თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.2021
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016536
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 520 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.04.2021 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.02.2021 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.01.2021 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 26.03.2021 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 10.02.2021

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №08 2021 წლის 30 მარტი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290​4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.                        2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 2🔗 1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ - სტრუქტურული ერთეული) საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290​4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ - პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე. 3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით. მუხლი 3🔗 1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ფოსტიდან უკან დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდზე: „www.telavi.gov.ge“, (შემდგომ - ვებ გვერდზე) შესაბამის ველში. 2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. 3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით, საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. მუხლი  4🔗 1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებ გვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაჰბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად. 2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს. 3. ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა. მუხლი 5🔗 საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული ერთეული საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. მუხლი 6🔗 1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. 2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.