აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.03.2021
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
ნომერი №01-01-3/135
სარეგისტრაციო კოდი 240140000.33.058.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 07.03.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №01-01-3/135
2021 წლის 26 მარტი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება არ ვრცელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ იმ საწარმოებზე, რომელთა აქციები და წილები გადაცემულია მართვის უფლებით.
მუხლი 3🔗
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №40 ბრძანება (სსმ, ვებპორტალი, 14/03/2011, 240.140.000.33.058.016.013).
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიჯაბა ფუტკარაძე