“საჯარო სამართლის იურიდიული პირის “თბილსახავტოგზაპროექტი”-ს შესახებ”

მიღების თარიღი 20.07.2000
გამომცემი ორგანო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.352
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 04/08/2000
matsne.gov.ge 1,398 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის “თბილსახავტოგზაპროექტი”-ს შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.352 საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №39 2000 წლის 20 ივლისი  ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „თბილსახავტოგზაპროექტის“ შესახებ „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის № 668 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ”თბილსახავტოგზაპროექტის“ წესდება; 2. „თბილსახავტოგზაპროექტის“ დირექტორად დაინიშნოს ბატონი ჯონდო ტოგონიძე და მიენიჭოს მას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. მ. ჩხენკელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „თბილსახავტოგზაპროექტის“ წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის სახელმწიფო საავტომობილო გზების საპროექტო-საკვლევ საძიებო ინსტიტუტი „თბილსახავტოგზაპროექტის“, (შემდგომში – „თბილსახავტო- გზაპროექტი“) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის № 668 ბრძანებულებით, სახაზინო საწარმო – თბილისის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო ავტოსაგზაო ინსტიტუტ „თბილსახავტოგზაპროექტის” რეორგანიზაციის გზით და არის მისი სამართალმემკვიდრე. 2. „თბილსახავტოგზაპროექტი“ თავისი სტრუქტურით წარმოადგენს დაწესებულებას. 3. „თბილსახავტოგზაპროექტი“ შექმნილია უვადოდ. 4. ორგანიზაციის სრული ოფიციალური დასახელებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თბილსახავტოგზაპროექტი“. 5. ორგანიზაციის შემოკლებული დასახელებაა: სსიპ „თბილსახავტოგზაპროექტი“. 6. იურიდიული მისამართი: 380015, ქ. თბილისი, 26 მაისის სახელობის მოედანი № 2. 7. „თბილსახავტოგზაპროექტი“ არის იურიდიული პირი. იგი ამ სტატუსს იძენს წესდების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან. მას აქვს ბეჭედი და ბლანკები საფირმო დასახელებით, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. დამოუკიდებელი ბალანსი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი. 8. „თბილსახავტოგზაპროექტი“ საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ 9. „თბილსახავტოგზაპროექტის“ საქმიანობა რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ბრძანებებით და მოცემული წესდებით.     მუხლი 2🔗. „ თბილსახავტოგზაპროექტის“  მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. „თბილსახავტოგზაპროექტის“ მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო დარგის განვითარებისათვის იმ ღონისძიებების გატარება, რომელთა შესრულება უშუალოდ არ შედის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომპეტენციაში, მაგრამ განეკუთვნება მისი საქმიანობის სფეროს, კერძოდ: ა) საავტომობილო გზების, მათზე ნაგებობათა კომპლექსების, სხვა სახის ნაგებობათა განვითარების პერსპექტიული გეგმების და პროგრამების შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება;   ბ) ქვეყნის საავტომობილო გზების განვითარების კონცეფციების შემუშავება; გ) საავტომობილო გზების და მათზე ხელოვნურ ნაგებობათა პროექტირებისას ახალი თანამედროვე მეთოდების და კვლევების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა; დ) არსებული და ახალი საავტომობილო გზების და მათზე ნაგებობათა შენახვის, მოვლა-პატრონობის და მეთვალყურეობის მეთოდიკის დამუშავება და პრაქტიკული განხორციელება. 2. „თბილსახავტოგზაპროექტის“ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დავალებების შესაბამისად სხვადასხვა დარგობრივი პროგრამების, სამშენებლო ნორმების და წესების და სხვა დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავება და სამინისტროში წარდგენა მათი შემდგომი დამტკიცებისათვის. „თბილსახავტოგზაპროექტის“ ფუნქციაში აგრეთვე შედის აღნიშნული ნორმატივების  პრაქტიკაში დანერგვა, მათ მოქმედებაზე დაკვირვება- მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სათანადო წინადადებების მომზადება. 3. „თბილსახავტოგზაპროექტის“ საქმიანობის საგანია: ა) ახალი და არსებული საავტომობილო გზების მშენებლობის, ტექნიკური გადაიარაღების და რეკონსტრუქციისათვის კვლევა-ძიება, დაპროექტება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებისა და გამოშვების უზრუნველყოფა; ბ) საავტომობილო გზებისათვის ხიდების, გზაგამტარების, ვიადუკების, აკვედუკების, გალერეების, საყრდენი კედლების, წყალგამშვები მილებს, არხების და სხვა აბრაზიის – ეროზია – მეწყერ და ზვავსაწინააღმდეგო ნაგებობების დაპროექტება; გ) მიწისქვეშა და მწისზედა გადასასვლელების და სხვა სპეციალური დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტება; დ) ყველა სახის საცხოვრებელი, სამოქალაქო, სამრეწველო და სპეციალური დანიშნულების ნაგებობების დაპროექტება; ე) საავტომობილო გზების ექსპლუატაციისათვის სამომსახურო-ტექნიკური ნაგებობების, გასამართი სადგურების, სერვისობიექტების დაპროექტება; ვ) სამშენებლო ინდუსტრიის, თბომომარაგების, წყალმომარაგების და კანალიზაციის, კავშირგაბმულობის, ელექტრომომარაგების, გამწმენდი ნაგებობის დაპროექტება; ზ) ავარიების, კატასტროფების, სტიქიური და ეკოლოგიური უბედურებების სალიკვიდაციო ნაგებობების დაპროექტება; თ) ყველა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო, სამოქალაქო, სამრეწველო და საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებისათვის საჭირო ტოპოგეოდეზიური, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საძიებო სამუშაოების და კვლევის ჩატარება; ი) გრუნტების ფიზიკო-მექანიკური თვისებების ლაბორატორიული კვლევა, წყლის ქიმიური ანალიზების ჩატარება მათი სასმელი და აგრესიული თვისებების დადგენის მიზნით; 4. გარდა აღნიშნული საქმიანობისა „თბილსახავტოგზაპროექტი“ ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ა) ბარტერული გაცვლები და კანონით დაშვებული საიმპორტო საექსპორტო ოპერაციების წარმოება; ბ) სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით არ ა რის აკრძალული.     მუხლი 3🔗. ქონება 1. საჯარო- სახელმწიფოებრივი მიზნების განხორციელებისათვის „თბილსახავტოგზაპროექტს“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით გადაეცემა სახაზინო საწარმო „თბილსახავტოგზაპროექტის“ ბალანსზე რიცხული ქონება. 2. შემდგომში „თბილსახავტოგზაპროექტის“ ქონების ფორმირების წყარო შეიძლება გახდეს მისი საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და კანონით ნებადართული სხვა წყაროები.     მუხლი 4🔗. მართვა 1. „თბილსახავტოგზაპროექტის“ საქმიანობაზე ზედამხედველობას და სახელმწიფოებრივ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად. 2. „თბილსახავტოგზაპროექტს“ მართავს ხელმძღვანელი – დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი და აფორმებს მასთან კონტრაქტს. 3. დირექტორთან დადებულ კონტრაქტში აისახება: ა) მინიჭებული უფლებები; ბ) მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; გ) შრომის ანაზღაურების პირობები; დ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები. 4. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ენიჭება წარმომადგენლობის უფლებამოსილება. დირექტორი საგანგებო რწმუნებების გარეშე მოქმედებს თავისი დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ბანკებში ხსნის ანგარიშებს, აკომპლექტებს დაწესებულებას თანამშრომლებით (მოადგილეებს ნიშნავს მინისტრთან შეთანხმებით), აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, გამოსცემს ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებსა და განკარგულებებს. დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, საშტატო განრიგს და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას. 5. დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, „თბილსახავტოგზაპროექტის“ საკუთრებაში მყოფ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 6. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინაშე. 7. დირექტორი კონტრაქტის ვადის გასვლამდე თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი 1. „თბილსახავტოგზაპროექტი“ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მხრიდან, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილებები. 4. „თბილსახავტოგზაპროექტმა“ მხოლოდ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხების აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივ საქმიანობის ფარგლებს. ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა. 5. გარდა ზემოთ აღნიშნულისა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო განიხილავს და ამტკიცებს: ა) „თბილსახავტოგზაპროექტის“ განვითარების მიმართულებებსა და გრძელვადიან პროგნოზებს; ბ) მოგების განვითარების წესს; გ) ბალანსებს; დ) არაფულად (მატერიალურ) ფასეულობათა შეფასების აქტებს; ე) ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის საკითხებს.     მუხლი 6🔗. დაფინანსება 1. „თბილსახავტოგზაპროექტის“ დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება „თბილსახავტოგზაპროექტის“ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. „თბილსახავტოგზაპროექტი“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. 2. „თბილსახავტოგზაპროექტის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დანიშნული აუდიტი.     მუხლი 8🔗. საქმიანობის შეწყვეტა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი 1. თუ „თბილსახავტოგზაპროექტი“ არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო დააყენებს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხს. 2. ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს, აგრეთვე „თბილსახავტოგზაპროექტის“ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიუღწევლობა. 3. „თბილსახავტოგზაპროექტი“ შეიძლება ლიკვიდირებულ იქნე ს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 4. „თბილსახავტოგზაპროექტის“ საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, იგი აგრძელებს არსებობას. 5. „თბილსახავტოგზაპროექტის“ ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელსაც ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დირექტორი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 6. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. 7. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იმ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც მოხდა წესდების დამტკიცება.