ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებით დამტკიცებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2021 წლის 17 მარტი ქ. ბორჯომი |
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 10. მერიის სამსახურები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე მერის დავალებით ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს (განკარგულება, დადგენილება).
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველო ორგანული კანონის, ამ დებულების და სამსახურის დებულების საფუძველზე, მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და მერის მოადგილის წინაშე.
4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შესყიდვების სამსახური;
ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური;
ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – არქიტექტურის სამსახური;
თ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ი) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური;
კ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად.
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების სამართლებრივი და ტექნიკური მხარდაჭერა. მუნიციპალიტეტში ადრეული, სკოლამდელი აღზრდის, განათლების და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ასევე დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებადასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის ფუნქციებია: მერიის სამართლებრივი მომსახურება, მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების და მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება; ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება; მშენებლობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის სამსახური ფუნქციებია: არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა;დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფა; უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და აქტის გამოცემა; სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა; მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
8. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრნველყოფა.
9. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: აუდიტის ობიექტის წინაშე არსებული პოტენციური რისკების დადგენა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება, დაწესებულების სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, აუდიტის ობიექტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება.
10. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია – სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
11. მერიის სტრუქტურულ ერთეულებში, მისი დებულების შესაბამისად, შექმნილია სტრუქტურული ქვედანაყოფები – განყოფილებები”.
|