საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ შესახებ

მიღების თარიღი 20.07.2000
გამომცემი ორგანო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.355
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 04/08/2000
matsne.gov.ge 1,300 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial',sans-serif;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial',sans-serif;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial',sans-serif;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial',sans-serif;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №41 2000 წლის 20 ივლისი  ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ შესახებ „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ წესდება; 2. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ დირექტორად დაინიშნოს ბატონი გიორგი მირიანაშვილი და მიენიჭოს მას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. მ. ჩხენკელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ჰაბიტატ-ჯორჯია“ წესდება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ჰაბიტატ-ჯორჯია“ (შემდგომში – „ჰაბიტატ-ჯორჯია“) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებით, სახაზინო საწარმო „ჰაბიტატ-ჯორჯიას“  რეორგანიზაციის გზით და არის მისი სამართალმემკვიდრე. 2. „ჰაბიტატ-ჯორჯია“ თავისი სტრუქტურით წარმოადგენს დაწესებულებას. 3. „ჰაბიტატ-ჯორჯია“ შექმნილია უვადოდ. 4. ორგანიზაციის სრული ოფიციალური დასახელებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ჰაბიტატ-ჯორჯია“. 5. ორგანიზაციის შემოკლებული დასახელებაა: სსიპ „ჰაბიტატ-ჯორჯია“. 6. იურიდიული მისამართი:  ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას №16 7. „ჰაბიტატ-ჯორჯია“ არის იურიდიული პირი. იგი ამ სტატუსს იძენს წესდების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან. მას აქვს ბეჭედი საფირმო დასახელებით, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. დამოუკიდებელი ბალანსი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები. 9. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ საქმიანობა რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ბრძანებებით და მოცემული წესდებით. მუხლი 2🔗. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო დარგის განვითარებისათვის იმ ღონისძიებების გატარება, რომელთა შესრულება უშუალოდ არ შედის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომპეტენციაში, მაგრამ განეკუთვნება მისი საქმიანობის სფეროს, კერძოდ: ა) გაეროს დასახლებული პუნქტების ცენტრ „ჰაბიტატის“ პროგრამებში აქტიური მონაწილეობა და მათი კოორდინაცია საქართველოში; ბ) სტამბულის „ჰაბიტატის“ მსოფლიო კონფერენციის დეკლარაციის ძირითადი მიმართულებების პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოში; გ) ვენის „ჰაბიტატის“ დასავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში „ჰაბიტატის“ პროგრამების კოორდინაცია საქართველოში; დ) რეგიონული ორგანიზაციის „სტამბოლის ევრაზიული სახლის“ მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღება ექსპერტების და დამფუძნებლის დონეზე; ე) „ჰაბიტატის“ პროგრამებში მონაწილეობის ფარგლებში ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში აღნიშნული პროგრამების განხორციელებისათვის. 2. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დავალებების შესაბამისად სხვადასხვა დარგობრივი პროგრამების, ნორმების და წესების და სხვა დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავება და სამინისტროში წარდგენა მათი შემდგომი დამტკიცებისათვის. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ ფუნქციაში აგრეთვე შედის აღნიშნული ნორმატივების  პრაქტიკაში დანერგვა, მათ მოქმედებაზე დაკვირვება – მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სათანადო წინადადებების მომზადება. 3. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ საქმიანობის საგანია: ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ მისდამი დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში გაეროს ცენტრ „ჰაბიტატის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და ამ მიმართულებით წინადადებების, პროექტების, გეგმებისა და პროგრამების მომზადება; ბ) რესპუბლიკის სამშენებლო კომპლექსში სამეცნიერო დამნერგავი და საგანმანათლებლო საქმიანობა, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვა; გ) გაეროს ცენტრ „ჰაბიტატის" მიერ შედგენილი საქალაქო და საცხოვრებელი ინდიკატორების პროგრამის პერმანენტული მონიტორინგი საქართველოში. 4. გარდა აღნიშნული საქმიანობისა, „ჰაბიტატ-ჯორჯია“ ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ა) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სამშენებლო სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება; ბ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოება; გ) პროექტების ექსპერტიზა; დ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ბიზნეს-გეგმების მომზადება; ე) სარეკლამო-საგამომცემლო საქმიანობა; ვ) სამხატვრო-სადიზაინერო სამუშაოების წარმოება; ზ) გაეროს ცენტრ „ჰაბიტატთან“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით საკომუნიკაციო კავშირების ორგანიზაცია. მუხლი 3🔗. ქონება 1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ დაფუძნების მომენტისათვის არ გააჩნია არც სახელმწიფო და არც სხვა რაიმე ქონება. 2. შემდგომში „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ ქონების ფორმირების წყარო შეიძლება გახდეს მისი საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და კანონით ნებადართული სხვა წყაროები. მუხლი 4🔗. მართვა 1. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ საქმიანობაზე ზედამხედველობას და სახელმწიფოებრივ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად. 2. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ მართავს ხელმძღვანელი – დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი და აფორმებს მასთან კონტრაქტს. 3. დირექტორთან დადებულ კონტრაქტში აისახება: ა) მინიჭებული უფლებები; ბ) მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; გ) შრომის ანაზღაურების პირობები; დ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები. 4. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ენიჭება წარმომადგენლობის უფლებამოსილება. დირექტრი საგანგებო რწმუნებების გარეშე მოქმედებს დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ბანკებში ხსნის ანგარიშებს, აკომპლექტებს დაწესებულებას თანამშრომლებით (მოადგილეებს ნიშნავს მინისტრთან შეთანხმებით), აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, გამოსცემს ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებსა და განკარგულებებს. დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, საშტატო განრიგს და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას. 5. დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ საკუთრებაში მყოფ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 6. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინაშე. 7. დირექტორი კონტრაქტის ვადის გასვლამდე თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მუხლი 5🔗. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი 1. „ჰაბიტატ-ჯორჯია“ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მხრიდან, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილებები. 4. „ჰაბიტატ-ჯორჯიამ“ მხოლოდ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხების აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. ამ მუხლის „ა“ „ბ“, „გ“, და „ე“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა  5. გარდა ზემოთ აღნიშნულისა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო განიხილავს და ამტკიცებს: ა) „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ განვითარების მიმართულებებსა და გრძელვადიან პროგნოზებს; ბ) მოგების განვითარების წესს; გ) ბალანსებს; დ) არაფულად (მატერიალურ) ფასეულობათა შეფასების აქტებს; ე) ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის საკითხებს. მუხლი 6🔗. დაფინანსება 1. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მისი სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია. მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. „ჰაბიტატ-ჯორჯია“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. 2. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ წლიურ ბალანსს ამოწმებს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დანიშნული აუდიტი. მუხლი 8🔗. საქმიანობის შეწყვეტა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი 1. თუ „ჰაბიტატ-ჯორჯია“ არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო დააყენებს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხს. 2. ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს, აგრეთვე ”ჰაბიტატ-ჯორჯიას“ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიუღწევლობა. 3. „ჰაბიტატ-ჯორჯია“ შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, იგი აგრძელებს არსებობას. 5. „ჰაბიტატ-ჯორჯიას“ ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელსაც ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დირექტორი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 6. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. 7. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იმ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც ხდება წესდების დამტკიცება.