“საჯარო სამართლის იურიდიული პირის “თბილწყალგეო”-ს შესახებ”

მიღების თარიღი 20.07.2000
გამომცემი ორგანო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.349
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 04/08/2000
matsne.gov.ge 1,475 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის “თბილწყალგეო”-ს შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.349 საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №43 2000 წლის 20 ივლისი  ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „თბილწყალგეოს“ შესახებ „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „თბილწყალგეოს“ წესდება; 2. „თბილწყალგეოს“ დირექტორად დაინიშნოს ბატონი ზაალ ასკურავა და მიენიჭოს მას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. მ. ჩხენკელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „თბილწყალგეოს“ წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თბილწყალგეო“ (შემდგომში _ „თბილწყალგეო“) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებით, სახაზინო საწარმო „თბილწყალგეოს“ რეორგანიზაციის გზით და არის მისი სამართალმემკვიდრე. 2. „თბილწყალგეო“ თავისი სტრუქტურით წარმოადგენს დაწესებულებას. 3. „თბილწყალგეო“ შექმნილია უვადოდ. 4. ორგანიზაციის სრული ოფიციალური დასახელებაა: წყალმომარაგების, წყალარინების, ჰიდროგეოლოგიის, ჰიდროეკოლოგიის და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თბილწყალგეო“. 5. ორგანიზაციის შემოკლებული დასახელებაა: სსიპ „თბილწყალგეო“. 6. იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი,  380079,  ჭავჭავაძის პრ. 17 ა. 7. „თბილწყალგეო“  არის იურიდიული პირი. იგი ამ სტატუსს იძენს წესდების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან. მას აქვს ბეჭედი საფირმო დასახელებით, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. დამოუკიდებელი ბალანსი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები. 9. „თბილწყალგეო“  საქმიანობა რეგულირდება ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ბრძანებებით და მოცემული წესდებით.     მუხლი 2🔗. „თბილწყალგეოს“  მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. „თბილწყალგეოს“  მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო დარგის განვითარებისათვის იმ ღონისძიებების გატარება, რომელთა შესრულება უშუალოდ არ შედის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომპეტენციაში, მაგრამ განეკუთვნება მისი საქმიანობის სფეროს, კერძოდ: ა) „თბილწყალგეოს“ სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური კვლევების მიზანია შეიმუშაოს საანგარიშო მეთოდიკები წყალმომარაგების, წყალარინების, ჰიდროგეოლოგიის, ჰიდროეკოლოგიის, ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და წყლის ხარისხის პროგნოზირების სფეროში. ბ) შექმნას ნორმატიული ბაზა და პროგრამები დარგის პერსპექტიული განვითარებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად და საქართველოს რესპუბლიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. გ) ჩაატაროს კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და ტექნოლოგიური სამუშაოები მშენებარე და ექსპლუატაციაში მყოფი სამშენებლო ობიექტებისათვის. 2. „თბილწყალგეოს“  ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დავალებების შესაბამისად სხვადასხვა დარგობრივი პროგრამების, ნორმების, წესების და სხვა დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავება და სამინისტროში წარდგენა მათი შემდგომი დამტკიცებისათვის. „თბილწყალგეოს“  ფუნქციაში აგრეთვე შედის აღნიშნული ნორმატივების  პრაქტიკაში დანერგვა, მათ მოქმედებაზე დაკვირვება – მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სათანადო წინადადებების მომზადება. 3. „თბილწყალგეოს“  საქმიანობის საგანია: ა) სამრეწველო, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებისათვის წყლის ხარისხის განსაზღვრა და პერსპექტიული განვითარებით გამოწვეული ცვლილებების პროგნოზირება, როგორც ცალკეული საწარმოების, ასევე რეგიონებისა და მდინარეთა აუზებისათვის ზოგადად; ბ) ზედაპირული და ჩამდინარე წყლების ქიმიური, ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევები და მათი გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება; გ) ქალაქებისა და ქალაქის ტიპის დასახლებების წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების კომპლექსური შესწავლა; დ) სანიტარიული დაცვითი ზონების დადგენა, რომელნიც უზრუნველყოფენ წყალსატევების აუცილებელ სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვას; ე) ზღვების, მდინარეების და წყალსაცავების ჰიდრავლიკისა და ჰიდრომექანიკის საკითხთა შესწავლა; ვ) სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობის შედეგად ზღვის სანაპირო ზოლის და პლაჟის ცვლილებების პროგნოზირება; ზ) ზღვის სანაპირო ზონის, მდინარენთა აუზების ქიმიური და ბაქტერიოლოგიური დაბინძურების შეფასება და პროგნოზირება; თ) საინჟინრო ჰიდროგეოლოგიის, ჰიდროტექნიკის და ჰიდრავლიკის დარგში სხვადასხვა ამოცანათა გაანგარიშება-გადაწყვეტა; ი) სამშენებლო, სამრეწველო და აგროსამრეწველო კომპლექსების და რეკრეაციული მნიშვნელობის მქონე დასახლებული პუნქტებისათვის გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრა და შესაძლო დაცვითი ღონისძიებების შემუშავება; კ) მშენებარე და ექსპლოატაციაში მყოფი სამოქალაქო, სამრეწველო და ჰიდროტექნიკური ობიექტების გარემოზე ზეგავლენის ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასება; ლ) სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ობიექტებზე წინასაპროექტო და საპროექტო სამუშაოების შესრულება „თბილწყალგეოში “ შემუშავებული მეთოდიკების და თეორიული კვლევების გამოყენებით; მ) წყალმომარაგების და გამწმენდი ნაგებობების პროექტირება ქალაქებისა და მსხვილი სამრეწველო ობიექტებისათვის; ნ) აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მხარდასაჭერად, რომლებიც დაკავშირებულია მსხვილი წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობასთან და ექსპლოატაციასთან; ო) აცნობს ინსტიტუტის აზრს სახელმწიფო ორგანიზაციებს და მოსახლეობის ფართო მასებს. 4. გარდა აღნიშნული საქმიანობისა, „თბილწყალგეოს“  უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას  და დამფუძნებლის ინტერესებს.     მუხლი 3🔗. ქონება 1. საჯარო-სახელმწიფოებრივი მიზნების განხორციელებისათვის „თბილწყალგეოს“  სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით გადაეცემა სახაზინო საწარმო „თბილწყალგეოს“  ბალანსზე რიცხული ქონება. 2. შემდგომში ”თბილწყალგეოს“  ქონების ფორმირების წყარო შეიძლება გახდეს მისი საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და კანონით ნებადართული სხვა წყაროები.     მუხლი 4🔗. მართვა 1. „თბილწყალგეოს“  საქმიანობაზე ზედამხედველობასა და სახელმწიფოებრივ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად. 2. „თბილწყალგეოს“  მართავს ხელმძღვანელი – დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი და აფორმებს მასთან კონტრაქტს. 3. დირექტორთან დადებულ კონტრაქტში აისახება: ა) მინიჭებული უფლებები; ბ) მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; გ) შრომის ანაზღაურების პირობები; დ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები. 4. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ენიჭება წარმომადგენლობის უფლებამოსილება. დირექტორი საგანგებო რწმუნებების გარეშე მოქმედებს თავისი დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებში, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ბანკებში ხსნის ანგარიშებს, აკომპლექტებს დაწესებულებას თანამშრომლებით (მოადგილეებს ნიშნავს მინისტრთან შეთანხმებით), აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, გამოსცემს ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებსა და განკარგულებებს. დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, საშტატო განრიგს და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას. 5. დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, „თბილწყალგეოს“  საკუთრებაში მყოფ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 6. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინაშე. 7. დირექტორი კონტრაქტის ვადის გასვლამდე თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი 1. „თბილწყალგეო“  ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მხრიდან, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილებები. 4. „თბილწყალგეომ“  მხოლოდ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხების აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. ამ მუხლის „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია  საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა.   5. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო განიხილავს და ამტკიცებს: ა) „თბილწყალგეოს“  განვითარების მიმართულებებსა და გრძელვადიან პროგნოზებს; ბ) მოგების განვითარების წესს; გ) ბალანსებს; დ) არაფულად (მატერიალურ) ფასეულობათა შეფასების აქტებს; ე) ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის საკითხებს.     მუხლი 6🔗. დაფინანსება 1. „თბილწყალგეოს“ დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება „თბილწყალგეოს“  წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მისი სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. „თბილწყალგეო“  ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. 2. „თბილწყალგეოს“  წლიურ ბალანსს ამოწმებს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დანიშნული აუდიტი.     მუხლი 8🔗. საქმიანობის შეწყვეტა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი 1. თუ „თბილწყალგეო“  არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო დააყენებს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხს. 2. ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს აგრეთვე „თბილწყალგეოს“ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიუღწევლობა. 3. „თბილწყალგეო“  შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4. „თბილწყალგეოს“ საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, იგი აგრძელებს არსებობას. 5. „თბილწყალგეოს“ ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელსაც ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დირექტორი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 6. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. 7. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იმ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც მოხდა წესდების დამტკიცება.