“ფინანსთა სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 21.07.2000
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.343
გამოქვეყნების წყარო სსმ, 74, 18/08/2000
matsne.gov.ge 658 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“ფინანსთა სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.343 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №73 2000 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესრულების მიზნით დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესი (დანართი 1). 2. დაევალოს სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დროულად უზრუნველყონ მათთან არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 3. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა (ქ. ახალკაცი) უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის თავმოყრა და აღრიცხვა საჯარო რეესტრში. 4. დამტკიცდეს პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების ინფორმაციის მიკუთვნების შტამპის ნიმუშები (დანართი 2). 5. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ლ. ძნელაძეს. ზ. ნოღაიდელი დანართი №1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატის, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესი 1. პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად ინფორმაციის მიკუთვნება ხორციელდება დასაბუთებულობისა და დროულობის პრინციპის შესაბამისად. 2. ინფორმაციის გასაიდუმლოების დასაბუთებულობა განისაზღვრება კონკრეტული მასალის შეფასების საფუძველზე სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. 3. ინფორმაციის გასაიდუმლოების დროულობის პრინციპი განისაზღვრება ამ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვით. 4. ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა ხორციელდება ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი გრიფის მინიჭებით. 5. გრიფი ინფორმაციის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი აღნიშნავს ინფორმაციის საიდუმლოების ხარისხს, საიდუმლოების ვადას და თანამდებობის პირს, რომელმაც აღნიშნა ეს გრიფი. 6. „პროფესიულ“ ინფორმაციას, რომელსაც ეძლევა საიდუმლო „პროფესიული ინფორმაციის“ გრიფი, წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელება ან განკარგვა არსებითად იმოქმედებს სისტემის ინტერესებზე და დაცულია აღმასრულებელი პრივილეგიით. 7. „კომერციულ“ ინფორმაციას, რომელსაც ეძლევა „საიდუმლო კომერციული ინფორმაციის“ გრიფი, წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც რეალური ან პოტენციური ეკონომიკური ღირებულება აქვს იმ მოტივით, რომ არ არის საზოგადოდ ცნობილი და არ შეიძლება კანონიერი გზით ხელმისაწვდომი გახდეს სხვა პირებისათვის, რომელთაც შეიძლება ეკონომიკური გამორჩენა მიიღონ ამ ინფორმაციის გამოყენებით ან გახმაურებით. 8. „პირად“ ინფორმაციას, რომელსაც ეძლევა „საიდუმლო პირადი ინფორმაციის“ გრიფი, წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ფიზიკური პირის პირდაპირი ან ირიბი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და ეხება ამ პირის ფიზიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ მდგომარეობას და რომელიც თანამდებობის პირისათვის ცნობილი გახდა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებათა რეალიზაციის და ვალდებულებათა პროცესში. 9. თუ გრიფის მიცემა უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველობაზე შეუძლებელია, იგი უნდა მიეთითოს თანდართულ დოკუმენტებზე. 10. იმ თანამდებობის პირთა სია, რომელთაც უფლება აქვთ პროფესიულ, კომერციულ ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციაზე აღნიშნონ გრიფი, მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 11. ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. დანართი №2 პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების ინფორმაციის მიკუთვნების შტამპის ნიმუშები პროფესიული საიდუმლოება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ”   ”   -------- 2000  წ. კომერციული საიდუმლოება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ”   ”   -------- 2000  წ. პირიდი საიდუმლოება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ”   ”   -------- 2000  წ.