც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოიყენება და კომისიას წარუდგინოს ასეთი ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში.

7. მოთხოვნის შემთხვევაში, ამ სისტემებიდან მიღებული დეტალური სააღრიცხვო ინფორმაცია კონფიდენციალურად უნდა მიეწოდოს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს და კომისიას.

8. თუ მოცემულ წევრ სახელმწიფოს არ აქვს დაჯავშნული არცერთი მომსახურება, რომელიც შეიძლება დაიჯავშნოს მე-7 მუხლის შესაბამისად და არ დაუარსებია საკომპენსაციო ფონდი უნივერსალური მომსახურების უზრუნველსაყოფად, როგორც ეს ნებადართულია მე-9(4) მუხლის შესაბამისად, და იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული მარეგულირებელი ორგანო დარწმუნებულია, რომ ამ წევრ სახელმწიფოში არსებული არცერთი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი არ იღებს სახელმწიფო სუბსიდიას, ფარულად ან სხვა ფორმით, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია გადაწყვიტოს არ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნები. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო აცნობებს კომისიას ყველა ასეთი გადაწყვეტილების შესახე

[https://legali.ge/law/5119916/muxli-14/](https://legali.ge/law/5119916/muxli-14/)

---

## მუხლი 15. უნივერსალური მომსახურების ყველა პროვაიდერის ფინანსური ანგარიში უნდა შედგეს, გადაეცეს დამოუკიდებელ აუდიტორს და გამოქვეყნდეს ევროგაერთიანების და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც დაკავშირებულ

_თავი 5 — სატარიფო პრინციპები და ანგარიშების გამჭვირვალობა_

თავი 6

მომსახურების ხარისხი

მე-16 მუხლი

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მომსახურების ხარისხის სტანდარტების დადგენა და გამოქვეყნება უნივერსალურ მომსახურებასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყონ კარგი ხარისხის საფოსტო მომსახურება.

ხარისხის სტანდარტები, განსაკუთრებით, ორიენტირებულია მარშრუტიზაციის დროზე, აგრეთვე მომსახურების რეგულარულობაზე და საიმედოობაზე.

ამ სტანდარტებს განსაზღვრავს:

- წევრი სახელმწიფო, ეროვნული სერვისების შემთხვევაში,

- ევროპარლამენტი და საბჭო ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურების შემთხვევაში (იხ. დანართი). ამ სტანდარტების სამომავლო კორექტირება ტექნიკური პროგრესის ან ბაზრის განვითარების შესაბამისად ხორციელდება 21-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად.

საქმიანობის დამოუკიდებელი მონიტორინგი ხორციელდება წელიწადში ერთხელ მაინც, გარეშე ორგანოების მიერ, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებთან, სტანდარტიზებულ პირობებში, რომლებიც მითითებული იქნება 21-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, და ექვემდებარება ანგარიშის გამოქვეყნებას სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

მე-17 მუხლი

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ ეროვნული ფოსტის ხარისხის სტანდარტები და უზრუნველყონ მათი თავსებადობა ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურებასთან.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას თავიანთი ეროვნული მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესახებ, რომელიც გამოაქვეყნებს მათ იგივე მეთოდით, როგორც მე-18 მუხლში მოხსენიებული ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურების სტანდარტებია გამოქვეყნებული.

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უზრუნველყოფენ შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარებას მე-16 მუხლის მეოთხე ქვეაბზაცის შესაბამისად, რათა შედეგები დასაბუთებული იყოს და საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნეს მაკორექტირებელი ქმედებები.

მე-18 მუხლი

1. მე-16 მუხლის თანახმად, თანამეგობრობის შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურების ხარისხის სტანდარტები გათვალისწინებულია დანართში.

2. თუ ამას მოითხოვს განსაკუთრებული სიტუაციები, დაკავშირებული ინფრასტრუქტურასთან ან გეოგრაფიასთან, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება განსაზღვროს გამონაკლისები დანართში მოცემული ხარისხის სტანდარტებისგან. თუ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები ამ ფორმით განსაზღვრავენ გამონაკლისებს, ისინი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ კომისიას. კომისია ინფორმირების მიზნით წარუდგენს 21-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ კომიტეტს წინა 12 თვის განმავლობაში მიღებული შეტყობინებების ყოველწლიურ ანგარიშს.

3. კომისია თანამეგობრობის შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურების ხარისხის სტანდარტების ნებისმიერ ცვლილებას გამოაქვეყნებს ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში და მიიღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს რეგულარული დამოუკიდებელი მონიტორინგი და შესრულების დონის გამოქვეყნება, რომელიც დაადასტურებს ამ სტანდარტების დაცვას და მიღწეულ პროგრესს. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უზრუნველყოფენ მაკორექტირებელი ზომების მიღებას საჭიროების შემთხვევაშ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-15/](https://legali.ge/law/5119916/muxli-15/)

---

## მუხლი 19. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შემუშავდეს გამჭვირვალე, მარტივი და იაფი პროცედურები მომხმარებელთა საჩივრების განხილვისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა დანაკარგი, ქურდობ

_თავი 6 — მომსახურების ხარისხი_

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რომ ეს პროცედურები იძლეოდეს დავების სამართლიანად და სწრაფად მოგვარების საშუალებას და საჭიროებისამებრ უზრუნველყონ ანაზღაურებისა და / ან კომპენსაციის სისტემა.

ეროვნული და ევროგაერთიანების კანონმდებლობით გასაჩივრების სხვა შესაძლებლობებისადმი ზიანის მიუყენებლად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებლებმა, რომლებიც მოქმედებენ ინდივიდუალურად ან, თუ ეს ნებადართულია ეროვნული კანონმდებლობით, ერთობლივად იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მომხმარებლების ინტერესებს წარმოადგენენ, შესძლონ უფლებამოსილ ეროვნულ ორგანოს წარუდგინონ საქმეები, როდესაც მომხმარებლების საჩივრები უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიმართ არ იქნა დაკმაყოფილებული.

მე-16 მუხლის შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა, თავიანთი საქმიანობის მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშთან ერთად, გამოაქვეყნონ ინფორმაცია საჩივრების რაოდენობისა და მათი განხილვის წესის შესახებ.

თავი 7

ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაც

[https://legali.ge/law/5119916/muxli-19/](https://legali.ge/law/5119916/muxli-19/)

---

## მუხლი 20. ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაცია უნდა გაგრძელდეს, კერძოდ, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით

_თავი 7 — ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაცია_

სტანდარტიზაციის ევროპულ კომიტეტს უნდა დაევალოს საფოსტო სექტორში მოქმედი ტექნიკური სტანდარტების შემუშავება, მისთვის საბჭოს 1983 წლის 28 მარტის დირექტივით 83/189/EEC განსაზღვრული უფლებამოსილების საფუძველზე, რომელიც ადგენს ინფორმაციის მიწოდების პროცედურას ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულირების სფეროში([8]).

ეს სამუშაო უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო დონეზე მიღებულ ჰარმონიზაციის ზომებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც დამტკიცებულია მსოფლიო საფოსტო კავშირის ფარგლებში.

მოქმედი სტანდარტები ქვეყნდება ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში წელიწადში ერთხელ.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა მიმართონ ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტანდარტებს, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით და განსაკუთრებით, როდესაც ისინი აწვდიან მე-6 მუხლში მითითებულ ინფორმაციას.

21-ე მუხლით გათვალისწინებული კომიტეტი ინფორმირებული უნდა იყოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის განხილვებისა და ამ ორგანოს მიერ ამ სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ.

თავი 8

კომიტე

[https://legali.ge/law/5119916/muxli-20/](https://legali.ge/law/5119916/muxli-20/)

---

## მუხლი 21. კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს კომიტეტმა, რომელიც შედგება წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან და რომელსაც თავმჯდომარეობს კომისიის წარმომადგენელი. კომიტეტი თვითომ ადგენს საკუთარი საქმიანობის წესე

_თავი 8 — კომიტეტი_

კომისიის წარმომადგენელი კომიტეტს წარუდგენს განსახორციელებელი ღონისძიებების პროექტს. კომიტეტი პროექტზე თავის მოსაზრებას წარადგენს ვადებში, რომლებიც თავმჯდომარემ შეიძლება დაადგინოს ამ საკითხის გადაუდებლობის შესაბამისად. მოსაზრება უნდა გამოთქვას ხელშეკრულების 148(2)-ე მუხლით განსაზღვრულმა უმრავლესობამ იმ გადაწყვეტილებების შემთხვევაში, რომელთა მიღებასაც საბჭო ახდენს კომისიის წინადადებით. წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების ხმები კომიტეტში აიწონება ამ მუხლით განსაზღვრული წესით. თავმჯდომარე ხმას არ აძლევს.

კომისია მიიღებს გათვალისწინებულ ზომებს, თუ ისინი შეესაბამება კომიტეტის მოსაზრებას.

თუ გათვალისწინებული ზომები არ შეესაბამება კომიტეტის მოსაზრებას, ან მოსაზრება არ არის გამოთქმული, კომისია დაუყოვნებლივ წარუდგენს საბჭოს წინადადებას გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით.

საბჭო იმოქმედებს კვალიფიციური უმრავლესობით.

თუ საბჭოსთვის მიმართვიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ საბჭომ არ მიიღო გადაწყვეტილება, შემოთავაზებულ ზომებს მიიღებს კომისია.

თავი 9

ეროვნული მარეგულირებელი ორგა

[https://legali.ge/law/5119916/muxli-21/](https://legali.ge/law/5119916/muxli-21/)

---

## მუხლი 22. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს ერთი ან მეტი მარეგულირებელი ორგანო საფოსტო სექტორისთვის, რომლებიც იურიდიულად განცალკევებული და ოპერაციულად დამოუკიდებელია საფოსტო ოპერატორებისაგან

_თავი 9 — ეროვნული მარეგულირებელი ორგანო_

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას, თუ რომელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო დანიშნეს ამ დირექტივიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად.

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების განსაკუთრებული ამოცანაა, უზრუნველყონ ამ დირექტივიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება. მათ შეიძლება ასევე დაეკისროთ საფოსტო სექტორში კონკურენციის წესების დაცვის უზრუნველყოფა.

თავი 10

დასკვნითი დებულებე

[https://legali.ge/law/5119916/muxli-22/](https://legali.ge/law/5119916/muxli-22/)

---

## მუხლი 23. მე-7(3) მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად. ამ დირექტივის ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ, და ნებისმიერ შემთხვევაში, არაუგვიანეს 2000 წლის 31 დეკემბრისა, კომისია წარუდგენს ანგარიშს ევროპარლამენტსა და საბ

_თავი 10 — დასკვნითი დებულებები_

მოხსენებას, საჭიროების შემთხვევაში, თან დაერთვება ევროპარლამენტისა და საბჭოს წინადადებებ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-23/](https://legali.ge/law/5119916/muxli-23/)

---

## მუხლი 24. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც აუცილებელია ამ დირექტივის შესასრულებლად, მისი ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 12 თვისა. მათ დაუყოვნებლ

_თავი 10 — დასკვნითი დებულებები_

როცა წევრი სახელმწიფოები მიიღებენ აღნიშნულ ზომებს, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ასეთი მითითებ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-24/](https://legali.ge/law/5119916/muxli-24/)

---

## მუხლი 26. 1. ეს დირექტივა ხელს არ უშლის რომელიმე წევრ სახელმწიფოს შეინარჩუნოს ან შემოიღოს უფრო ლიბერალური ზომები, ვიდრე ამ დირექტივით გათვალისწინებული ზომებია. ასეთი ზომები უნდა შეესაბამებოდეს დამფუძნებელ ხელშე

_თავი 10 — დასკვნითი დებულებები_

2. ამ დირექტივის გაუქმების შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოების მიერ მისი განხორციელების მიზნით მიღებული ზომები შეიძლება შენარჩუნდეს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი შეესაბამება დამფუძნებელ ხელშეკრულება

[https://legali.ge/law/5119916/muxli-26/](https://legali.ge/law/5119916/muxli-26/)

---

## მუხლი 28. წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე

_თავი 10 — დასკვნითი დებულებები_

შედგენილია ბრიუსელში, 1997 წლის 15 დეკემბერს

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

ხ.მ. ხილ-რობლესი

ევროსაბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ჟ-კ. იუნკერი

დანართი

ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო ფოსტის ხარისხის სტანდარტები

ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო ფოსტის ხარისხის სტანდარტები უნდა იყოს დადგენილი ყველაზე სწრაფი კატეგორიის საფოსტო გზავნილების გამჭოლი მარშრუტიზაციის ([9]) გაზომილი დროის ლიმიტის გათვალისწინებით, D + n, ფორმულის შესაბამისად, სადაც D ნიშნავს რეგისტრაციის თარიღს ([10]) და n ნიშნავს სამუშაო დღეების რაოდენობას ამ თარიღსა და ადრესატამდე მიწოდებას შორის.

ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო ფოსტის ხარისხის სტანდარტები

ვადები

მიზანი

D + 3

გზავნილების 85 % D + გზავნილების 5,97 %

D + 5

გზავნილების 85 % D + გზავნილების 5,97 %

სტანდარტები მიღწეული უნდა იყოს არა მხოლოდ ევროგაერთიანების შიდა ტრაფიკის, არამედ ორ წევრ სახელმწიფოს შორის ორმხრივი ნაკადის თითოეული მიმართულებისთვის.

[1]ოფიციალური ჟურნალი C 322, 2. 12. 1995, გვ. 22, და

ოფიციალური ჟურნალი C 300, 10. 10. 1996, გვ. 22.

[2]ოფიციალური ჟურნალი C 174, 17. 6. 1996, გვ. 41.

[3]ოფიციალური ჟურნალი C 337, 11. 11. 1996, გვ. 28.

[4]ოფიციალური ჟურნალი C 42, 15. 2. 1993, გვ. 240.

[5]ოფიციალური ჟურნალი C 48, 16. 2. 1994, გვ. 3.

[6]ევროპარლამენტის 1996 წლის 9 მაისის მოსაზრება (ოფიციალური ჟურნალი C 152, 27. 5. 1996, გვ. 20), საბჭოს 1997 წლის 29 აპრილის საერთო პოზიცია (ოფიციალური ჟურნალი C 188, 19. 6. 1997, გვ. 9) და ევროპარლამენტის 1997 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება (ოფიციალური ჟურნალი C 304, 6. 10. 1997, გვ. 34); ევროპარლამენტის 1997 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საბჭოს 1997 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

[7]ოფიციალური ჟურნალი C 95, 21. 4. 1993, გვ. 29.

[8]ოფიციალური ჟურნალი L 109, 26. 4. 1983, გვ. 8. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა კომისიის 96/139/EC გადაწყვეტილების შესაბამისად (ოფიციალური ჟურნალი L 32, 10. 2. 1996, გვ. 31).

[9]გამჭოლი მარშრუტიზაცია იზომება ქსელში წვდომის წერტილიდან ადრესატამდე მიწოდების წერტილამდე.

[10]რეგისტრაციის თარიღი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს, არის იგივე დღე, როდესაც გზავნილის ჩაბარება ხდება, იმ პირობით, რომ ჩაბარება მოხდება უკანასკნელი შეგროვების დრომდე, რომელსაც წვდომის წერტილიდან აცნობებენ შესაბამის ქსელს. როდესაც ჩაბარება ამ ვადის გასვლის შემდეგ ხდება, შესაბამისი გზავნილის თარიღი უნდა იყოს შეგროვების შემდეგი დღის თარიღ

[https://legali.ge/law/5119916/muxli-28/](https://legali.ge/law/5119916/muxli-28/)
