„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№694
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.017187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №694

2021 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.027.016584) დამტკიცებული წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, სამინისტროს სისტემის საჭიროებების გათვალისწინებით, შეიძლება იქნენ მიღებული სტაჟირებაზე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მინისტრის ბრძანებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ამავე დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთი სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აქვთ უფლება, სტაჟიორობის საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები (წარდგენილი განაცხადების გადარჩევა და/ან წერითი დავალების მიცემა და/ან გასაუბრება). სტაჟიორს ენიშნება ხელმძღვანელი როგორც სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ისე შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან, რომლებიც ადგენენ სტაჟირების გავლის ინდივიდუალურ გეგმას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.03.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №694. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.027.017187.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №694, 30.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017187 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5137981/