📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2021
ძალაში შესვლა 22.03.2021
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016401
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,650 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2021 მიღება
22.03.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2022 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 07.02.2020 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 15.12.2021 მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.01.2024 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 09.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2021 წლის 17 მარტი ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის №77 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/05/2019წ, 010260000.35.139.016335) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდანბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახური შექმნილია და სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანულ კანონს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას. 3. სტრუქტურული ერთეულის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. №5. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი  სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი. 2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. 3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილებებია: ა) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება. ბ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება. 4. სამსახურის  მეორად  სტრუქტურულ  ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს  განყოფილების უფროსი. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარების ხელშეწყობა; ბ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ინსპექტირების განხორციელება და გამოვლენილ დარღვევებზე კანონის შესაბამისად  რეაგირება. 2. სამსახურის ფუნქციები: ა) შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, წყალმომარაგების სისტემის, სანიაღვრე ქსელების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების, სტადიონების, სკვერების და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; ბ) განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შესაბამისი საპროექტო წინადადებებისა და დოკუმენტაციების შემუშავება; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა, არსებული წესის მიხედვით, საერთო ქონებების რეაბილიტაციასა და განვითარებაში; დ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების და ობიექტების მეთოდური შესწავლა, აღწერა და საინფორმაციო ბანკის შექმნა; ე) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერება, გადაწყვეტილების მიღება დემონტაჟის შესახებ, საჯარიმო სანქციების გამოყენება ან/და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის წარმოების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (აქტის პროექტის) შემუშავება/გამოცემა. წარმოების დასრულების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის გამოცემა. ვ) მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის ინსპექტირება; ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული შენობების, ჯიხურების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აბრების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; თ) გარე ვაჭრობის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსათვის, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებისა და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევების გამოვლენა და კონტროლი; ი) უპატრონო, საფრთხის მატარებელი შინაური ცხოველების გამოვლენა და თავშესაფარში მათი გადაყვანის უზრუნველყოფა; კ) სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და აქტის გამოცემა; ლ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. ნ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას დარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და  საქართვველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 4🔗. სამსახურის  უფლება - მოვალეობები: 1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან და ორგანიზაციებიდან დადგენილი წესით; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი. გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; მონაწილეობა მიიღონ სასამართლო პროცესებზე; ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მერიის დებულებითა და მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მერს ან/და საკრებულოს; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები; ე) დაიცვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს; უქმნის მათ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს; გ) წარუდგენს  მერს  წინადადებებს  სტრუქტურული   ერთეულის   საკადრო საკითხებთან  დაკავშირებით, სტრუქტურული  ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური  პასუხისმგებლობის  ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; დ)  განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში/სამუშაო ჯგუფებში; ზ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; თ) მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს; ი) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; კ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს; ლ) სააღსრულებო ფურცელზე ხელმოწერა. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის პირველი მოადგილის და მერის წინაშე. 4. სამსახურში არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციების შესრულება, მერის დავალებით ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს. მუხლი 6🔗. მეორადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება 1. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლა, პრიორიტეტების და გადაჭრის გზების შემუშავება, ბ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება (დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა, საპროექტო და ტექნიკური დავალებების შედგენა); გ) განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საპროექტო დოკუმენტაციების და შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისათვის საჭირო სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება; დ) საპროექტო დოკუმენტაციის ან დეფექტური აქტის შედგენა; ე) საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემა; ვ) ექსპერტიზაგავლილი საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით ჩაბარება და მშენებლობის ნებართვის აღება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ზ) საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება; თ) ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება; ი) სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და აქტის გამოცემა; კ) მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციების მომზადება და საინფორმაციო ბანკის შექმნა; ლ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა, არსებული წესის მიხედვით, საერთო ქონებების რეაბილიტაციასა და განვითარებაში; მ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, და კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) სამსახურის უფროსის დავალებით კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და უფლება-მოვალეობების შესრულება; 2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 3. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციების შესრულება, სამსახურის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, მერის დავალებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 7🔗. მეორადი სტრუქტურული ერთეული – მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება 1. მეორადი სტრუქტურული ერთეული – მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია: ა) ბორჯომის  მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე  (საქონელი,  სამუშაო,  მომსახურების  მონიტორინგი)  ხელშეკრულებით გათვალისწინებული  მიზნების,  ამოცანებისა  და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ბ) კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის გამოთხოვა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან; გ) წინამდებარე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გატარებული ღონისძიებებისას გამოვლენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე მიღება- ჩაბარების და შეთანხმების აქტების გაფორმება. ე) დადგენილი წესით, კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება. ვ) დადგენილი წესით შეიმუშაოს/მოამზადოს ბრძანების პროექტი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ზ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე (რეკლამა, აბრა, აკუსტიკური ხმაური, გარე ვაჭრობა და ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანება) მონიტორინგის წარმოება; თ) წინამდებარე მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებული დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების მიღება (საჯარიმო ოქმის შედგენა); ი) უზრუნველყოფს ექსპლუატაციაში მიღების მიზნით წარმოდგენილი დასრულებული ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას. კ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შემოწმება/დამოწმება; ლ) შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციების მომზადება და საინფორმაციო ბანკის შექმნა; მ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) სქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. ო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირების მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. 2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 3. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის  შემთხვევაში  უფროსის მოვალეობის  შესრულება  მერის  ბრძანებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს. ფუნქციების შესრულება, სამსახურის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, მერის დავალებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყარო 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურის დაფინანსების ძირითადი წყაროა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. მუხლი 9🔗. სამსახურის რეორგანიზაცია სამსახურის რეორგანზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი. 3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით  გათვალისწინებული ნორმები.