⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.08.2006)
გაუქმებულია:

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ცენტრი საქსოფლპროექტი”-ს შესახებ”

მიღების თარიღი 20.07.2000
ძალის დაკარგვა 16.08.2006
გამომცემი ორგანო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.351
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 04/08/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,026 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2000 მიღება
16.08.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ცენტრი საქსოფლპროექტი”-ს შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } .MsoChpDefault {} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №42 2000 წლის 20 ივლისი   ქ. თბილისი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი საქსოფლპროექტის“ შესახებ „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ცენტრი საქსოფლპროექტის“ წესდება; 2. „ცენტრი საქსოფლპროექტის“ დირექტორად დაინიშნოს ბატონი ზურაბ ჩიტაიშილი და მიენიჭოს მას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება.   მ. ჩხენკელი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქსოფლპროექტის“ წესდება  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქსოფლპროექტი“   შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებით, სახაზინო საწარმო-საპროექტო ინსტიტუტის   „საქსოფლპროექტის“   რეორგანიზაციის გზით და არის მისი სამართალმემკვიდრე. 2. „საქსოფლპროექტი“ თავისი სტრუქტურით წარმოადგენს დაწესებულებას. 3. „საქსოფლპროექტი“ შექმნილია უვადოდ. 4. ორგანიზაციის სრული ოფიციალური დასახელებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქსოფლპროექტი“. 5. ორგანიზაციის შემოკლებული დასახელებაა: სსიპ „საქსოფლპროექტი“. 6. იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 17 ა. 7. „საქსოფლპროექტი“ არის იურიდიული პირი. იგი ამ სტატუსს იძენს წესდების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან. მას აქვს ბეჭედი საფირმო დასახელებით, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. დამოუკიდებელი ბალანსი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები. 8. „საქსოფლპროექტის“ საქმიანობა რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ბრძანებებით და მოცემული წესდებით. მუხლი 2🔗. „საქსოფლპროექტის“ მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. „საქსოფლპროექტის“ მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო დარგის განვითარებისათვის იმ ღონისძიებების გატარება, რომელთა შესრულება უშუალოდ არ შედის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომპეტენციაში, მაგრამ განეკუთვნება მისი საქმიანობის სფეროს, კერძოდ: ა) მეცნიერული კვლევა; ბ) პროექტირება; გ) ექსპერიმენტალური სამუშაოები; დ) ნორმაშემოქმედებითი საქმიანობა. 2. „საქსოფლპროექტის“ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დავალებების შესაბამისად სხვადასხვა დარგობრივი პროგრამების, ნორმების, წესების და სხვა დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავება და სამინისტროში წარდგენა მათი შემდგომი დამტკიცებისათვის. „საქსოფლპროექტის“ ფუნქციაში აგრეთვე შედის აღნიშნული ნორმატივების  პრაქტიკაში დანერგვა, მათ მოქმედებაზე დაკვირვება – მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სათანადო წინადადებების მომზადება. 3. „საქსოფლპროექტის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) დარგობრივი პროგრამების, ნორმების, წესების დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა; ბ) აგროსამრეწველო კომპლექსის, საცხოვრებელი, სამოქალაქო და საწარმოო ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის ტექდოკუმენტაციის შედგენა; გ) დასახლებული პუნქტების გენგეგმების დამუშავება. დ) სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტალური სამუშაოები. 4. გარდა აღნიშნული საქმიანობისა, „საქსოფლპროექტი“ ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ქონება 1. საჯარო სახელმწიფოებრივი მიზნების განხორციელებისათვის „საქსოფლპროექტს“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით გადაეცემა სახაზინო საწარმო „საქსოფლპროექტის“ ბალანსზე რიცხული ქონება. 2. შემდგომში „საქსოფლპროექტის“ ქონების ფორმირების წყარო შეიძლება გახდეს მისი საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და კანონით ნებადართული სხვა წყაროები. მუხლი 4🔗. მართვა 1. „საქსოფლპროექტის“ საქმიანობაზე ზედამხედველობას და სახელმწიფოებრივ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად. 2. „საქსოფლპროექტს“ მართავს ხელმძღვანელი – დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი და აფორმებს მასთან კონტრაქტს. 3. დირექტორთან დადებულ კონტრაქტში აისახება: ა) მინიჭებული უფლებები;  ბ) მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; გ) შრომის ანაზღაურების პირობები; დ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები. 4. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ენიჭება წარმომადგენლობის უფლებამოსილება. დირექტორი საგანგებო რწმუნების გარეშე მოქმედებს დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ბანკებში ხსნის ანგარიშებს, აკომპლექტებს დაწესებულებას თანამშრომლებით (მოადგილეებს ნიშნავს მინისტრთან შეთანხმებით), აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, გამოსცემს ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებსა და განკარგულებებს. დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, საშტატო განრიგს და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესს და ოდენობას. 5. დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, „საქსოფლპროექტის“ საკუთრებაში მყოფ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 6. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინაშე. 7. დირექტორი კონტრაქტის ვადის გასვლამდე თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მუხლი 5🔗. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი 1. „საქსოფლპროექტი“ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მხრიდან, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილებები. 4. „საქსოფლპროექტმა“ მხოლოდ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხების აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. ამ მუხლის „ბ“, და ”გ“   ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა.    5. გარდა ზემოთ აღნიშნულისა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო განიხილავს და ამტკიცებს: ა) „საქსოფლპროექტის“ განვითარების მიმართულებებსა და გრძელვადიან პროგნოზებს; ბ) მოგების განვითარების წესს; გ) ბალანსებს; დ) არაფულად (მატერიალურ) ფასეულობათა შეფასების აქტებს; ე) ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის საკითხებს. მუხლი 6🔗. დაფინანსება 1. „საქსოფლპროექტის“დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება „საქსოფლპროექტის“ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მისი სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია. მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. „საქსოფლპროექტი“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. 2. „საქსოფლპროექტის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დანიშნული აუდიტი. მუხლი 8🔗. საქმიანობის შეწყვეტა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი 1. თუ „საქსოფლპროექტი“ არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო დააყენებს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხს. 2. ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს, აგრეთვე „საქსოფლპროექტის“ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიუღწევლობა. 3. „საქსოფლპროექტი“ შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 4. „საქსოფლპროექტის“ საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, იგი აგრძელებს არსებობას. 5. „საქსოფლპროექტის“ ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელსაც ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დირექტორი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 6. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. 7. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იმ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც მოხდა წესდების დამტკიცება.