„ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016218
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №62

2021 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №76 ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge,  21/04/2020, 310050000.54.066.016179) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

2021 წლის  პირველ ივლისამდე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საავიაციო საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. 2021 წლის პირველ ივლისამდე არ განხორციელდეს:

ა) საზღვარგარეთ ბაზირებული ავიაკომპანიების, საბაზო ობიექტებისა და სხ-ის ინსპექტირება;

ბ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის შემოწმება;

გ) ავიაკომპანიის ეკიპაჟის მარშრუტზე შემოწმება;

დ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს გარე სადგურის ადგილზე შემოწმება.

2. შესაბამისი ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით:

ა) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, თუ მას არ გააჩნია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს უცხო ქვეყნის სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და შესაბამისი საავიაციო უწყების მიერ დადასტურებული სამედიცინო სერტიფიკატი;

ბ) პილოტის საკვალიფიკაციო შემოწმება (LPC) შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს საჰაერო ხომალდზე (ნაცვლად საწაფისა, „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს № 150 ბრძანების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად) პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობის კვალიფიკაციის მფლობელის მიერ.

3. 2021 წლის პირველ ივლისამდე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი გათავისუფლდეს „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანების 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით და დანართი N21-ის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული მომზადებისაგან.

4. საზღვარგარეთ ბაზირებული სხ-ის ვარგისობის სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2021 წლის პირველ ივლისამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის საფუძველზე.

5. 2021 წლის პირველ ივლისამდე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის (თუ სერტიფიკატი გაცემული არ არის EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ) აღიარება განხორციელდეს სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლებიდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშის საფუძველზე.

6. შეჩერდეს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის № 98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება 2022 წლის პირველ იანვრამდე.

7. შეჩერდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება 2021 წლის პირველ ივლისამდე.

8. 2021 წლის პირველ ივლისამდე სააგენტომ განახორციელოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს გარე სადგურის დამატების შეთანხმება და ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირებისას გარე სადგურის შეფასება, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და საწარმოს მიერ ჩატარებული გარე სადგურის შეფასების ანგარიშის საფუძველზე. გარე სადგურის შეფასების ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №262 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ მე-16 დანართის მოთხოვნებს.

9. 2021 წლის პირველ ივლისამდე, „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანებით გათვალისწინებული  იდენტიფიცირება – იმ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მიზნით, რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, განახორციელოს (უზრუნველყოს) განმცხადებელმა და სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი აპრილიდან.

 


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე