„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№429-IVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
480610000.05.001.020303
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის ან გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით უცხო სახელმწიფოსთან შესაბამისი მოლაპარაკებებია დაწყებული), არ გამოირიცხება ამ პირის მიმართ საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება/ხელახლა გამოყენება.“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111−115 პუნქტები:

„111. თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ და უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება ან გამოყენებული იყო სხვა აღკვეთის ღონისძიება ან საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც გაუქმდა ან აღკვეთის სხვა, არასაპატიმრო ღონისძიებით შეიცვალა და არ არის ამოწურული საექსტრადიციო პატიმრობის 9-თვიანი ვადა და პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემისთვის (ეტაპირებისთვის) საჭირო ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად ამ სახელმწიფოსთან შესაბამისი მოლაპარაკებებია დაწყებული, ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით შესაძლებელია ამ პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე.

112. ამ მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორი  ამ პირის დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების/ხელახლა გამოყენების ან გამოყენებული სხვა აღკვეთის ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შესახებ. სასამართლო ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხზე მსჯელობის გარეშე, შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

113. ამ მუხლის 112 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის გადაწყვეტისას სასამართლო აფასებს მხოლოდ იმას, არსებობს თუ არა ამ მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

114. ამ მუხლის 111–113 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენების შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა (ეტაპირება) დასაშვებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მისი გასაჩივრების შემთხვევაში − სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

115. თუ უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება − გირაო ამ მუხლის 112 და 113 პუნქტებით დადგენილი წესით საექსტრადიციო პატიმრობით შეიცვალა, ამ პირს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს გირაოს საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა და უძრავი ქონება.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-11 და 112−115 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მარტი 2021 წ.

N429-IVმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.03.2021.
როდის იქნა მიღებული „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №429-IVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.05.001.020303.
რამდენი მუხლისგან შედგება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №429-IVმს-Xმპ, 30.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 480610000.05.001.020303 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5137604/