ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2021
ძალაში შესვლა 22.03.2021
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016402
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,073 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2021 მიღება
22.03.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.04.2022 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.02.2020 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 17.03.2021 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 23.03.2018 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 18.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2021 წლის 17 მარტი ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდანბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახური შექმნილია და სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანულ კანონს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას. 3. სტრუქტურული ერთეულის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. №5. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი  სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის ხელმძღვანელი. 2. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულისა და სპეციალისტებისაგან. 3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილებაა: ა) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება; 4. სამსახურის  მეორად  სტრუქტურულ  ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს  განყოფილების ხელმძღვანელი. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანა და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ურბანული განვითარების ხელშეწყობა; 2. სამსახურის ფუნქციები: ა) არქიტექტურული პროცესების მართვა; ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; გ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფა; დ) სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და აქტის გამოცემა; ე) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის  უფლება - მოვალეობები 1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურს უფლება აქვს: ა)  მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან და ორგანიზაციებიდან დადგენილი წესით; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი. გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში  წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; მონაწილეობა მიიღონ სასამართლო პროცესებზე; ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მერიის დებულებითა და მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მერს ან/და საკრებულოს; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები; ე) დაიცვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი. მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს; უქმნის მათ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს; გ) წარუდგენს  მერს  წინადადებებს  სტრუქტურული   ერთეულის   საკადრო საკითხებთან  დაკავშირებით, სტრუქტურული  ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური  პასუხისმგებლობის  ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; ვ)  განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; ზ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში/სამუშაო ჯგუფებში; ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; კ) მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს; ლ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; მ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს; 3. სამსახურის  ხელმძღვანელი  ანგარიშვალდებულია მერის მოადგილის და მერის წინაშე. 4. სამსახურში არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება, მერის დავალებით ეკისრება სამსახურის განყოფილების უფროსს. მუხლი 6🔗. მეორადი სტრუქტურული ერთეული – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება 1. არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციებია: ა) ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით ბრძანების პროექტის მომზადება. გ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრძანების პროექტის მომზადება. დ) მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ბრძანების პროექტის მომზადება. ე) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვის უზრუნველყოფა; ვ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ზ) არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენისა და დამტკიცების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება; თ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთების გაყოფა-გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ი) სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და აქტის გამოცემა; კ) კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; ლ) შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციების მომზადება და საინფორმაციო ბანკის შექმნა; მ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების  ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 3. განყოფილების  ხელმძღვანელის არყოფნისას, ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში  ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს. ფუნქციების შესრულება, სამსახურის  ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, მერის დავალებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების  ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყარო 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურის დაფინანსების ძირითადი წყაროა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია სამსახურის რეორგანზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი. 3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით  გათვალისწინებული ნორმები.