სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ზანის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 29.07.2020
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგინეს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო - ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საგაბესკირიოს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ზანის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №17
2020 წლის 29 ივლისი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ზანის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პ უნქტის „პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის„ბ“ქვეპუნქტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 სექტემბრის №322135 მომართვისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ზანის უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭოს „თომა კვაშილავას“ სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში) ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. № 247).
საკრებულოს თავმჯდომარის ბადრი კალანდარიშვილი
მოვალეობის შემსრულებელი