ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სოფიას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 05.03.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016605
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის გიორგი გაგილაძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევისთვის ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, იაკობ გოგებაშვილის I და II ჩიხისთვის ნათია ბაშალეიშვილის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სოფიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №89
2021 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სოფიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერს მიენიჭოს ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სოფიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ახვლედიანი