„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №10 |
|
2021 წლის 18 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010340010.22.026.016373) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია სამინისტროს ღირებულების გაზრდა და დაცვა ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროსთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. შიდა აუდიტი ეხმარება სამინისტროს მისი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზირებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს რისკის მართვის, კონტროლის და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას. 2. დეპარტამენტის ამოცანაა სამინისტროს პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და მინისტრის ინფორმირება სამინისტროს სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. დასახული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროს სისტემის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემა და გაცემული რეკომენდაციების და წინადადებების შესრულების მონიტორინგი; თ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს. 2. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დეპარტამენტის მიერ. 3. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგს, ფასილიტაციას. 4. დეპარტამენტს უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას. 5. საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე დეპარტამენტი უნდა შეთანხმდეს ობიექტთან მომსახურების მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.“. 4. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: ,,ა1) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად;“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მის მოსამსახურეებს ჰქონდეთ შეუზღუდავი დაშვება სამინისტროს სისტემის ყველა ობიექტზე, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან (სამსახურებრივი მოწმობის საფუძველზე), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა;“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმებისა და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების პროცესში.“. 5. მე-6 მუხლის: ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ2“ ქვეპუნქტი: „მ2) უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას შემუშავებული პროცედურის შესაბამისად;“; ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ბ.ა) „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას შემუშავებული პროცედურის შესაბამისად;“; ბ.ბ) „ლ1“ ქვეპუნქტი: ,,ლ1) მონაწილეობს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავებაში;“; გ) მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამზადებს და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი აუდიტისა და საკონსულტაციო საქმიანობის შესახებ; გ) უზრუნველყოფს აუდიტორული შემოწმების, გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და საკონსულტაციო საქმიანობის დროულად და ხარისხიანად განხორციელებას, არსებული პროცედურებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად რესურსების პროდუქტიულად გამოყენების გზით;“; დ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. აუდიტორულ შემოწმებებს (სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი), გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს და საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებენ დეპარტამენტის აუდიტორები, არსებული პროცედურებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად.“. 6. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი შეიმუშავებს შიდა აუდიტის წლიურ გეგმას, რომელიც ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს და საკონსულტაციო საქმიანობის ჩამონათვალს.“. 7. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგებასა და მონიტორინგს, დეპარტამენტი უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|