📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2021
ძალაში შესვლა 22.03.2021
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016399
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2021
matsne.gov.ge 1,468 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2021 მიღება
22.03.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.03.2018 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.05.2024 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2022 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2021 წლის 17 მარტი ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 ივნისის №17 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინსიტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 29/06/2020წ, 010250020.35.139.016372). მუხლი 3🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №13 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 09/03/2018წ, 010260000.35.139.016271). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდანბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის საქმისწარმოებას დადგენილი წესით, დოკუმენტური, ანალიტიკური, საინფორმაციო კუთხით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს მერიის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას; 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. №5. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებები) და  მასში შემავალი სპეციალისტებისგან; 2. სამსახურის ქვედანაყოფებია: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით; 4. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი ან შეუძლებლობის შემთხვევაში რომელიმე სპეციალისტი; 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; 6. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კორესპოდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) მერის და სხვა თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპოდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას; დ) მერის დავალებების შესრულების კონტროლს; ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესისა და პროცედურების  დაცვას; ვ) საქმისწარმოებაში არსებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას; თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის. მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;  ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;  კ) ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას; ლ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას; მ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების სამართლებრივ და ტექნიკურ მხარდაჭერას; ნ) ადამიანური რესურსების მართვას, მერიის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზებას,  მოხელეთა შეფასების ორგანიზებას;  ო) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას.  საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოებას და სხვა უფლებამოსილების განხორციელება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; პ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა; ჟ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; რ) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ს) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას; ტ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას; უ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაციას. ფ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ქ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიაონობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციათა მომზადებას, ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადებას და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციულ უზრუნველყოფას; ღ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთვრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავებას, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადებას; ყ) ტურისტული მარშრუტების მომზადებას, შემუშავებასა და მათი პრაქტიკული რეალიზებისათვის ხელშეწყობას; შ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავებას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადებასა და სისტემატიზაციას. ჩ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებების ხელმძღვანელებსა და საჯარო მოხელეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებით შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ  მოვალეობებს. ე) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს; ვ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. ზ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. თ) სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის და მერის მოადგილის წინაშე. მუხლი 5🔗. განყოფილების ხელმძღვანელი 1. განყოფილების ხელმძღვანელს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი; 2. განყოფილების ხელმძღვანელი: ა)  წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აბარებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ  სამუშაო გეგმების და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;  ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; ზ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ. თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; 3. მერის ბრძანებით, განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი  მოხელე. მუხლი 6🔗. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების  სათანადო გაფორმებას; ე) დავალებების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწაროებაში ბეჭდის, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) მერიის საქმიანობის ანგარიშების და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას; ნ) ჟურნალისტების აკრედიტაციას მერიაში; ო) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; პ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადებას; ჟ) მერიაში მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადებას; რ) მერიაში მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ს) მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტური გაფორმებას; ტ) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მოხელეთა შეფასების ორგანიზებას; უ) ფიზიკურ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ფ) მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; ქ) მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ღ) მერიის სტრუქტურული ერთეულის კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადმიანური რესურსების მართვის სფეროში; ყ) თვითმმართველი თემის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მოანცემების დამუშავების, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; შ) ვაკანტურ თანამდებობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ჩ) მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული  წინადადებების მომზადებას; ც) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 7🔗. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის  განყოფილების ფუნქციები განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას. ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, ტურიზმის საგანმანათლებლო, სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; გ) განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას; დ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობას, ღონისძიებათა დაგეგმვას; ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადებას; ვ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, მემორიალური, რელიგიური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურული ფასეულობების აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას; ზ) თეატრალური, კინო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, დაცვასა და პოპულარიზაციას; თ) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელშეწყობას; ი) ადგილობირივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობას; კ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელწყობას; ლ) როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედებითი ჯგუფების გასვლითი სამუშაობისათვის გამოფენების მოწყობის ხელშეწყობას, შემოქმედებითი კოლექტივების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენებისათვის გასამართ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში, ოლიმპიადებში, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას. მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი 1. სამსახურის  მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბმისად. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ბორჯომის თვითმმართველი თემის ბიუჯეტი. 4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული  მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის საქმიანობის კონტროლს, დადგენილი წესით, ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად, მერს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები.