საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე, 2021 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 470010000.10.003.022688
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2021
matsne.gov.ge 495 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე, 2022 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 20.06.2022 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე, 2020 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 22.01.2020 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებში, 2019 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 29.03.2019 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2025 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 07.07.2025 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2024 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 24.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე, 2021 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №135 2021 წლის 26 მარტი  ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე, 2021 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებში, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)  ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდეს შემდეგი სახის დაფინანსება: 1. გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: რიყეში, რუხსა და ხურჩაში მცხოვრები საექიმო სპეციალობის მაძიებლების (შემდგომში − დაზარალებული მაძიებლები) მზადების 2021 წლის (იანვარ-დეკემბერი) დაფინანსება განხორციელდეს განათლების ვაუჩერის მეშვეობით, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი: 27 03 04). 2. განათლების ვაუჩერი წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრული დაზარალებული მაძიებლებისათვის განკუთვნილ, არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია  განათლების  დასაფინანსებლად. 3. დაზარალებული მაძიებლები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით. 4. განათლების ვაუჩერის განაღდება ხორციელდება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებისათვის/სასწავლებლებისათვის ერთჯერადად, არა უმეტეს  1 წლის (11 თვე) სწავლების ღირებულების (არა უმეტეს 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის) ანაზღაურების ოდენობით.   5.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება, მოიპოვოს დაზარალებულმა მაძიებელმა, რომელიც/რომლის ოჯახიც დაზარალებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის გამო და რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა და გადის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/ სარეზიდენტო პროგრამას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში. 6.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება დაზარალებულ მაძიებლებზე გაიცემა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (შემდეგი სოფლები: რიყე, რუხი და ხურჩა)  მიერ არაუგვიანეს 2021 წლის 1 ნოემბრამდე, „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებით შექმნილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიისთვის (შემდგომში – კომისია) ან/და სამინისტროსათვის ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 7.  კომისია  მიწოდებულ  ინფორმაციას  გადასცემს ასევე სამინისტროს, რომელიც მის საფუძველზე დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე იმ დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას), მოიპოვებს ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას 2021 წელს მათი მზადების დაფინანსებისათვის საჭირო ასიგნებების შესახებ. 8. დაზარალებულ მაძიებელთა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების  ვაუჩერის განაღდებას (სწავლების საფასურის ანაზღაურებას) შესაბამის დაწესებულებასთან/სასწავლებელთან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი