“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 25.07.2000
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.346
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 31/07/2000
matsne.gov.ge 1,788 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 ხელმძღვანელობა დეპარტამენტის თავმჯდომარე თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის მოადგილე სულ
2 ეკონომიკური სამმართველო უფროსი მოადგილე სულ
3 საერთაშორისო ურთიერთობათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო უფროსი მოადგილე სულ
4 დარგთაშორისი კოორდინაციის სამმართველო უფროსი მოადგილე სულ
5 საგანგებო სიტუაციათა სამმართველო უფროსი კონსულტანტი კონსულტანტი სულ სამმართველოში
6 ადმინისტრაციული სამმართველო უფროსი მოადგილე კონსულტანტი კონსულტანტი სულ სამმართველოში
7 თავმჯდომარის აპარატი აპარატის უფროსი მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სულ აპარატში
N თანამდებობა

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.346 საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანება №15 2000 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის №279 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. დამტკიცდეს კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საშტატო განრიგი. 3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. ადეიშვილი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება 1. ზოგადი დებულება 1. საქართველოს კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც შექმნილია ქვეყნის კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს მართვისა და ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ და სხვა კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ბრძანებებით, მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 3. დეპარტამენტს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი თავისი სახელწოდებით. 4. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები. 5. დეპარტამენტის  იურიდიული  მისამართია:  ქ. თბილისი  ალ. ყაზბეგის №12. 2. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის მეშვეობით. 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვა და ზედამხედველობა. 3. დეპარტამენტს აქვს შემდეგი ქვედანაყოფები: ა) ეკონომიკური სამმართველო; ბ) დარგთაშორისი კოორდინაციის სამმართველო; გ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო; დ) საგანგებო სიტუაციათა სამმართველო; ე) ადმინისტრაციული სამმართველო; ვ) თავმჯდომარის აპარატი; ზ) იურიდიული ბიურო. 3. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს მმართველობითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებას შემდეგ სფეროებში: ა) ელექტროკავშირგაბმულობა; ბ) რადიოკავშირის, რადიომაუწყებლობისა და ტელემაუწყებლობის ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) რადიოსიხშირული სპექტრის დაყოფაში მონაწილეობა; დ) გეოსტაციონალურ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების რაციონალური გამოყენება; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ტელეკომუნიკაციური უზრუნველყოფა; ვ) ყველა სახის საფოსტო მომსახურება; ზ) დარგის საკადრო პოლიტიკა; თ) სატელეკომუნიკაციო მეცნიერება. 2. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მართვისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ბ) კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი რეალიზაციის ორგანიზება; გ) შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად დარგში ინსტუტუციონალური მშენებლობის, რესტრუქტურიზაციის, დემონოპოლიზაციის განხორციელება და პრივატიზებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; დ) კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათი წარდგენა სამინისტროში; ე) ქვეყნის კავშირგაბმულობის და ფოსტის ქსელების, საინფორმაციო ქსელების, მსოფლიოს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო გლობალურ ქსელებში ინტეგრირებისათვის ხელის შეწყობა. ქვეყნის კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ქსელებში მოწინავე ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვა; ვ) კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის ინვესტიციების, საერთაშორისო დახმარებების, გრანტებისა და კრედიტების მოზიდვა; ზ) საფოსტო ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტების და მარკირებული ღია ბარათების) გამოცემის და გავრცელების ორგანიზაცია; თ) დარგის მუშაკთა სოციალური და შრომის პირობების დაცვის ხელშეწყობა. 4.  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ქსელებით და საშუალებებით იურიდიული და ფიზიკური პირების ხარისხიანი და შეუფერხებელი მომსახურების ორგანიზაცია; ბ) სახელმწიფო საკუთრების კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ქსელებისა და საშუალებების მართვა; გ) ქვეყანაში კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ქსელების ფუნქციონირების კოორდინაცია; დ) ნუმერაციის ერთიანი სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ე) დარგის განვითარების ტექნიკური, ეკონომიკური და მარკეტინგული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ვ) კავშირგაბმულობისა და საფოსტო დარგის საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, მისი შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროგნოზირება; ზ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფა; თ) დარგის საწარმო-ორგანიზაციათა ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის და ახალ საწარმო-ორგანიზაციათა შექმნის შესახებ წინადადებების შემუშავება; ი) სპეციალური კავშირების მართვის ორგანიზაცია; კ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს განვითარების ინდიკატური გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების დამუშავება, სოციალურ-ეკონომიკური პროგნოზირება მოკლე და გრძელვადიან პერიოდისათვის და მისი რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; ლ) რადიოსიხშირული სპექტრის ბადის დადგენაში მონაწილეობა ITU-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით; მ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების ეფექტურად გამოყენების წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა; ნ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში ნორმატიული აქტების შემუშავება; ო) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემის მუშაკთა სოციალური მდგომარეობის ანალიზი, წინადადებების შემუშავება მათი სოციალური დაცვის გარანტიებისა და დაზღვევის თაობაზე დადგენილი წესით; პ) დარგის პრივატიზების განხორციელების გეგმის პროექტის შემუშავება, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შედგენა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში დასამტკიცებლად; ჟ) წინადადებების შემუშავება დარგის წარმოება-დაწესებულებების ბალანსზე აღრიცხული ქონების (არასაცხოვრებელი და საწარმოო დანიშნულების ფართობი, მოწყობილობა-დანადგარები, მანქანა-იარაღები და სხვა) ეფექტიანი გამოყენების თაობაზე; რ) საგანგებო სიტუაციებში ან საომარი მოქმედებების დროს ქვეყანაში არსებული კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ქსელების და საშუალებების მართვა; ს) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებების გატარება; ტ) კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საკვლევ-სამეცნიერო საქმიანობის პრიორიტეტების დადგენა; უ) სათანადო მასალების (პროექტების) მომზადება კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ქსელების ობიექტებზე ტენდერების მოსაწყობად. 5. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ქვეყნის კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ქსელების განვითარების, სრულყოფის და ფუნქციონირების კოორდინაცია და მართვა; ბ) კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ქსელების და საშუალებების განვითარების, სრულყოფის და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს ნორმატიული აქტების, წესების, დებულებების, ინსტრუქციების პროექტები და წარადგინოს ისინი სამინისტროში დადგენილი წესით დასამტკიცებლად; გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშაოს იმ გზავნილებათა ნუსხა, რომელთა საფოსტო კავშირის ქსელებით სახელმწიფოში შემოტანა და სახელმწიფოდან გატანა აკრძალული ან შეზღუდულია და წარადგინოს იგი სამინისტროში დასამტკიცებლად და განახორციელოს მის შესრულებაზე ზედამხედველობა; დ) მოიწვიოს კონსულტაციებისათვის ექსპერტები და სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი წესით; ე) კანონით დადგენილი წესით შეიმუშაოს საკადრო პოლიტიკა, განახორციელოს კადრების მომზადება, შერჩევა, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ვ) მიავლინოს სპეციალისტები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად; ზ) შეიმუშაოს ეროვნული საფოსტო ნიშნების (საფოსტო კონვერტები, მარკები და მარკირებული ღია ბარათები) ნიმუშები და ნომინალები. გაუწიოს მათ გამოცემასა და რეალიზაციას ორგანიზება; თ) უზრუნველყოს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების პერიოდულ და არაპერიოდულ გამოცემათა გავრცელების ორგანიზება; ი) ექსერტიზა ჩაუტაროს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების და ქსელების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტებს და მათ საინვესტიციო გეგმებს; კ) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებანი სფროში მოქმედი საწარმოების მიმართ; ლ) შეიმუშაოს და სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები საწარმოთა მფლობელობაში არსებული სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის ან სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის შესახებ. 6. დეპარტამენტის მართვა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. თავმჯდომარე, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ა) მეთაურობს და აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, ტრანსპორტის და კომუნიკაციების სამინისტროს ბრძანებების და დავალებების შესრულებაზე; გ) იღებს გადაწყეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, დეპარტამენტის აპარატის თანამშრომლებს; ე) შეაქვს წინადადება დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლების საკითხებზე, პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ვ) ამტკიცებს დეპარტამენტის აპარატის საქმის წარმოების წესს; ზ) დადგენლი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიეკუთვნება; თ) ანგარიშს აბარებს სამინისტროს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ი) პასუხისმგებელია საქართველოს ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის; კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; ლ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; მ) თავისი მმართველობის სფეროში შეუძლია შექმნას კომისიები და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი; ნ) დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის დებულებას, ამზადებს წინადადებებსა და დასკვნებს დარგის განვითარების სხვადასხვა საკითხებზე და ნორმატიული აქტების პროექტებზე; ო) დადგენილი წესით წარუდგენს სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკთა კანდიდატურებს დასაჯილდოებლად და დარგის საპატიო წოდების მისანიჭებლად; პ) კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან იყენებს დისციპლინური სასჯელის ფორმებს დეპარტამენტის აპარატის მუშაკების მიმართ; ჟ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. 2. თავმჯდომარის სათათბირო ორგანოა დეპარტამენტის საბჭო. დეპარტამენტის საბჭოს წევრების რაოდეობასა და წევრების პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს თავმჯდომარე. საბჭოს შემადგენლობაში შედიან დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, კანონმდებლობით დადგენილი წესი კავშირგაბმულობის და ფოსტის სფეროში მოქმედ საწარმოთა ხელმძღვანელები, დარგის წამყვანი მეცნიერები და სპეციალისტები; საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება თავმჯდომარის ბრძანებით. 7. თანამდებობაზე თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნა-განთავისუფლება 1. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე. მათი უფლებამოსილებანი განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით. 2. თავმჯდომარის მოადგილეებს, თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი. 8. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებათა შეტანის წესი და ლიკვიდაცია 1. დებულებაში ცვლილებათა შეტანა ხდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით. 2. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საშტატო განრიგი (ლარი) N თანამდებობა რაოდე- ნობა თანამდებო- ბრივი განაკვეთი ერთ მუშაკზე დანამა- ტი სულ 1 2 3 4 5 6 1 ხელმძღვანელობა დეპარტამენტის თავმჯდომარე თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის მოადგილე სულ 1 1 1 1 4 125-00 112-50 112-50 112-50 462-50 2 ეკონომიკური სამმართველო უფროსი მოადგილე სულ 1 1 2 90-70 81-00 171-70 ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილება უფროსი კონსულტანტი კონსულტანტი სულ განყოფილებაში 1 1 1 3 66-00 47-00 47-00 160-00 საფინანსო განყოფილება უფროსი კონსულტნტი კონსულტანტი სულ განყოფილებაში 1 1 1 3 66-00 47-00 47-00 160-00 სულ სამმართველოში 8 491-70 3 საერთაშორისო ურთიერთობათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო უფროსი მოადგილე სულ 1 1 2 90-70 81-00 171-70 საერთაშორისო ურთიერთობათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების განყოფილება უფროსი კონსულტანტი კონსულტანტი კონსულტანტი კონსულტანტი სულ განყოფილებაში 1 1 1 1 1 5 66-00 47-00 47-00 47-00 47-00 254-00 ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება უფროსი კონსულტანტი კონსულტანტი კონსულტანტი სულ განყოფილებაში 1 1 1 1 4 66-00 47-00 47-00 47-00 207-00 სულ სამმართველოში 11 632-70 4 დარგთაშორისი კოორდინაციის სამმართველო უფროსი მოადგილე სულ 1 1 2 90-70 81-00 171-70 ფოსტის განყოფილება უფროსი კონსულტანტი სულ განყოფილებაში 1 1 2 66-00 47-00 113-00 ელექტროკავშირის განყოფილება უფროსი კონსულტანტი კონსულტანტი კონსულტანტი სულ განყოფილებაში 1 1 1 1 4 66-00 47-00 47-00 47-00 207-00 სულ სამმართველოში 8 491-70 5 საგანგებო სიტუაციათა სამმართველო უფროსი კონსულტანტი კონსულტანტი სულ სამმართველოში 1 1 1 3 90-70 47-00 47-00 184-70 6 ადმინისტრაციული სამმართველო უფროსი მოადგილე კონსულტანტი კონსულტანტი სულ სამმართველოში 1 1 1 1 4 90-70 81-00 47-00 47-00 265-70 7 თავმჯდომარის აპარატი აპარატის უფროსი მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სულ აპარატში 1 1 1 3 80-00 47-00 47-00 174-00 იურიდიული ბიურო იურისტი 1 80-00 სულ დეპარტამენტში 42 2783-00