ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 18.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 26.03.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ „ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული
დანაკარგების დამტკიცების შესახებ ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული
ოდენობებისა და მათი დადგენის წესის თაობაზე „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება
№4
2021 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“.
2.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 26 მარტის №5 დადგენილება „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიმაია მელიქიძეკომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
დანართი №1
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და ამოცანები
1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის დანაკარგების ნორმატიული ოდენობის გაანგარიშების პრინციპებსა და წესს.
2. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშება ეფუძნება წამახალისებელი რეგულირების პრინციპებს, რომლებიც ემყარება კონკრეტული გამანაწილებელი სისტემის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობის დადგენას ბუნებრივი გაზის დანაკარგების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, წესის შესაბამისად.
3. წესით გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) დადგენილებით, თითოეული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ცალ-ცალკე.
4. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე კომისიის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“.
მუხლი 2🔗.
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშებისა და დამტკიცების წესი
1. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის დანაკარგის დასაშვებ ოდენობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელით განაწილებისას და იანგარიშება წესის შესაბამისად.
2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების კომპენსაციისთვის გაწეული ხარჯები ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშება და დამტკიცება ხორციელდება შესაბამისი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ტარიფის გაანგარიშების წელს, მომდევნო სატარიფო პერიოდისთვის.
4. სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო პროცენტული მაჩვენებელით:
Lt+i = 1/3 ∑3j=1Lფt-j ,
სადაც:
Lt+i არის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის;
Lფt-j – ტარიფის გაანგარიშების t წლის წინა t-j წლის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი აღემატება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის 3 პროცენტს, სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი განისაზღვრება 3 პროცენტით.
6. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ნორმატიული დანაკარგების ოდენობა (G) თითოეული წლისათვის იანგარიშება განაწილების სისტემის ოპერატორის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული (gმიღ) ბუნებრივი გაზის ჯამური მოცულობისა და კომისიის მიერ ამ წლისთვის დადგენილი დანაკარგის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებლის (L) ნამრავლით.
G = gმიღ · L
მუხლი 3🔗.
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგი
1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგი წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებულ (gმიღ) და გაცემულ (gგაც) და დარიცხულ ოდენობათა შორის სხვაობას.
2. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობით.
მუხლი 4🔗.
გარდამავალი დებულებები
1. იმ საწარმოებისთვის, რომლებიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით ახორციელებენ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგები გაანგარიშდება წესის მეორე მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის წესის საფუძველზე გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგის პირველად გაანგარიშებისას, თუ წესის მეორე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული მაჩვენებელი აღემატება 3 პროცენტს, ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი გაანგარიშების წლისთვის და მომდევნო 3-წლიანი პერიოდისთვის განისაზღვრება წინასწარ, თითოეული წლისთვის ცალ-ცალკე. დანაკარგების გაანგარიშების წლისთვის და მომდევნო 3-წლიანი პერიოდისათვის ნორმატიული დანაკარგების პროცენტული მაჩვენებელი დგინდება ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წელს (t), დანაკარგების გაანგარიშების წლის (t) წინა სამი წლის (t-1, t-2 და t-3) მონაცემების საფუძველზე:
Lt+i= Lt * ki ,
სადაც:
Lt =Min(1/3 ∑3j=1Lფt-j ; 10%)
k = ( 3/Lt )1/3
Lt+i არის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი t+i წლისთვის;
Lt – ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების (t) წლისთვის ნორმატიული დანაკარგის მნიშვნელობა, რომელიც ტოლია დანაკარგების გაანგარიშების t წლის წინა 3 წლის განმავლობაში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო პროცენტული მაჩვენებელის, მაგრამ არაუმეტეს 10 პროცენტისა;
k – გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებლის შემცირების კოეფიციენტი;
j =1; 2; 3;
i =1; 2; 3.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად დადგენილი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის დანაკარგების მაჩვენებლები უცვლელია შესაბამისი 3 სატარიფო წლის პერიოდისთვის, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, რომლისთვისაც ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ნორმატიული დანაკარგის გაანგარიშება განხორციელდა ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად და რომელმაც წინასწარგანსაზღვრული, 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში, სხვა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოიპოვა მფლობელობა, უფლება აქვს, მოითხოვოს ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გადაანგარიშება ამ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, მიმდინარე 3-წლიან პერიოდში, ნორმატიული დანაკარგების ოდენობა/ოდენობები შეიძლება გადაანგარიშდეს მხოლოდ მომდევნო/დარჩენილი წლისთვის/წლებისთვის.
5. იმ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის, რომლებმაც ავტორიზაცია მოიპოვეს წესის ამოქმედების შემდეგ და, რომლებთან მიმართებით არ არსებობს ისტორიული მონაცემები შესაბამის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ, პირველი სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება 2 პროცენტის ოდენობით.
6. იმ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის, რომლებთან მიმართებით არ არსებობს ისტორიული მონაცემები შესაბამის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ, შესაბამისი სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება 2 პროცენტის ოდენობით.
7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელის ნორმატიული დანაკარგი დადგენილია ისეთი პერიოდისათვის, რომელიც სრულდება სატარიფო რეგულირების პერიოდის დასრულებამდე, დარჩენილი სატარიფო წლებისათვის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება 3 პროცენტით.
8. წესის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში კომისია უზრუნველყოფს ნორმატიული დანაკარგების წესის შესაბამისად გადაანგარიშებას იმ საწარმოებისთვის, რომელთაც ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ნორმატიული დანაკარგების პროცენტული მაჩვენებლები დადგენილი აქვთ „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილების საფუძველზე.