ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 07.08.2000
ძალის დაკარგვა 25.02.2010
გამომცემი ორგანო ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 040.013.004.367
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 11/08/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ფასიანი ქაღალდების კლასი | თანამესაკუთრის ვინაობა |
| გარიგების სახე | გარიგების მხარე (მხარეები) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 22.02.2010
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h4 {margin-top:0in; margin-right:-.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:297.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:-.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:15.0pt; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:-.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:49.65pt 42.6pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.013.004.367
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №7
2000 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველო ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე
1. დამტკიცდეს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული თანდართული „ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ანგარიშის წარდგენის“ წესი.
2. წინამდებარე წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე რ. ჰ. სინგლეტერი
ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი დამტკიცებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-12 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ეს წესი განსაზღვრავს ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ანგარიშის შემდგენელ პირთა წრეს, ანგარიშის ფორმებსა და შინაარსს და მისი საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისადმი წარდგენის ვადებსა და პროცედურას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი
ამ წესის მიზნებისათვის, ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობები:
1. „მმართველი ორგანოს წევრი“, კანონის შესაბამისად, ნიშნავს დადგენილი წესით არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს.
ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მმართველი ორგანოს წევრები“ მოიცავს ნებისმიერ იმ პირსაც, რომელიც ხელმძღვანელის უფლებამოსილებით მოქმედებს ან/და ხელმძღვანელის ფუნქციებს თუნდაც არაოფიციალურად აკონტროლებს.
2. „ანგარიშვალდებული საწარმო“, კანონის შესაბამისად, ნიშნავს ისეთ საწარმოს, რომელსაც გამოშვებული აქვს ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდები.
3. „საჯარო ფასიანი ქაღალდები“, კანონის შესაბამისად, ნიშნავს ისეთ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომელსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი.
4. „ბენეფიციარი მესაკუთრე“ განსაზღვრულია კანონით.
ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „ბენეფიციარი მესაკუთრე“ მოიცავს იმ პირსაც, რომელიც:
ა) შეთანხმებით უფლებამოსილებას ანიჭებს მეორე მხარეს, რომ როგორც ნომინალურმა მფლობელმა იმოქმედოს მის სასარგებლოდ;
ბ) უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდი გაასხვისოს ან გასხვისება მოახდინოს სხვა პირის მეშვეობით;
გ) უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდი დააგირაოს ან დაგირავება მოახდინოს სხვა პირის მეშვეობით;
დ) უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდი გაასესხოს ან გასესხება მოახდინოს სხვა პირის მეშვეობით.
5. „შეძენა“ ნიშნავს:
ა) ბენეფიციური მესაკუთრეობიდან გამომდინარე ყველა თუ რომელიმე უფლების დაუფლება ან საზიაროდ დაუფლება ფულის გადახდის, ან ქონებასა თუ სხვა აქტივებზე გადაცვლის გზით;
ბ) გარიგების დადება ბენეფიციური მესაკუთრეობიდან გამომდინარე ყველა თუ რომელიმე უფლების დაუფლების ან საზიაროდ დაუფლების მიზნით იმის მიუხედავად, ეს გარიგება წერილობითია თუ ზეპირი, ან იურიდიულად განხორციელებადია თუ – არა.
6. „გასხვისება“, კანონის შესაბამისად, ნიშნავს ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარად გასხვისების ხელშეკრულებას.
ამ წესის მიზნებისათვის „გასხვისება“ ასევე ნიშნავს:
ა) ბენეფიციური მესაკუთრეობიდან გამომდინარე ყველა თუ რომელიმე უფლების გადაცემა ან საზიაროდ გადაცემა ფულზე, ქონებასა ან სხვა აქტივებზე გადაცვლის გზით;
ბ) გარიგების დადება ბენეფიციური მესაკუთრეობიდან გამომდინარე ყველა თუ რომელიმე უფლების გადაცემის ან საზიაროდ გადაცემის მიზნით იმის მიუხედავად, ეს გარიგება წერილობითია თუ ზეპირი, ან იურიდიულად განხორციელებადია თუ – არა.
მუხლი 3🔗. საწყისი ანგარიშის წარდგენა
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს ყოველი წევრი ვალდებულია კომისიაში წარადგინოს მის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ყველა ფასიანი ქაღალდის ამსახველი საწყისი ანგარიში, რომელიც შემუშავებულ უნდა იქნეს ამ წესის დანართი I-ით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით.
2. საწყისი ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს კომისიაში 10 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც ადგილი ექნება შემდეგიდან პირველივე ფაქტს:
ა) საწარმო გახდა ანგარიშვალდებული; ან
ბ) პირი გახდა ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი.
3. თუ მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციარულ საკუთრებაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნია, მაშინ მან ამის ამსახველი საწყისი ანგარიში უნდა წარმოადგინოს.
4. თუ საწარმოს ფასიანი ქაღალდები ყიდვა-გაყიდვის საგანია საფონდო ბირჟაზე, მაშინ მმართველი ორგანოს წევრის მიერ საწყისი ანგარიშის ასლი წარდგენილ უნდა იქნეს ამ საფონდო ბირჟასაც იმავე დროს, როდესაც ორიგინალი კომისიას წარედგინება.
მუხლი 4🔗. საანგარიშგებო ცვლილებები ბენეფიციურ საკუთრებაში
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრმა კომისიას უნდა წარუდგინოს მის ბენეფიციურ საკუთრებაში ცვლილებების ამსახველი განახლებული ანგარიში. მას ეს იმ შემთხვევაშიც მოეთხოვება, როდესაც გარკვეულ მიზეზთა გამო მის მიერ საწყისი ანგარიში ჯერ არ არის წარდგენილი.
2. განახლებული ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ბენეფიციურ საკუთრებაში ცვლილების მოხდენიდან 10 დღის ვადაში ამ წესის დანართი II-ით გათვალისწინებული ფორმით.
3. თუ საწარმოს ფასიანი ქაღალდები ყიდვა-გაყიდვის საგანია საფონდო ბირჟაზე, მაშინ მმართველი ორგანოს წევრის მიერ განახლებული ანგარიშის ასლი წარდგენილ უნდა იქნეს ამ საფონდო ბირჟაზეც იმავე დროს, როდესაც ორიგინალი კომისიას წარედგინება.
მუხლი 5🔗. ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ანგარიშგებას ექვემდებარება
1. ამ წესით მოთხოვნილ ანგარიშებში შეტანილ უნდა იქნეს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი და ყოველი კლასის ფასიანი ქაღალდები, მათ შორის – ვარანტი, რაიტი, ოფციონი თუ ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გასხვისების სხვა ხელშეკრულებები მიუხედავად იმისა, ანგარიშვალდებული საწარმო ამ ხელშეკრულების მხარეა თუ – არა.
2. თუ ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები სხვა პირის თანასაკუთრებაში იმყოფება, მაშინ წარმოდგენილ ანგარიშში ეს ფაქტიც უნდა იქნეს ასახული ამ წესის დანართების მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ანგარიშთა წარდგენის ადგილები
1. ამ წესით გათვალისწინებული ანგარიშები წარდგენილ უნდა იქნეს კომისიის მთავარ ოფისში.
2. თუ ამ წესის მიერ ანგარიშთა წარდგენა საფონდო ბირჟაზეც მოითხოვება, მაშინ ისინი წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საფონდო ბირჟის მთავარ ოფისშიც.
3. მმართველი ორგანოს წევრმა წარდგენილი ანგარიშის ასლი ანგარიშვალდებულ საწარმოსაც უნდა მიაწოდოს.
4. ანგარიშვალდებულმა საწარმომ ანგარიშები ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.
მუხლი 7🔗. გარდამავალი დებულება
ყველა იმ პირმა, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრია ამ წესის ძალაში შესვლის დღეს, ამ წესით გათვალისწინებული საწყისი ანგარიში უნდა წარადგინოს ამ წესის ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.
დანართი I
ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ საწყისი ანგარიში
1. საწარმოს საფირმო სახელწოდება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. საწყისი ანგარიშის წარმდგენის სახელი, გვარი და თანამდებობა:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. დაშვებულია თუ არა საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ საწარმოს ფასიანი ქაღალდები (თუ არის, მაშინ ამ ანგარიშის ასლი წარდგენილ უნდა იქნეს ამ საფონდო ბირჟაზეც):
კი
არა
4. საწყისი ანგარიშის წარდგენის მიზეზი:
საწარმო გახდა ანგარიშვალდებული:
საწარმოს რომელიმე კლასის ფასიან ქაღალდებს "ჩანაწერით ფლობს" ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი
საწარმოს ფასიანი ქაღალდები დაშვებულ იქნა სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე
წარმდგენი არჩეულ ან დანიშნულ იქნა საწარმოს მმართველი ორგანოს წევრად
5. საწყისი ანგარიშის წარმდგენის ბენეფიციურ საკუთრებაში არსებული ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ცხრილი (II სვეტში მოცემულია შეძენის სახე და მასში უნდა აღინიშნოს, შესაბამისად: ყიდვა, ჩუქება, მემკვიდრეობა და ა. შ.):
ფასიანი ქაღალდების კლასი
შეძენის თარიღი და სახე
შენაძენის
რაოდენობა
შენაძენი ერთეულის ფასი
შენაძენის მთლიანი ფასი
შეძენის შემდგომი რაოდენობა (რიცხ.)
შეძენის შემდგომი ოდენობა (%)
6. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებზე საწყისი ანგარიშის წარმდგენის მიერ ბენეფიციური საკუთრების შეძენის გარიგების, რაიტების, ოფციონებისა და ვარანტების ცხრილი (I სვეტში უნდა აღინიშნოს: ოფციონი, ვარანტი ან სხვა შეთანხმება):
გარიგების სახე
გარიგების მხარე (მხარეები)
გარიგების თარიღი
შენაძენის რაოდენობა
ერთეულის ფასი
შეძენის საერთო ფასი
7. ფასიანი ქაღალდები თანასაკუთრებაში:
ფასიანი ქაღალდების კლასი
თანამესაკუთრის ვინაობა
ანგარიშის წარმდგენის თანასაკუთრების რაოდენობა
თანამესაკუთრის საკუთრების მთლიანი რაოდენობა
თანასაკუთრების პროცენტული თანაფარდობა გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან
8. საწყისი ანგარიშის წარმდგენის ხელმოწერა:
ვაცნობიერებ რა, რომ ანგარიშში არასწორი ან არასრული ინფორმაციის შეტანისათვის შეიძლება დამეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის – ადმინისტრაციული ჯარიმა ან/და, კომისიის ბრძანების შესაბამისად, ნებისმიერი ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, ამასთან, კომისიას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ზომებსაც, ვადასტურებ, რომ ჩემს მიერ წარდგენილ ანგარიშში შეტანილი ინფორმაცია მართალი და სრულია.
ვაცნობიერებ რა, რომ ჩემ მიერ ანგარიშში არასწორი ან არასრული ინფორმაციის შეტანამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თარიღი)
დანართი II
ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის ბენეფიციურ
საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ
განახლებული ანგარიში
1. საწარმოს საფირმო სახელწოდება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. განახლებული ანგარიშის წარმდგენის სახელი, გვარი და თანამდებობა:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. საწყისი ანგარიშის წარდგენის თარიღი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. დაშვებულია თუ არა საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ საწარმოს ფასიანი ქაღალდები (თუ არის, მაშინ ამ ანგარიშის ასლი წარდგენილ უნდა იქნეს ამ საფონდო ბირჟაზეც):
კი
არა
5. საწყისი ანგარიშის წარდგენის მიზეზი:
ფასიანი ქაღალდების შეძენა
ფასიანი ქაღალდების შეძენის გარიგებ(ებ)ის დადება
ფასიანი ქაღალდების გასხვისება
ფასიანი ქაღალდების გასხვისების გარიგებ(ებ)ის დადება
თანასაკუთრების შეთანხმების დადება
თანასაკუთრების შეთანხმების შეწყვეტა
6. თუ ბენეფიციურ საკუთრებაში ცვლილება გამოწვეულია ფასიანი ქაღალდების შეძენით, შევსებულ უნდა იქნეს შემდეგი ცხრილი (II სვეტში მოცემულია შეძენის სახე და მასში უნდა აღინიშნოს, შესაბამისად: ყიდვა, ჩუქება, მემკვიდრეობა და ა. შ.):
ფასიანი ქაღალდების კლასი
შეძენის თარიღი
და სახე
შენაძენის
რაოდენობა
შენაძენი ერთეულის ფასი
შენაძენის მთლიანი ფასი
შეძენამდელი რაოდენობა (რიცხ.)
შეძენის შემდგომი რაოდენობა (რიცხ.)
შეძენის შემდგომი ოდენობის თანაფარდობა ამავე კლასის გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან (%)
7. თუ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების ბენეფიციურ საკუთრებაში ცვლილება გამოწვეულია ფასიანი ქაღალდების შეძენის გარიგებით, ჩამოთვლილ უნდა იქნეს ყველა გარიგება, რაიტი, ოფციონი და ვარანტი იმის მიუხედავად, ანგარიშვალდებული საწარმოს არის თუ არა მისი მხარე, ან გარიგება წერილობითია თუ – ზეპირი (I სვეტში უნდა აღინიშნოს: ოფციონი, ვარანტი ან სხვა შეთანხმება):
გარიგების სახე
გარიგების მხარე (მხარეები)
გარიგების თარიღი
გარიგების ვადის გასვლის თარიღი
შენაძენის რაოდენობა
შენაძენი ერთეულის ფასი
შეძენის საერთო ფასი
8. თუ ცვლილება ბენეფიციურ საკუთრებაში გამოწვეულია ფასიანი ქაღალდების გასხვისებით, შევსებულ უნდა იქნეს შემდეგი ცხრილი (II სვეტში მოცემულია გასხვისების სახე და მასში უნდა აღინიშნოს, შესაბამისად: გაყიდვა, გაჩუქება და ა. შ.):
ფასიანი ქაღალდების კლასი
გასხვისების
თარიღი
და სახე
გასხვისებუ-ლის რაოდენობა
განასხვისები ერთეულის ფასი
განასხვისების მთლიანი ფასი
გასხვისე-ბამდელი რაოდენობა (რიცხ.)
გასხვისების შემდგომი რაოდენობა (რიცხ.)
გასხვისების შემდგომი ოდენობის თანაფარდობა ამავე კლასის გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან (%)
9. თუ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების ბენეფიციურ საკუთრებაში ცვლილება გამოწვეულია ფასიანი ქაღალდების გასხვისების გარიგებით, ჩამოთვლილ უნდა იქნეს ყველა გარიგება, რაიტი, ოფციონი თუ ვარანტი იმის მიუხედავად, ანგარიშვალდებული საწარმო არის თუ არა მისი მხარე, ან გარიგება წერილობითია თუ – ზეპირი (I სვეტში უნდა აღინიშნოს: ოფციონი, ვარანტი ან სხვა შეთანხმება):
გარიგების სახე
გარიგების მხარე (მხარეები)
გარიგების თარიღი
გარიგების ვადის გასვლის თარიღი
განასხვისების რაოდენობა
განასხვისები ერთეულის ფასი
გასხვისების მთლიანი ფასი
10. თუ ბანეფიციური საკუთრების ცვლილება დაკავშირებულია თანასაკუთრებასთან, შევსებულ უნდა იქნეს შემდეგი ცხრილი:
ფასიანი ქაღალდების კლასი
თანამესაკუთრის ვინაობა
ანგარიშის წარმდგენის თანასაკუთრების ადრინდელი რაოდენობა
ანგარიშის წარმდგენის თანასაკუთრების ამჟამინდელი რაოდენობა
თანამესაკუთრის მთლიანი საკუთრების ამჟამინდელი რაოდენობა
ორივეს თანასაკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების თანაფარდობა ამავე კლასის გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან (%)
11. განახლებული ანგარიშის წარმდგენის ხელმოწერა:
ვაცნობიერებ რა, რომ ანგარიშში არასწორი ან არასრული ინფორმაციის შეტანისათვის შეიძლება დამეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის – ადმინისტრაციული ჯარიმა ან/და, კომისიის ბრძანების შესაბამისად, ნებისმიერი ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, ამასთან, კომისიას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ზომებსაც, ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წარდგენილ ანგარიშში შეტანილი ინფორმაცია მართალი და სრულია.
ვაცნობიერებ რა, რომ ჩემ მიერ ანგარიშში არასწორი ან არასრული ინფორმაციის შეტანამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თარიღი)