⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.01.2023)
გაუქმებულია:

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2021
ძალაში შესვლა 12.03.2021
ძალის დაკარგვა 20.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 387 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2021 მიღება
12.03.2021 ძალაში შესვლა
20.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (13)
1 03100000
2 03200000
3 15100000
4 15200000
5 15300000
6 15400000
7 15500000
8 15600000
9 15800000
10 15980000
11 41100000
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
შესყიდვის საშუალება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №101 2021 წლის 11 მარტი ქ. თბილისი შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს ორი წლით. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (შემდგომში − შემსყიდველი) მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შემსყიდველის მიერ საქონლის შესყიდვის სპეციალურ წესს №1 დანართით განსაზღვრული საქონლისათვის. 2. საქონლის შესყიდვის სპეციალური წესის მიზანია შემსყიდველის მიერ სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების დროული და ჯეროვანი შესრულების ორგანიზება. მუხლი 2🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა)  ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება  (შემდგომში − ხელშეკრულება); ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული  შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა)  განახორციელოს  შესყიდვის  პროცედურები  საკუთარი სახსრებით, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების შემდგომ აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 3🔗. შესყიდვის საშუალება საქონლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესასყიდი საქონლის მწარმოებელთან ან/და მწარმოებლის უფლებამოსილ წარმომადგენელთან. მუხლი 4🔗. ანგარიშის წარდგენა 1. შემსყიდველი განხორციელებული შესყიდვების შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად. დანართი №1 საქონლის შესყიდვის კოდები და დასახელებები № CPV კოდი დასახელება 1 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები 2 03200000 ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული 3 15100000 ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები 4 15200000 მზა და დაკონსერვებული თევზი 5 15300000 ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები 6 15400000 ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები 7 15500000 რძის პროდუქტები 8 15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები 9 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი 10 15980000 უალკოჰოლო სასმელები 11 41100000 ბუნებრივი წყალი დანართი №2 ანგარიში შემსყიდველის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ № შესყიდვის საშუალება შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება (CPV) მიმწოდებლის დასახელება შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესყიდვის საერთო ღირებულება შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა