შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2021
ძალის დაკარგვა 04.05.2021
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.135.016264
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე | შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი
საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2021 წლის 26 მარტი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 313-ე მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.
მუხლი 2🔗
1. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ,
სტრუქტურული ერთეული), ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს
უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე.
3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულ
მუხლი 3🔗
1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდებზე: shuakhevi.gov.ge.
2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით, საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
მუხლი 4🔗
1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებ გვერდებზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაჰბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.
2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.
3. ოფიციალურ ვებ გვერდებზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.
მუხლი 5🔗
საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნების თაობაზე, ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
მუხლი 6🔗
1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდებიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე- პუნქტით დადგენილი
შემთხვევისა.
2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.