„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.022687
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2021 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-15 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემაში ჩართვამდე და სისტემაში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში, ავტოსადგომის მფლობელი უზრუნველყოფს ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებზე შემოსავლების სამსახურის მიმდინარე რეჟიმში (ონლაინ) წვდომას, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან 72 საათის ვადაში უზრუნველყოს რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან შესაბამისი ავტოსადგომის გამორთვის განხორციელება. ასევე, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან შესაბამისი ავტოსადგომის გამორთვის შესახებ, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) ავტოსადგომის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩადენილია განმეორებით;

ბ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 102-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ არის გადახდილი ამავე დადგენილების 115 მუხლით განსაზღვრულ ვადაში.“.

2. დანართი №6-ით განსაზღვრული პარამეტრების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით დამონტაჟებული, შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ ლიცენზირებულ სისტემებთან თავსებადი ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მფლობელი ვალდებულია, არა უგვიანეს დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვისა, უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის დანართ №6-ით განსაზღვრული პარამეტრების მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2021.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №134. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.022687.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №134, 26.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022687 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5134652/