ქ. ონში ირინე სხირტლაძის ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2021
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.118.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. ონში ახალშენის ქუჩისთვის ირინე სხირტლაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველი შესახვევისათვის მერაბ კილაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ახალციხეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ქალაქ ჭიათურაში ინტერნაციონალის ქუჩისათვის გიორგი კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქ. ონში ირინე სხირტლაძის ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №5
2021 წლის 25 მარტი
ქ. ონი
ქ. ონში ირინე სხირტლაძის ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქ. ონში ირინე სხირტლაძის ქუჩას მიენიჭოს ზვიად გამსახურდიას სახელი.
2. ქ. ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.
4 განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, მერაბ კოსტავას ქ. №13).
საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე