„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 23 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2021 წლის 30 მარტი ქ. წალენჯიხა |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
„დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულება“.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულება“
„1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახური“.
„1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახური:
ა) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე;
ბ) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე აქტებით;
გ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.“
„დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“
„ც1) სოციალური მუშაობის ჩატარება, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;“
„1.ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდგომ განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით შექმნილი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული მეორადი სტრუქტურული ერთეული.“
„2.ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში“
„3. განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: „საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“
„ა)განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის წინაშე;
ბ)განყოფილების სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი;“
„13.ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის დაფინანსება:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი მეორადი სტრუქტურული ერთეულის-ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. ბავშვთა მხარდაჭერის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული პროგრამები ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტით ან საერთაშორისო გრანტებითა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით.“
„გ)განყოფილების უფროსი ამტკიცებს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას და უგზავნის მას მის აღსრულებაზე უფლებამოსილ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს (სამსახურებს), ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და სახელმწიფო ორგანოს (ორგანოებს);“
„ნ1)„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოციალური მუშაობის ჩატარებას, რაც გულისხმობს:
ნ1.ა)სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ნ1.ბ)საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებაში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
ნ1.გ)ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;
ნ1.დ)ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;
ნ1.ე)მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;
ნ1.ვ)ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
ნ1.ზ)საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას.“
|