,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.127.016399
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2021 წლის 23 მარტი

ქ. ზესტაფონი 

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №38 (სსმ, ვებგვერდი, 09/01/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.127.016261) დადგენილების დანართ №1-ის მე-3 და მე-8 მუხლებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

,,მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

1. სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს  სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამები;

ბ) რეგისტრაციაში გაატაროს და შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოს უსახლკაროები;

გ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

დ) შეიმუშაოს და განახორციელოს ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე მცხოვრები დევნილთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამები;

ე) შეიმუშაოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური  პროგრამები;

ვ) კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებს;

ზ) შეიმუშაოს და გაატაროს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამები;

თ) გაუწიოს სოციალური დახმარება და სხვა სახის შეღავათები მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს;  

ი) განახორციელოს მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;

კ) ორგანიზება გაუწიოს იმ პირთა აღრიცხვას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

ლ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს  ომის ვეტერანთა საქმეებს;

მ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.

ნ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება;  

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება;

პ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამის რეაგირება;

ჟ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა;

რ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;

ს) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარება;

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) სოციალური პირობების გავლენის შესწავლა;

ბ) მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა  სახის შეღავათების გაწევა;

გ) სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის  საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება;

დ) მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და მონაცემთა ბაზის შექმნა;

ე)  დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას.

ვ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

მუხლი 8. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი – I რანგი (მაღალი მართველობითი დონე);

ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში – III რანგი II კატეგორია;

გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დევნილთა და უსახლკაროთა   საკითხებში – III რანგი II კატეგორია;

დ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური პროგრამების მართვის საკითხებში – III რანგი III კატეგორია;

ე)  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სოციალური დაცვის პაკეტების პროგრამული დოკუმენტაციების  დამუშავების საკითხებში – IV რანგი I კატეგორია.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე