“საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საქბინმშენპროექტი”-ს შესახებ”

მიღების თარიღი 20.07.2000
გამომცემი ორგანო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.353
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 04/08/2000
matsne.gov.ge 1,234 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საქბინმშენპროექტი”-ს შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.353 საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №44 2000 წლის 20 ივლისი  ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქბინმშენპროექტის“ შესახებ „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების  შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულების შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქბინმშენპროექტის“ წესდება; 2. ”საქბინმშენპროექტის“ დირექტორად დაინიშნოს ბატონი კობა თოიძე და მიენიჭოს მას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. მ. ჩხენკელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქბინმშენპროექტის“ წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქბინმშენპროექტი“ (შემდგომში –„საქბინმშენპროექტი“) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებით, სახაზინო საწარმო „საქბინმშენპროექტის“   რეორგანიზაციის გზით და არის მისი სამართალმემკვიდრე. 2. „საქბინმშენპროექტის“ თავისი სტრუქტურით წარმოადგენს დაწესებულებას. 3. „საქბინმშენპროექტის“ შექმნილია უვადოდ. 4. ორგანიზაციის სრული ოფიციალური დასახელებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქბინმშენპროექტი“. 5. ორგანიზაციის შემოკლებული დასახელებაა: სსიპ „საქბინმშენპროექტი“. 6. იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 17 ა. 7. „საქბინმშენპროექტი“ არის იურიდიული პირი. იგი ამ სტატუსს იძენს წესდების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან. მას აქვს ბეჭედი საფირმო დასახელებით, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. დამოუკიდებელი ბალანსი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები. 8. „საქბინმშენპროექტის“ საქმიანობა რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ბრძანებებით და მოცემული წესდებით.     მუხლი 2🔗. „საქბინმშენპროექტის“ მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. „საქბინმშენპროექტის“ მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო დარგის განვითარებისათვის იმ ღონისძიებების გატარება, რომელთა შესრულება უშუალოდ არ შედის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომპეტენციაში, მაგრამ განეკუთვნება მისი საქმიანობის სფეროს, კერძოდ: „საქბინმშენპროექტის“ მიზანია ბინათმშენებლობის პროექტირება, ახალი მიღწევების გათვალისწინებით ნორმატიული ბაზისა და პროგრამების შექმნა დარგის პერსპექტიული განვითარებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. 2. „საქბინმშენპროექტის“ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დავალებების შესაბამისად სხვადასხვა დარგობრივი პროგრამების, ნორმების, წესების და სხვა დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავება და სამინისტროში წარდგენა მათი შემდგომი დამტკიცებისათვის. „საქბინმშენპროექტის“ ფუნქციაში აგრეთვე შედის აღნიშნული ნორმატივების  პრაქტიკაში დანერგვა, მათ მოქმედებაზე დაკვირვება-მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სათანადო წინადადებების მომზადება. 3. „საქბინმშენპროექტის“ საქმიანობის საგანია: ა) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება ბინათმშენებლობისათვის. ბ) დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტაციების დამუშავება. 4. გარდა აღნიშნული საქმიანობისა, „საქბინმშენპროექტს“ უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს  მოქმედ კანონმდებლობას და დამფუძნებლების ინტერესებს.     მუხლი 3🔗. ქონება 1. საჯარო სახელმწიფოებრივი მიზნების განხორციელებისათვის „საქბინმშენპროექტს“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით გადაეცემა სახაზინო საწარმო „საქბინმშენპროექტის“ ბალანსზე რიცხული ქონება. 2. შემდგომში ”საქბინმშენპროექტის“ ქონების ფორმირების წყარო შეიძლება გახდეს მისი საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და კანონით ნებადართული სხვა წყაროები.     მუხლი 4🔗. მართვა 1. „საქბინმშენპროექტის“ საქმიანობაზე ზედამხედველობას და სახელმწიფოებრივ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად. 2. „საქბინმშენპროექტს“ მართავს ხელმძღვანელი – დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი და აფორმებს მასთან კონტრაქტს. 3. დირექტორთან დადებულ კონტრაქტში აისახება: ა) მინიჭებული უფლებები; ბ) მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; გ) შრომის ანაზღაურების პირობები; დ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები. 4. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ენიჭება წარმომადგენლობის უფლებამოსილება. დირექტორი საგანგებო რწმუნებების გარეშე მოქმედებს თავისი დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებში, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ბანკებში ხსნის ანგარიშებს, აკომპლექტებს დაწესებულებას თანამშრომლებით (მოადგილეებს ნიშნავს მინისტრთან შეთანხმებით), აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, გამოსცემს ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებსა და განკარგულებებს. დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, საშტატო განრიგს და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესს და ოდენობას. 5. დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, „საქბინმშენპროექტის“საკუთრებაში მყოფ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 6. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინაშე. 7. დირექტორი კონტრაქტის ვადის გასვლამდე თანამდებობიდან შეიძლება განთავისუფლდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი 1. „საქბინმშენპროექტი“ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მხრიდან, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილებები. 4. „საქბინმშენპროექტმა“ მხოლოდ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხების აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. ამ მუხლის „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა.     5. გარდა ზემოთ აღნიშნულისა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო განიხილავს და ამტკიცებს: ა) „საქბინმშენპროექტის“ განვითარების მიმართულებებსა და გრძელვადიან პროგნოზებს; ბ) მოგების განვითარების წესს; გ) ბალანსებს; დ) არაფულად (მატერიალურ) ფასეულობათა შეფასების აქტებს; ე) ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის საკითხებს.     მუხლი 6🔗. დაფინანსება 1. „საქბინმშენპროექტის“ დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება „საქბინმშენპროექტს“ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მისი სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. „საქბინმშენპროექტი“ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. 2. ”საქბინმშენპროექტის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დანიშნული აუდიტი.     მუხლი 8🔗. საქმიანობის შეწყვეტა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი 1. თუ „საქბინმშენპროექტი“ არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო დააყენებს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხს. 2. ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს, აგრეთვე ”საქბინმშენპროექტის“ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიუღწევლობა. 3. „საქბინმშენპროექტი“ შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4. „საქბინმშენპროექტის“ საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, იგი აგრძელებს არსებობას. 5. „საქბინმშენპროექტის“ ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელსაც ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დირექტორი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 6. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. 7. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იმ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც მოხდა წესდების დამტკიცება.